მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი

news image

ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ღონისძიება წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ მონაწილეობით გაიმართა. E-Commerce Association Georgia-ს მიერ ორგანიზებულ რიგით მესამე კონფერენციაზე ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Amazon Web Service, IE Tech School, Visa. საავტომობილო სექტორს „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენდა, როგორც ინდუსტრიის ლიდერი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი:

 „თეგეტასთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა,E-Commerce Association Georgia-სთან პარტნიორობა კი საუკეთესო პლატფორმაა იმისათვის,რომ ჩვენი ტექნოლოგიური გამოცდილება ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროფესიონალებს გავუზიაროთ.

თეგეტას ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ ავტოსერვისს მონაცემზე დაფუძნებულ ბიზნესად გარდაქმნის. დღეს უკვე გვიჩნდება შესაძლებლობა, მომხმარებლებს მათი ავტომობილის ფლობაში პრობლემის წარმოქმნამდეც კი დავეხმაროთ — წინასწარ ვივარაუდოთ საჭიროებები, შევთავაზოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და გავაუმჯობესოთ ავტოსერვისის გამოცდილება“.

E-Commerce კონფერენციის მთავარი თემები წელს ასე განისაზღვრა: ხელოვნური ინტელექტი იქომერსში, ლაივ და სოცმედია იქომერსი, ონლაინ სერვისების პლატფორმები. „შერატონ მეტეხი პალასში“ შეკრებილმა სტუმრებმა ერთმანეთს დაგროვებული ცოდნა და სამომავლო გეგმები გაუზიარეს. 

უკვე დანერგილ სისტემებთან ერთად, „თეგეტას“ AI პროდუქტები, სამომავლო ტექნოლოგიური ხედვა და მიმდინარე პროექტები ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდმა წარადგინა. 

კომპანია ამჟამად სამ ძირითად მიმართულებაზე მუშაობს:  Tegeta App ჰოლდინგის მთავარი ციფრული არხია, რომელიც სერვისების დაჯავშნას, ჯარიმების გადახდას, პროდუქციის შეძენასა და პერსონალიზებულ შეთავაზებებს აერთიანებს. მეორეა Intelligent Shop და Product Catalogue. ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მოიცავს კატალოგს, მარაგსა და მომხმარებლის მანქანის მონაცემებს. მისი დახმარებით როგორც მომხმარებელი, ისეკონსულტანტები კონკრეტული ავტომობილისთვის ნაწილის შესაბამისობასა და მის ხელმისაწვდომობას რეალურ დროში განსაზღვრავენ. დაბოლოს, Predictive -Maintenance მოდული - სისტემა, რომელიც მანქანის ისტორიისა და VIN მონაცემების საფუძველზე  მომავალ საჭიროებებს პროგნოზირებს.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტა ხელოვნურ ინტელექტს განიხილავს, როგორც მომავალ მობილობის ეკოსისტემის ცენტრალურ ბირთვს, სადაც მანქანა, სერვისი და მომხმარებელი  ერთმანეთთან ერთიან კავშირშია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინტელექტუალური ჰოლისტიკური სისტემა, რომელიც სწავლობს ქცევას, პროგნოზირებს საჭიროებებს და ამავე დროს რეალურ დროში უკავშირდება ჩვენს ფილიალებსა და აპს “.

კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში „თეგეტას“ ექნება ციფრული მობილობის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და ვირტუალურ სამყაროს ერთ ჭკვიან სისტემაში გააერთიანებს.

E-Commerce Day ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ პირებს ერთი წლით დაემშვიდობა. ღონისძიებაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ ბიზნესების კულტურის ახალი ფაზაა. „თეგეტა ჰოლდინგი“ კი ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა რეგიონის მასშტაბით და ტრადიციას, ტექნოლოგიასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციას აერთიანებს.

თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

14.04.2026.18:03

სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.

ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.

ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან. 

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა