მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.8
-0.0395
flag
AZN 1.6014
-0.0083
flag
CNY 39.518
-0.0185
flag
EUR 3.1336
-0.0046
flag
GBP 3.6286
-0.0014
flag
KZT 56.66
0.0027
flag
TRY 0.0616
-0.0003
flag
USD 2.7223
-0.0142

დიდი რაოდენობით თოვლი და გაზრდილი დატვირთულობა - როგორ აფასებს Best Western Gudauri-ს მფლობელი ზამთრის ტურისტულ სეზონს

news image

ძალიან ჭარბი რაოდენობით თოვლი გვაქვს, რაც ბოლო 4–5 წლის განმავლობაში ამ სეზონზე გუდაურში არ გვქონია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Best Western Gudauri-ს მფლობელმა, გიორგი კვიწინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სასტუმროს მაგალითზე მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონზე დატვირთულობა 20%-მდე გაიზარდა.

„დატვირთულობის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15-20%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად საერთაშორისო ტურისტების ხარჯზე ხდება.

ჩვენი სტუმრების 30%-ი ადგილობრივია, ხოლო 70%-მდე - უცხოელები. გამოკვეთილად ტოპ-3 მიმართულებას ვერ დავასახელებთ, რადგან საკმაოდ აქტიურობენ გალფის ქვეყნები, ინდოეთი, ისრაელი, რუსეთი, სომხეთი, ჰონგ კონგი, ტაილანდი და ფილიპინები. ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნიდან არის ყველაზე მეტი სტუმარი“, – აღნიშნავს Best Western Gudauri-ს მფლობელი.

მისივე განმარტებით, არსებული გაყიდვების და ჯავშნების მიხედვით, სეზონზე სასტუმრო დაახლოებით 80%-ით არის დატვირთული.

„ზოგადად, წინასწარი ჯავშნები პანდემიის შემდეგ აღარ არსებობს. ჩვენთან ძალიან მოკლე ჯავშნის ფანჯარაა, რადგან გლობალური დათბობის გამო მსოფლიოს ყველა კურორტზე თოვლის ნაკლებობაა, ხოლო ჩვენთან გათოვლიანების სისტემა სრულყოფილი არ გვაქვს. ყველა სტუმარი ელოდება თოვლის მოსვლას და ამინდის პროგნოზებს აკვირდებიან. როგორც კი ხედავენ, რომ თოვლია მოსალოდნელი ან უკვე წამოვიდა, ჯავშნები უფრო აქტიურდება.

საერთოდ, თებერვალი ყოველთვის აქტიური თვე იყო ჩვენს სასტუმროში, მაგრამ ასეთი იანვარი არ გვქონია - უკეთესი ვითარებაა. ჩემი მახსოვრობა არ მოჰყავს, რომ სეზონი მარტის ბოლოზე ადრე დახურულიყო - აპრილისკენაც კი გაგრძელდებოდა ხოლმე. ჩვენთვის ძირითადი პრობლემა თოვლის კუთხით დეკემბერი–იანვრის პერიოდია, თებერვალში თოვლი მოდიოდა. თუმცა თუ თებერვალში თოვლი მოვიდა და მერე დაიწყეს ჯავშნების კეთება, რეალურად სამუშაოდ მხოლოდ 1,5 თვე გვრჩებოდა. მიუხედავად ამისა, მარტისთვის საკმაოდ დიდი იყო თოვლის საფარი, თუმცა აპრილი ნაკლებად დატვირთული იყო“, - აცხადებს გიორგი კვიწინაშვილი.

აღსანიშნავია, რომ Best Western Gudauri მუშაობს წლის ოთხივე სეზონზე, თუმცა ზაფხულის პერიოდში სასტუმროს ფასები განახევრებულია.

„სასტუმროების კუთხით გუდაურსა და ბაკურიანს შორის დიდი სხვაობაა. ბაკურიანში ბევრად მეტი სასტუმროა, ვიდრე გუდაურში. ზაფხულის სეზონზე გუდაურში პრაქტიკულად მხოლოდ 7–8 სასტუმრო მუშაობს, რადგან განთავსების ძირითადი ადგილები აპარტამენტებია. გუდაურის საწოლის რესურსის დაახლოებით 80–85% აპარტამენტებზე მოდის. სასტუმროების მიმართულება ზაფხულის სეზონზე უკვე 65%-ით არის დატვირთული.

ფასი პრაქტიკულად განახევრებულია. 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები 55–65 დოლარის ბიუჯეტში ტრიალებენ, ხოლო 5 ვარსკვლავიანები - დაახლოებით იგივე, თუმცა მაღალბიუჯეტურ ჯგუფებსაც მოემსახურებიან. ზაფხულის, გაზაფხულის და შემოდგომის სეზონები უფრო ჯგუფური ჯავშნების და ტურების პერიოდია. ჯგუფური ნიშნავს, რომ ტურისტული სააგენტოები, რომლებსაც ჰყავთ კლიენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, შეკრავენ ჯგუფებს და აგზავნიან საქართველოში. ეს ჯგუფები მხოლოდ გუდაურში არ მოდიან, მათ საქართველოს ტური აქვთ“, - განმარტავს გიორგი კვიწინაშვილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

17.03.2026.18:54

ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.

SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა