მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7043.1
0.0076
flag
AZN 1.5841
-0.0004
flag
CNY 37.76
-0.0016
flag
EUR 3.1579
0.0141
flag
GBP 3.6436
0.0172
flag
KZT 50.02
0
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.694
-0.0006

ძირითადად ინდივიდუალურ დიზაინებზე ვქმნით | Enene - ხელნაკეთი ჭიქები

news image

Enene - ეს არის თიხაზე მომუშავე მეწარმის, ელენე პოლიანის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ჭიქების ბრენდი, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მის მიერ დამზადებული ჭიქები განსაკუთრებით გამოირჩევა თავის უნიკალური სტილით და ავთენტური შტრიხებით.

ამ დროისთვის Enene - ხელნაკეთი ჭიქების პროდუქციის შეძენა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი, თუმცა ის აქტიურად მონაწილეობს გამოფენა-ბაზრობებში, სადაც მისი ჭიქები დიდი მოწონებით სარგებლობს.

შაბათ-კვირას ელენე პოლიანის ჭიქების შეძენა შესაძლებელი იყო გურიაში გამართულ ღონისძიებაზე „გემო ფესტი“, სადაც  ტურისტებსა და ადგილობრივებს ჰქონდა შესაძლებლობა პირადად ენახათ და შეეძინათ ეს მართლაც განსაკუთრებული ნაწარმი.

„გემო ფესტში“ მონაწილეობა მეხმარება ცნობადობის გაზრდაში. იზრდება ჩვენი გამომწერების და მომხმარებლების რაოდენობა. ზოგადად, აქტიურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა და ბაზრობებში. ვცდილობ, არ გამომრჩეს არცერთი ღონისძიება, სადაც შემიძლია ჩემი ჭიქების წარმოდგენა. განსაკუთრებით უცხოელები იჩენენ ინტერესს, განსაკუთრებით ისინი, ვინც ჩაის მოყვარულია. ასე თანდათან იზრდება ჩემი პროდუქციის მიმართ ცნობადობა“, - ამბობს ელენე პოლიანი.

ელენე პოლიანის თქმით, ის ძირითადად ინდივიდუალურ დიზაინებზე მუშაობს და მომხმარებლების სურვილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას ცდილობს. მისი თქმით, 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, შეკვეთების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

„დამკვეთები ხშირად მიკვეთავენ კონკრეტული ადამიანისთვის განკუთვნილ ჭიქებს — წარწერით, ენით ან სიმბოლოთი. გამოფენებზე კი ძირითადად ჩემი, უკვე მზად된 დიზაინები გამომაქვს და ისინი საკმაოდ სწრაფად იყიდება“, - აცხადებს მეწარმე. 

ელენე პოლიანი ამ ეტაპზე პროდუქციის მაღაზიებში შეტანით დაინტერესებული არ არის, რადგან როგორც ამბობს, ის რაოდენობა რასაც აწარმოებს ონლაინ და გამოფენებზე აქტიურად იყიდება.

„რაც გამოფენებზე მიმაქვს, თითქმის ყოველთვის სრულად იყიდება. დანარჩენ დროს ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობ. არასდროს მქონია პრობლემა გაუყიდავი ჭიქებით. უფრო მეტიც, ხშირია შეკვეთები საქართველოდან გაუსვლელადაც და უცხოეთიდან - ემიგრანტი ქართველებისგან, რომლებიც სუვენირებს სჩუქნიან თავიანთ უცხოელ მეგობრებს ან დამსაქმებლებს“, - აცხადებს პოლიანი.

მისი თქმით, უცხოელებისთვის დამზადებულ ჭიქებზე წარწერები, ხშირად, იმ ენაზე კეთდება, რომელსაც საჩუქრის ადრესატი ფლობს, თუმცა ჭიქებზე ყოველთვის დევს ქართული ავთენტური ელემენტები, რაც, როგორც თავად ამბობს, „ქართული სულის“ მატარებელია.

მეწარმეს პროდუქციის წარმოების გაფართოება სურს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ახერხებს, რადგან კვალიფიციური დამხმარის პოვნა ძალიან რთულია.

„ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელსაც საქმეს მშვიდად გადავაბარებდი. განსაკუთრებით რთულია საახალწლოდ ან დღესასწაულებზე, როცა შეკვეთები მრავლადაა. ძალიან მჭირდება ისეთი დამხმარე, ვისაც შეიძლება პასუხისმგებლიანი საქმე ანდო და ხარისხის პრობლემა არ შეგექმნას“, - აცხადებს პოლიანი.

აღსანიშნავია, რომ მან  თიხასთან მუშაობა დამოუკიდებლად, ინტერნეტით ისწავლა. როგორც თავად იხსენებს, ერთ დღეს ინტერნეტ სივრცეში თიხის ჭიქები ნახა და გადაწყვიტა, ეს საქმე თავადაც ეცადა.

„ძლივს მოვიძიე საჭირო თიხა და დავიწყე ჭიქების გალამაზება. დღემდე ამ საქმით ვცხოვრობ“, - აცხადებს მეწარმე.

Enene-ს ჭიქების ფასი 20 ლარიდან იწყება. მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ, კონკრეტულად — სოციალური ქსელების მეშვეობით ან გამოფენებზე, სადაც ელენე რეგულარულად მონაწილეობს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ქონების დაზღვევის სეგემნტის ლიდერი ალდაგია

01.09.2025.19:00

2025 წლის 6 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიამ 96 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქონების დაზღვევის ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანია ალდაგია. ალდაგმა 2025 წლის იანვარ-ივნისში ქონების დაზღვევის მიმართულებით 48.8 მლნ ლარი მოიზიდა და ბაზრის 51%-იანი წილიც დაიკავა.

მოზიდული პრემიის მიხედვით ქონების დაზღვევის ლიდერი კომპანიები - TOP 5

ალდაგი: 48.8 მლნ ლარი - ბაზრის წილი 51%

თიბისი: 19.2 მლნ ლარი - ბაზრის წილი 20%

ირაო: 9.3 მლნ ლარი - ბაზრის წილი 10%

ჯიპიაი: 8.3 მლნ ლარი - ბაზრის წილი 9%

უნისონი: 4.4 მლნ ლარი - ბაზრის წილი 4%

სხვა: 6.2  მლნ ლარი - მოზიდული პრემია 6%.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა