დღეს ჩვენ აღვნიშნავთ „ბორჯომის" მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას - ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა - ამ პროექტისთვის გაღებული 120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა - ირაკლი კობახიძე
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ „ბორჯომის" მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას, სულ რაღაც ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოების შედეგად, აქ, ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბორჯომის ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი - მილიარდს მიაღწევს.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ „ბორჯომის" მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას. სულ რაღაც ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოების შედეგად, აქ, ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა. მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი - მილიარდს მიაღწევს.
ამ პროექტისთვის გაღებული 120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ბორჯომი" საქართველოს სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში.
„ბორჯომი" არა მხოლოდ ისტორიულად პირველი, დარგის ლიდერი მინერალური წყლის კომპანიაა საქართველოში, იგი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში. აქ, ამ საწარმოში, „ბორჯომის" 135-წლიანი ისტორია ხვდება მომავლის ტექნოლოგიებს და წარმოების თანამედროვე ევროპულ კულტურას; ქარხანა აგებულია ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო წარმოების თითოეული ეტაპი უმაღლეს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება. ეს არის ხიდი ჩვენს უნიკალურ მემკვიდრეობასა და პასუხისმგებლიან, მდგრად მომავალს შორის.
მისასალმებელია, რომ კომპანია მიღწეულზე არ ჩერდება და მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს, როგორიცაა „ბორჯომის" ლიმონათი თუ წყლის ახალი ხაზები. ეს, ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ხელს უწყობს კომპანიის ამბიციური სტრატეგიული ხედვის განხორციელებას - დაიმკვიდროს თავი ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეც.
ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია პროექტის სოციალური ეფექტი. 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.09.2025.20:45
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა. რობოტები, ტიჯი 1 და ტიჯი 2, TAV Georgia-ს თანამშრომლები არიან და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგებიან.
„რაც შეეხება სერვისებს - ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. დღეს უკვე გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი - რობოტი ტიჯი 1, ასევე გვყავს რობოტი ტიჯი 2, რომლებიც 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოემსახურებიან. გარდა ამისა, ჩვენ ზამთრის სეზონს იმ პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ, რომლებსაც ყოველწლიურად ამ ორ აეროპორტში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ TAV Georgia-ს საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
სწორედ ამ ღონისძიებაზე წარადგინა TAV Georgia-მ რობოტი ტიჯი 1, რომელიც სტუმრებს სცენიდან მიესალმა და კომპანიის მიზნებსა და გეგმებზე სასაუბროდ „საკუთარი მენეჯერი“, თეა ზაქარაძე იხმო.