ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიცია, რომელიც Lion Finance Group-მა განახორციელა სომხეთის ფინანსურ სექტორში - ლევან დავითაშვილი
საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.
„სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და ბუნებრივია, სომხეთის ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო ხელსაყრელი და წარმატებული იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან, ჩვენი თანამშრომლობა კომპლექსურია და მოიცავს სავაჭრო ურთიერთობებს, ურთიერთობებს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის და ინვესტიციების სფეროში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა სომხეთში გიორგი შარვაშიძემ. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოსა და სომხეთში არსებული მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ტენდენციების, ასევე არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ.
„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების და უწყებების დიალოგთან ერთად, იყოს პრაქტიკული შეხვედრები და მოხდეს უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება ბიზნეს სექტორთან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საინვესტიციო საქმიანობას, ვაჭრობის წახალისებას - საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარია და ეს მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა სომეხი ვიზიტორებისთვის - გასულ წელს ვუმასპინძლეთ დაახლოებით მილიონამდე ვიზიტორს სომხეთიდან და შევინარჩუნეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საუბარი შეეხო მსხვილ რეგიონულ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2024 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის გაფორმება, რამაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო გაზარდა. ამასთან, ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო სომხეთში ქართული კომპანიების საქმიანობის პერსპექტივების შესახებ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიცია, რომელიც Lion Finance Group -მა განახორციელა სომხეთის ფინანსურ სექტორში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა - როდესაც ორი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები მჭიდროდ თანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისა და სომხური ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობა, ჰქონდეთ მხარდაჭერა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებისაგან თავიანთი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ვფიქრობ, სომხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:28
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს.
„საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის დადგენილებით „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა, რომელიც 4 ქვეპროგრამას მოიცავს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება; ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა", რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა", რომლის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ 2020-24 წლებში სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში 73 507 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, ინდივიდუალური კონსულტაცია კი - 116 919 პირს გაეწია. ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე 86 151 სოციალურად დაუცველი პირისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, შესაბამისი კონსულტაციის და ინფორმაციის გაცნობა მოხდა.
მინისტრის მოადგილემ შრომითი მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრის მიზნით, 2023 წლიდან სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის ახალი ნორმების და მექანიზმების დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და შესაბამისი პროგრამა მომზადდა, რომელიც აქტიურად ხორციელდება.
კომიტეტმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროგრამები დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომაზე კომიტეტის წევრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიშებს გაეცნენ, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ტელეკომუნიკაციის სივრცეში არსებული ჯანსაღი კონკურენცია.
კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები ცნობად მიიღო.