დეველოპერული კომპანია „ზიგმა“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
დეველოპერული კომპანია ზიგმა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ,ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევში, #2-ში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
პროექტის ჯამური ღირებულება 35 მლნ. აშშ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 20.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი 65,000 კვ.მ ფართობზე შენდება. კომპლექსი ჯამში 220 ბინას, კომერციულ ფართებს, სამუშაო სივრცეებს, საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზს, სქვოშის კორტს, საპარკინგე და სხვა სივრცეებს აერთიანებს. მშენებლობა 2024 დაიწყო და 2027 წელს დასრულდება.
„ჩვენი მთავარი მიზანი მაცხოვრებლებისთვის, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დაცვით, მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. პროექტი მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის ბინებთან, ერთად პანორამულ ხედებს და რეკრეაციულ სივრცეებს სთავაზობს, რაც მაქსიმალურ კომფორტს და თანამედროვე ცხოვრების სტილს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მშენებლობისას გამოიყენება ენერგოეფექტური მასალები, რაც მაქსიმალურ თბოიზოლაციასა და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს. ჩვენ გვაქვს მკაფიო და ამბიციური გეგმა - შევქმნათ პრემიუმ კლასის ახალი სივრცეები თბილისის სხვადასხვა უბანში. საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ჩვენთვის ეს პარტნიორობა არის სანდოობის გარანტია, რაც პროექტის უმაღლეს ხარისხსა და დროულად დასრულებას უზრუნველყოფს. სამომავლოდ, მომხმარებლებს კიდევ არაერთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტს შევთავაზებთ“, - განაცხადა „ზიგმა საბურთალოს“ დირექტორმა, ზვიად ჩოხელმა
ინფორმაციისთვის, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საახალწლო შეთავაზებით და „ზიგმა საბურთალოს“ პრემიუმ კომპლექსში 50,000 ლარამდე ფასდაკლება მიიღონ.
სხვა სიახლეები
ინვესტორების ფოკუსი რეგიონებზე გადადის - GNSS Consulting-ის ხედვა ჰოსპიტალითის ბაზარზე და Best Western Tbilisi City Center-ის ოპერირებაზე
24.12.2025.16:00
საოპერაციო ეფექტიანობის ზრდა, შემოსავლების მკვეთრი გაუმჯობესება და კორპორატიული სეგმენტის გაძლიერება - 2025 წელი სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ისთვის სტრატეგიული შედეგების მომტანი გახდა. როგორ აისახა ბაზრის დინამიკა სასტუმროს ფინანსურ მაჩვენებლებზე, რა შესაძლებლობებს ხედავს სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ის მმართველი კომპანია GNSS Consulting-ი 2026 წლისთვის და რატომ გადადის ინვესტორთა ფოკუსი რეგიონულ პროექტებზე, დეტალებზე Business Insider Georgia GNSS Consulting-ის მმართველ პარტნიორს გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.
- როგორ შეაფასებდით 2025 წელს Best Western Tbilisi City Center-ის მუშაობასა და ბიზნეს შედეგებს? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები და გამოწვევები ამ პერიოდში?
- 2025 წელი საოპერაციო თვალსაზრისით საკმაოდ დინამიური და, ვიტყოდი, სტრატეგიული ლავირების წელი იყო. ჩვენ მოგვიწია ბაზრის ცვალებად მოთხოვნებსა და სეგმენტებს შორის ბალანსის დაცვა, რამაც საბოლოო ჯამში წარმატებული შედეგი მოგვცა.
წელს 80%-იანი დატვირთულობის (Occupancy) ნიშნულით ვხურავთ, რაც გასულ წელთან შედარებით სოლიდური, 20%-იანი ზრდაა. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინანსური მაჩვენებლები: RevPAR (შემოსავალი ერთ ხელმისაწვდომ ნომერზე) დაახლოებით 30%-ით გავზარდეთ, რაც პირდაპირ მიუთითებს გაყიდვების სტრატეგიის ეფექტიანობაზე. ეს ციფრები მაძლევს საფუძველს, რომ 2025 წელი ცალსახად დადებითად და წარმატებულად შევაფასო.
- როგორ აისახა სტუმართა აქტივობა და მოთხოვნა 2025 წელს ოპერაციების ეფექტიანობაზე?
- როგორც აღვნიშნე, წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მოთხოვნა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ საახალწლო პერიოდი პრაქტიკულად ნოემბერშივე სრულად გვქონდა გაყიდული.
რაც შეეხება სეზონურობას, თებერვალი ტრადიციულად შედარებით პასიურია, თუმცა წელს გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია — გააქტიურდა ე.წ. Last Minute (ბოლო წუთის) ჯავშნები. ეს დინამიკა გვაძლევს იმედს, რომ მიუხედავად „დაბალი სეზონისა“, პროცესი სტაბილურად წარიმართება და ჩავარდნები არ გვექნება.
- რა სტრატეგიულ მიზნებს ისახავს სასტუმრო 2026 წლისთვის, განსაკუთრებით ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით? რა აქტივობები გასწიეთ 2025 წელს იმისთვის, რომ 2026 წელი უკეთესი იყოს ვიდრე 2025 წელი იყო?
- 2025 წელს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა კორპორატიული სეგმენტის 70%-იანი ზრდა იყო. ეს შედეგი განაპირობა ჩვენმა მიდგომამ — მაქსიმალურად მოვერგოთ პარტნიორების ინდივიდუალურ საჭიროებებს და შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობები.
რაც შეეხება გამოწვევებს, MICE (ღონისძიებები და კონფერენციები) მიმართულებით კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ბაზარი უფრო დაძაბული გახადა. შესაბამისად, 2026 წლის სტრატეგიული მიზანი სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებაა. ვგეგმავთ უფრო აგრესიულ და აქტიურ თანამშრომლობას კომპანიებთან, რათა საკონფერენციო დატვირთულობა დავაბრუნოთ და გავზარდოთ სასურველ ნიშნულამდე.
- როგორ ხედავთ სასტუმროს პოზიციას ბაზარზე 2026 წლის ბოლოს და როგორ აპირებთ კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებას?
- 2026 წლისთვის ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია ჩვენს სეგმენტში, არამედ გავხდეთ "Top of Mind" (პირველი არჩევანი) ჩვენი კორპორატიული პარტნიორებისთვის.
კონკურენტულ უპირატესობას შევინარჩუნებთ ორი ძირითადი მიმართულებით: პირველი ეს არის ხარისხის სტაბილურობა — Best Western-ის საერთაშორისო სტანდარტების განუხრელი დაცვა, რაც სტუმარს სანდოობის განცდას უჩენს. და მეორე, ადამიანური კაპიტალი — ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ნომრებს, ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს. სწორედ პერსონალიზებული სერვისი და გუნდის პროფესიონალიზმი იქნება ჩვენი მთავარი იარაღი მზარდი კონკურენციის პირობებში.
- რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი სტუმართმოყვარეობის, ოპერაციების და მარკეტინგის მიმართულებით მომდევნო წლისთვის?
- ჩვენი პრიორიტეტები 2026 წლისთვის სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება:
- ასევე საინტერესოა, აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებებს GNSS Consulting- სხვა სასტუმროების მართვაზე და ამ დროისათვის GNSS Consulting-ის პორტფელი რამდენ ობიექტს აერთიანებს?
- GNSS Consulting-ი აქტიური განვითარების ფაზაშია. ამ ეტაპზე ჩვენი პორტფელი 8 სასტუმროს აერთიანებს. აქედან 4 პროექტი საკონსულტაციო მიმართულებით, 1 მენეჯმენტი და 3 პროექტი მიმდინარე მშენებლობის პროცესშია.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო მასშტაბური პროექტი — 110-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც Hilton-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნება. ვგეგმავთ, რომ ეს ობიექტი ოპერირებას 2027 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს, რაც ჩვენი კომპანიისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს.
- როგორ აფასებთ ზოგადად უძრავი ქონების სექტორს ჰოსპიტალითის მიმართულებით, ინვესტორების მხრიდან როგორი მოთხოვნაა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს?
- ინვესტორების მხრიდან ინტერესი კვლავ მაღალია, თუმცა ბაზრის სტრუქტურა იცვლება. თბილისი სასტუმროების კუთხით უკვე გარკვეულწილად გაჯერებულია.
როდესაც ინვესტორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ჩვენი სტრატეგიული რჩევაა ფოკუსირება რეგიონულ განვითარებაზე. საქართველოს რეგიონებში ტურისტული პოტენციალი და მოთხოვნა მზარდია, ხოლო მიწოდება ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. შესაბამისად, რეგიონული პროექტები ინვესტორებს ინვესტიციის უკუგების (ROI) ბევრად უფრო სწრაფ და მაღალ მაჩვენებელს სთავაზობს, ვიდრე დედაქალაქი დღეს.