მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

„ძველი სუფრა“ უკვე თბილისი მოლშია

news image
mbc image

ძველი სუფრა • Old Supra ახალ მისამართზე გადავიდა. კომპანიის ცნობით „ძველი სუფრის“ პროდუქციის შეძენა უკვე „თბილისი მოლშია“ შესაძლებელი. 

„თბილისი მოლი • Tbilisi Mall -ში გვეწვიეთ ახალ ლოკაციაზე, მე-2 სართული, “ხაჭაპური ჰატის” მიმდებარედ!“, - აღნიშნულია „ძველი სუფრის“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

ქართული ორნამენტებით შთაგონებული სახლის დეკორისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია “ძველი სუფრა” მომხმარებელს მუდმივად სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. 

,,ჭურჭლის დიზაინი ქართული ორნამენტებისა და მოტივების შთაგონებით შეიქმნა. უმაღლესი ხარისხის ჩინური ფაიფურის ჭურჭელი - ნატიფი, თხელი ნაკეთობაა, გამორჩეული ფერების სიხასხასით და გამოსახულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაიფურის ჭურჭლის ზოგიერთ დიზაინში გამოყენებულია ოქრო, მაგალითისთვის ჭიქა „დამწერლობა“, რომელიც ქართული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა და დიზაინში მოოქროვილი ასოებია წარმოდგენილი, იგივე შეიძლება ითქვას „ინტელიგენციის“ ჭურჭლის კოლექციაზე. ჭურჭლის კოლექციის კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება მინის ჭურჭელია. ქართულ ბაზარზე მინის ჭურჭელი ქართული ორნამენტების დიზაინით პირველად ჩვენ წარმოვადგინეთ და ამ ნიშას უკვე რამდენიმე თვეა ვიკავებთ. მინის ჭურჭელში ერთიანდება ე.წ. წვენის ჭიქები; იგეგმება მინის ჭურჭლის ასორტიმენტის გაზრდა და გამრავალფეროვნება. ამ მიმართულებით სიახლეებს ძალიან მალე შევთავაზებთ ჩვენ მომხმარებლებს", - განმარტავენ კომპანიაში.

რა თქმა უნდა მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა ქსოვილის მიმართულებითაც. გასული წლის ბოლოს, სუფრების კოლექციას დაემატა რამდენიმე ახალი დიზაინი „ვაზი“, „უცნობი გალაკტიონი“ და განახლებული დიზაინით სუფრა „სანადიმო“.

ცნობისთვის, კომპანია “ძველი სუფრა” 1998 წლიდან აწარმოებს ქართულ ტრადიციულ სუფრებს. 2020 წლის აგვისტოში განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა საქმიანობის სფერო.  “ძველი სუფრას” ფილიალები მდებარეობს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა

13.11.2026.17:33

საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.

ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:

• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;
• 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა