მთავარიბიზნესითეგეტა ბიზნესიეკონომიკა
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7118.2
-0.0005
flag
AZN 1.6063
-0.0003
flag
CNY 38.034
0.0001
flag
EUR 3.1186
-0.0016
flag
GBP 3.7042
0.0027
flag
KZT 53.72
0.0017
flag
TRY 0.0696
0
flag
USD 2.7311
-0.0004

ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდი შემოდის, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის ბათუმის იმიჯს და ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება Rolex-ი - ირაკლი კვერღელიძე

news image

როდესაც საინვესტიციო გარემოს შეფასებაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა შედეგები აქვს ქვეყანას ეკონომიკის მიმართულებით, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ ეკონომიკური ფორუმის რიგით მეოცე დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის თემაც „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობა მივიღო მსგავსი ტიპის ღონისძიებაში და შევძლო ჩემი აზრის გამოხატვა. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ საინვესტიციო გარემოს შეფასებაზე აქ მნიშვნელოვანი პარამეტრია ის, რომ გვესმოდეს რა მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ქვეყანას ეკონომიკის მიმართულებით, შევაფასოთ მისი მდგომარეობა. ჩვენთვის როგორც ბიზნესისთვის საინვესტიციო ინვესტორებთან მიმართებაში რა თქმა უნდა პირველი პარამეტრი არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები“, - აღნიშნა კვერღელიძემ.

ბიზნესმენის თქმით, მნიშვნელოვანია თუ რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში უწევს ქვეყანას თანაარსებობა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობისას ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყნის გარეთ თუ რა ინფორმაციები ვრცელდება.

„ერთ-ერთი პროექტი რაც გაქვს თბილისში ეს არის Central Park Towers-ი, რომელშიც 12 საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი. რომელთანაც მოლაპარაკებები 2023 წელს გავხსენით და პრაქტიკულად 2024 წელი იყო ხელშეკრულებების გაფორმების წელი და წლის დასაწყისში ჩვენ შევნიშნეთ გარკვეული კითხვის ნიშნები ბრენდებთან ურთიერთობაში, რის გამოც ჩვენ იძულებულები ვიყავით გაგვევლო თითოეული მათგანი. თითოეულ მათგანთან რამდენიმე საათიანი საუბარი მოგვიწია და საბოლოოდ 2024 წელს ხელშეკრულებებს მოვაწერეთ ხელი“, - აღნიშნა კვერღელიძემ.

მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში სხვადასხვა ბრენდების თუ კომპანიების წარმომადგენლები ქვეყანაშიც იყვნენ ჩამოსულები და „ორბი ჯგუფმა“ მათ ადგილზე გააცნო არსებული ვითარება.

„2026 წლის პირველ კვარტალში Central Park Towers-ი გაიხსნება, ის პასუხობს იმ მიზანს, რაც მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტების ჩამოყვანას ითვალისწინებს. როდესაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის პარამეტრებით მოწინავეა ევროპაში. მაშინ როდესაც ქვეყანას აქვს მშპ-ს ზრდის თვალსაზრისით მოწინავე პოზიცია, მაშინ როდესაც ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით მსოფლიოს ტოპ-7 ქვეყანას შორის შედის საქართველო, მაშინ როდესაც ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად იზრდება, როდესაც ქვეყნის ირგვლივ არ არსებობს ქვეყანა, სადაც კონფლიქტური სიტუაცია არ არის, ამ პირობებში საქართველომ შეძლო სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება და გამოწვევებთან გამკლავება.

დღეს ამ ყველაფრის პასუხი არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი და კიდევ ბევრი სხვა პარამეტრი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მთავარი რაც ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი ეს არის სტაბილური გარემო. თუ სტაბილური გარემო არ არის რაც არ უნდა კარგი იდეა გქონდეს, რაც არ უნდა კარგი ჯგუფი გყავდეს, ყველაფერი კრახისთვის არის განკუთვნილი. დღეისათვის, როდესაც საინვესტიციო გარემოს ვაფასებთ პირველი არის სტაბილური გარემო. ჩვენ დეველოპმენტში ვართ, უძრავი ქონების სექტორის არის ჩვენი დარგი, რომელიც ავტომატურად მიბმულია ტურიზმზე. მინდა გითხრათ იმ მიღწევებზე, რაც კომპანიამ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში შეძლო და ეს შეძლო სწორედ იმ საგადასახადო პოლიტიკის შედეგად,, რომელიც ტურისტული მიმართულებით არსებობს ქვეყანაში. ტურიზმის განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ეკონომიკური განვითარების. ტურიზმის განვითარება და ტურიზმი არის მნიშვნელოვანი მიმართულება ეკონომიკის. ვიდრე ჩვენ სტუმარს დავპატიჟებთ განთავსების საშუალება ხომ უნდა დავახვედროთ? იმდენად სწრაფია ტურიზმის ზრდა, რომ შესატყვისი ინფრასტრუქტურის ზრდა ანალოგიური პროპორციით ვერ ხერხდება. თუ ტურიზმი იზრდება 20%-ით, სასტუმრო ინდუსტრია 20%-ით ვერ იზრდება. ბუნებრივია ტექნიკურადაც ვერ გაიზრდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა საერთაშორისო ინსტიტუტები დეველოპმენტს ჯერჯერობით მაინც სკეპტიკურად და მოკრძალებულად უყურებენ. რაც გვიბიძგებს ჩვენ როგორც კომპანიას გვეფიქრა არა მსხვილი ინვესტორების მოზიდვაზე, არამედ დაგვეყო და დაგვეშალა. ამ შემთხვევაში ჩვენ შევხედეთ, რომ საინვესტიციო მოცულობა დაგვეყვანა 30 ათას დოლარამდე. ბათუმის მაგალითზე, ჩვენ ბათუმში შევქმენით 16 ათასი სასტუმრო ნომერი, რაც არის 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე ეს ბათუმში შექმნილა“, - აღნიშნა კვერღელიძემ​​.

„ორბი ჯგუფის“ დამფუძნებლის თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში შემოდის ისეთი ძლიერი ჯგუფი, როგორიც არის EMAAR ჯგუფი, სხვა პოტენციურ ინვესტორებს უკვე კითხვის ნიშნები აღარ უნდა ჰქონდეთ.

„მე ძალიან მახარებს EMAAR-ის შემოსვლა საქართველოში, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა უცხოელების დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. იმიტომ, რომ თუ შენ EMAAR-ი გენდობა, რომელიც ამხელა კაპიტალის მქონე კომპანიაა, მაშინ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ჯერ არ მაქვს თქმის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდი შემოდის, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის იმიჯს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება Rolex-ი“, - აღნიშნა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კვერღელიძემ.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს მხარდაჭერით, პირველად ბათუმში „სილქ ჰოსფითალითის“ და პადელ პორტ ბათუმის ორგანიზებით პადელის ტურნირი გაიმართა

10.06.2025.11:56

სილქ ჰოსფითალითის“, „პადელ პორტ ბათუმისდასაქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციისორგანიზებით, ქალაქ ბათუმში პადელის ტურნირი გაიმართა - პროექტის მხარდამჭერია სოლო

პადელის ტურნირში მონაწილეობა 80-მა მონაწილემ მიიღო. ასევე, გამოყოფილი იყო საპრიზო ფონდი და სხვადასხვა საჩუქარი, რომელიც მონაწილეებს გადაეცათ. ქალაქ ბათუმში პადელის კორტები სულ ცოტა ხნის წინსილქ დეველოპმენტისმიერ აშენდა და SOLO-ს მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა, მთელი სეზონის განმავლობაში 20%-იანი ქეშბექით ისარგებლონ.

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ბათუმის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის გარდა საზღვაო აქტივობისა, სხვა სპორტული აქტივობა შეგვეთავაზებინა. წელს  ბათუმში პირველი პადელის პორტი გავხსენით და პირველად ჩავატარეთ პადელის ტურნირი ჩვენი, სილქ ჰოსფითალითის და საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით,“ - აღნიშნავს ლევან დგებუაძე, ბათუმის პადელ პორტის დამფუძნებელი

„SOLO-ს გუნდისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც მათ ცხოვრებას სიახლესა და ენერგიას შემატებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბათუმში გამართული პადელის ტურნირის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც სპორტი, დასვენება და გამორჩეული ემოციები ერთიანდება და ქმნის დაუვიწყარ მოგონებებს“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.

ამასთან აღსანიშნავია, რომ  SOLO-მ და სილქ ჰოსფითალითიმ წელს რამდენიმე  სპორტული ღონისძიება შესთავაზა დამსვენებლებს, მათ შორის იყო წინანდლის ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ სხვადასხვა საინტერესო სპორტული ღონისძიების განხორციელება სხვადასხვა რეგიონში კვლავ იგეგმება

პადელის ტურნირის სპონსორი იყო სილქ დეველოპმენტი და სილქ რივორდსი, წყალი ბაკურიანი, Xtreme, სელფორდი, რესტარტი და Vacanza Batumi.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა