დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
თიბისის მხარდაჭერით დიზაინის ინსტიტუტი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტებს ინტენსიურ გრძელვადიან პროგრამებს სთავაზობს: დიზაინის საფუძვლებისა და შემოქმედებითი და ვიზუალური ფიქრის მიმართულებით.
პროგრამები ეხმარება სტუდენტებს პროფესიული ინტერესების პოვნაში, აკადემიური საფუძვლის შექმნაში და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში.
შემოდგომის სემესტრში ინსტიტუტი საფუძვლების პროგრამის მეოთხე ნაკადს მიიღებს და ამჯერად, დიზაინის საფუძვლების გარდა, სტუდენტებს შემოქმედებითი და ვიზუალური ფიქრის გრძელვადიან პროგრამასაც შესთავაზებს. სტუდენტებს შეეძლებათ აირჩიონ ის მიმართულება, რომელიც მათ პროფესიულ და აკადემიურ ინტერესებს მეტად ერგება.
თითოეული პროგრამა აერთიანებს 30-ზე მეტ ლექტორს და დიზაინის, შემოქმედებითი და ბიზნეს სფეროს პროფესიონალს. ინტენსიური, 200 საათიანი კურსის განმავლობაში სტუდენტებს შეეძლებათ სრულყოფილად გაიცნონ დიზაინის სფეროში და შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებული პროფესიები და დისციპლინების საფუძველი, იმუშავონ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ნამდვილ პროექტებზე, გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესის და სოციალური სექტორის წარმომადგენლებისგან.
პარტნიორების მხარდაჭერით, ინსტიტუტმა წელსაც გასცა გრძელვადიან პროგრამებზე რამდენიმე სრული(100%) სტიპენდია.
თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებას და მათ წინსვლას უფრო მეტად მიეხმარება. ბრენდის მიზანია წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან.
სხვა სიახლეები
03.10.2025.14:00
Kass Land • კასს ლენდი უკვე იქცა ოთხივე სეზონის განუმეორებელ დასასვენებელ სივრცედ. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანიაში Kass Group აღნიშნავენ, Kass Land სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს ისე, რომ ადგილი წლის ნებისმიერ დროს საინტერესო და მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება.
„Kass Land უკვე მასპინძლობს სტუმრებს ოთხივე სეზონზე. Kass Land სთავაზობს ვიზიტორებს განთავსებას, საკონფერენციო მომსახურებას, სპა და აუზს, უგემრიელეს სამზარეულოს, შთამბეჭდავ ბუნებას, რაც ყველა სეზონზე ასეთი მიმზიდველი და სასურველია,“ - განმარტავენ კომპანიაში.
Kass Land-ის დაცულმა ტერიტორიამ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 20%-ით მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. Kass Group-ში აცხადებენ, რომ ზაფხული დატვირთული იყო ვიზიტორებით როგორც დაცული ტერიტორიის, ასევე განთავსების მიმართულებით.
მიმდინარე წელს ლოკაციაზე ოფიციალურად გაიხსნა Kass Land Diamond Resort-ი, სადაც სტუმრების დიდი ნაწილი განთავსების ობიექტს ისრაელიდან სტუმრობდა.
„სტუმრების ძირითადი რაოდენობა იყო ისრაელიდან - განთავსების მიმართულებით. ადგილობრივებისა და უცხოელების გადანაწილება იყო 75% / 25%. ლიდერობდნენ: ისრაელი, ჩინეთი, პოლონეთი, რუსეთი,“ - განმარტავენ კომპანიაში.
ზაფხულის შემდეგ, შემოდგომაზე ჯავშნების რაოდენობამ იკლო, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ზამთრის სეზონზე ჯგუფების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, სასტუმროში დომინირებს ინდივიდუალური ჯავშნები.
Kass Group ინფრასტრუქტურის განახლებასა და ახლის დამატებას მუდმივ რეჟიმში ახორციელებს და, როგორც კომპანიაში განმარტავენ, მომდევნო წლებში აქ იგეგმება ატრაქციონების და განთავსების საშუალებების მოწყობა.
„Kass Land მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს განახლებულ სერვისებს. სამომავლოდ იგეგმება დამატებითი ატრაქციონების მოწყობა პარკში და განთავსების საშუალებების,“ - აცხადებენ Kass Group-ში.