მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7089.2
-0.001
flag
AZN 1.5949
-0.0006
flag
CNY 38.078
-0.0056
flag
EUR 3.1231
-0.0155
flag
GBP 3.5607
-0.0016
flag
KZT 51.52
0.0021
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7117
-0.001

E60 Shipping Line-ის ბორნის დატვირთვა 100%-ია, რა გეგმები აქვს რუმინეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის ოპერატორ კომპანიას

news image

ივლისიდან რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო და კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის სწრაფმავალი,190 მეტრიანი ბორანი Vilnius-ი ოპერირებს.

Vilnius-ი ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა და გემი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის - E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება.

როგორც Business Insider Georgia-სთან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიშა ბაბუნაშვილმა განაცხადა, ბორანი კონსტანცასა და ფოთის პორტებს შორის უკვე 100%-ით დატვირთული მოძრაობს. 

„1,5 თვეა უკვე რაც საბორნე მიმოსვლა დავიწყეთ. ზოგადად იმპორტზე უფრო დიდი მოთხოვნაა, თუმცა ჩვენს ბორანს რაც შეეხება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით 100%-ით დატვირთულები ვართ.

ჩვენ სერვისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ვთავაზობთ, ძირითადად კი იმ ქვეყნებს რომელთაც შავ ზღვაზე ტვირთების გადაზიდვა აინტერესებთ. ეს ინტერესი აქვს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, უკრაინას, ასევე სომხეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს“, - აღნიშნა მიშა ბაბუნაშვილმა.

E60 Shipping Line-ის კომერციული დირექტორი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანია ახალი საზღვაო ხომალდის შემოყვანაც განიხილავს, რის შედეგად სამომავლოდ სიხშირეების გაზრდას შეძლებს. 

მისივე განმარტებით, ჯერჯერობით ახალი ბორნის შემოყვანაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და პროექტი დამუშავების ეტაპზეა, ხოლო რაც შეეხება არსებულ ბორანს,  Vilnius-ს კვირაში მხოლოდ იმ სიხშირეების მომსახურება შეუძლია, რომელზეც უკვე ოპერირებს. 

„სიხშირეების გზარდა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ახალ ბორანს დავამატებთ. ერთი ხომალდით ოპერირებისთვის ის სიხშირეები რაც გვაქვს, ოპტიმალურია. კომპანიის დაარსებამდეც ამ საკითხზე  მოლაპარაკება პოტენციურ პარტნიორებთან  უკვე დაწყებული გვქონდა. ჩვენ წვდომა და კომუნიკაცია გაქვს სხვადასხვა გემთმფლობელთან“, - განმარტავს კომპანიის კომერციული დირექტორი. 

E60 Shipping Line-ში აცხადებენ, რომ რუმინეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლაზე მოთხოვნა უფრო მეტად  ტვირთების სეგმენტშია.

ტრაილერი მისაბმელით, არაგაბარიტული ტვირთები და კონტეინერები ეს არის ის TOP-3 ტვირთი, რომელსაც Vilnius-ი ემსახურება. 

აღსანიშნავია, რომ გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 42 საათი სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მგზავრებსა და მძღოლებს აქვთ საშუალება კომფორტულ კაიუტებში განთავსდნენ და ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცითა და Duty Free მაღაზიით ისარგებლონ.

ბორნით გადაზიდული ტვირთი, ორივე ქვეყნის საბაჟო პროცედურებს მაქსიმალურად სწრაფად გადის. ეს საკითხი 2023 წლის დასაწყისში საქართველოში რუმინეთის საბაჟო წარმომადგენლების ვიზიტისას შეთანხმდა. 

ფოთი - კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვისა და რეგიონისთვის. ასევე გადამწყვეტია ტრანსკასპიური შუა დერეფნის არსებობისა და განვითარებისთვის.

E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.

ბორანი Vilnius-ის სრული მონაცემები: რეგისტრის კლასი: Lloyd register 100A1 Rо-Rо Cargo and Passenger ferry აშენებულია:1987 წელს, გერმანიაში

გემი იმყოფება ლოიდის საკლასიფიკაციო ზედამხედველობის ქვეშ, ფლობს გინესის რეკორდების წიგნის სერთიფიკატს, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი საავტომობილო-სარკინიგზო სამგზავრო ბორნების კლასში.

Vilnius-ი მგზავრებს სთავაზობს კომფორტაბელურ სამგზავრო კომპლექსს, რომელშიც 145 მგზავრის ადგილია. გემზე განტავსებულია ლუქსის, ნახევრად ლუქსის ტიპის, 2 და 4-ადგილიანი კეთილმოწყობილი კაიუტები. მგზავრებს მოემსახურება რესტორანი, ბარი, მოსასვენებელი ოთახი ვიდეოთი და სატელიტური ტელევიზიით, საბავშვო სათამაშო ოთახი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის - Lolli Pop Caramels

03.11.2025.18:00

კომპანია Lolli Pop Caramels ხელნაკეთი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ლიდა სარქისიანს ესაუბა.

„კომპანია „ლოლი პოპ კარამელსი“ 2020 წელს დაარსდა. უკვე 5 წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელს ვთავაზობთ ხელნაკეთ ტკბილეულს “, - ამბობს ლიდა სარქისიანი. 

კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ამჟამად, „ლოლი პოპ კარამელსი“ 20 -მდე სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. „გვაქვს მრავალფეროვანი ასორტიმენტი. 

ვაწარმოებთ 20-მდე სახეობის ტკბილეულს (ლოლიპოპსი, ქეიქპოპსი, ესკიმო, ხელნაკეთი შოკოლადი, მაფინები, ტკბილეულის თაიგულები და ა.შ) “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი. 

კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი მაღალი ხარისხია.

„ლოლი პოპ კარამელსი" გამოირჩევა ხარისხით, განსხვავებული გემოს მქონე საკონდიტრო ნაწარმით და განსხვავებული დიზაინის პროდუქციით. ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას რაც კონკურენტულ უპირატესობად მიგვაჩნია, რადგან არ ვამზადებთ შაბლონური წესით და ყველანაირად ვცდილობთ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ იგრძნოს “, - აღნიშნავს ლიდა სარქისიანი. 

„ლოლი პოპ კარამელსი" სამომავლოდ გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.

„სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას და დისტრიბუციით პროდუქციის გატანას რეგიონებში “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი. 

ცნობისთვის, მაღაზია ქალაქ თბილისში, ატენის #1 -ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა