ძალიან კმაყოფილები ვართ, დიდი ნაბიჯები გადაიდგა ჩინურ ბაზარზე შესასვლელად - „თაკარა ვაინსი“
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორიც ჩინეთის იმპორტის გამოფენაა - ორი საკმაოდ მსხვილი კომპანია დაინტერესდა და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ჩინურ ბაზარზე შესასვლელად. ეს ბაზარი საინტერესოა, რადგან ჩინელი მომხმარებლები კარგად არჩევენ მაღალი ხარისხის ღვინოებს“ - ამის შესახებ „თაკარა ვაინსის“ წარმომადგენელმა, თამარ შაფათავამ განაცხადა. კომპანია შანხაიში მიმდინარე China International Import Expo (CIIE)-ში მონაწილეობს.
5-10 ნოემბერს შანხაი საერთაშორისო იმპორტის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას - China International Import Expo (CIIE)-ს მასპინძლობს, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.
40-მდე ქართული კომპანია სტუმრებს სხვადასხვა ქართულ პროდუქტს სთავაზობს. გამოფენა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ კონტაქტები დისტრიბუტორებთან, რესტორნებთან, საცალო ქსელებთან და ონლაინ პლატფორმებთან.
China International Import Expo-ზე, წელს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
სხვა სიახლეები
ახალი ბრენდები და ინოვაციური მაღაზიის კონცეფციები - ისთ ფოინთი მომხმარებელს განახლებულ შოპინგ-გამოცდილებას სთავაზობს
11.12.2025.16:00
წელს ისთ ფოინთი ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება.
12 დეკემბერს, 10:00 საათიდან ისთ ფოინთი სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს, რითიც მათი შოპინგ-გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ ახალი ბრენდები და სრულიად ახალი მაღაზიის კონცეფციები.
განახლებული სივრცის გახსნას თან ახლავს საახალწლო სეზონის დასაწყისიც.
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ისთ ფოინთი ტრადიციულად საახალწლო დღეების ათვლას ნაძვის ხის ანთებით იწყებს. წელს კი სტუმრებს სრულად განახლებული, თანამედროვე დეკორაციებით მორთული გარემო და ჯადოსნური ნაძვის ხე დახვდებათ.
საზეიმო ღონისძიება 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარ მოედანზე გაიმართება, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ:
ასევე ბევრი სიურპრიზი, რაც სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს და ღონისძიებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
გვესტუმრეთ ისთ ფოინთში და გახდით ამ ჯადოსნური დღის ნაწილი.
