მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

დღეს საფუძველს ვუყრით „ორბი ჯგუფის“ ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის - ORBI Continental-ის პროექტს, რომელიც იქნება ბათუმის სავიზიტო ბარათი - ირაკლი კვერღელიძე

news image

ბათუმში ორბი ჯგუფი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. საუბარია კომპანიის ახალი, მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის - ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყებაზე.

კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი კვერღელიძის თქმით, ახალი პროექტი იქნება ბათუმის სავიზიტო ბარათი. 

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღე თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩვენთვის, თითოეული ბათუმელისთვის, რადგან ჩვენ დღეს საფუძველს ვუყრით პროექტს, ვიწყებთ მშენებლობას, რომელიც დარწმუნებული ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქნება სავიზიტო ბარათი ჩვენი ულამაზესი ქალაქის, ჩვენი ულამაზესი რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს ადგილი თოთოეული ბათუმელისთვის და ჩამომსვლელი სტუმრებისთვის იქნება სასურველი და საყვარელი ადგილი“, - აღნიშნა კვერღელიძემ.

პროექტი ორი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს და მასში 300 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

როგორც პროექტის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს პროექტი ადასტურებს კერძო სექტორის ნდობას სახელმწიფო მიმართ, ეკონომიკის განვითარების, ბათუმის განვითარების მიმართ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა.

„ასევე მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება, როგორც ჩვენ გვითხრეს, 1 500 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ პროექტში უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე და როდესაც უკვე დაიწყებს ეს პროექტი ფუნქციონირებას, ამის შემდეგ 2 000 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ნამდვილად თანამედროვე სტანდარტების პროექტი, რაც ძალიან მისასალმებელია. ეს იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელიც გაამდიდრებს ბათუმის იერსახეს და ხელს შეუწყობს ბათუმის განვითარებას.

ტურიზმისა და მშენებლობის სექტორი არის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მომავალშიც ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ამ ორი სექტორის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ასეთ შთამბეჭდავ კერძო ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სექტორების განვითარებას და ზოგადად ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. მადლობას გადავუხდი კომპანიას „ორბი კონტინენტალს“, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი პროექტებით და ამ კომპანიას უკვე ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი კომპანიის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც მათი წვლილი იქნება ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შთამბეჭდავი პროექტისთვის საფუძვლის ჩაყრას და გისურვებთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას და დასრულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვიწყებთ ცქრიალა ღვინის წარმოებას - Bekauri Family Vineyards

17.09.2025.16:00

Bekauri Family Vineyards  ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. კომპანია საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ბექაურმა განუცხადა.

„ვამზადებთ ღვინოს ექსპორტისთვის რუსეთსა და ბრაზილიაში. მარტში დუსელდორფში გავიცანით ბრაზილიელი იმპორტიორი, ხოლო 27 სექტემბერს სან-პაულოში გამოფენაზე მივემგზავრებით, სადაც ჩატარდება დეგუსტაციები, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. წელს, ბრაზილიაში გარკვეული რაოდენობის ღვინის გაგზავნას ვგეგმავთ. რუსეთთან უკვე შეთანხმებულები ვართ და ამჟამად საბუთებს ველოდებით “, - აცხადებს ანზორ ბექაური.

კომპანია ასორტმინეტს აფართოებს და ცქრიალა ღვინის წარმოებას იწყებს.

„უკვე დავიწყეთ მოსავლის აღება. წელს ვაპირებთ ცქრიალა ღვინოების წარმოებას. შამპანიურის ტიპის ღვინო აქამდე არ გვქონია, პირველად უნდა ვაწარმოოთ. მის ჩამოსხმას ვგეგმავთ ქისისა და საფერავისგან. ეს იქნება როზე და ასევე თეთრი “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, საწარმო ახმეტაში, ზემო ხოდაშენში მდებარეობს. კომპანია ამჟამად, 30-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა