დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ მიმდინარე წლის ბოლომდე 2 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ მიმდინარე წლის ბოლომდე 2 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა, ორივე პროექტი თბილისში, ყველაზე მოთხოვნად უბნებში განხორციელდება.
„ჩვენი არსებული პროექტების რაოდენობა არის 8. ამ რვა პროექტიდან ერთი არის დასრულებული და ჩვენთვის საამაყო დათქმულ ვადებში დასრულებული - ეს არის „მეტროპოლ ბაგები“. თბილისში მიმდინარე 4 პროექტი გვაქვს, ბათუმში გვაქვს მიმდინარე 3 პროექტი. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ წელს კიდევ 2 ახალი პროექტი შეემატოს ჩვენს პორტფელს. ეს არის ჩვენი მიზანი და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად განვახორციელოთ. აღნიშნულ პროექტებზე ამ ეტაპზე რაც შემიძლია გაგიზიაროთ არის ის, რომ ლოკაცია შერჩეულია ქალაქის ყველაზე მოთხოვნად უბნებში. თვითონ პროექტი იქნება პრემიული, მასშტაბური და თანამედროვე არქიტექტურით“, - აცხადებს მამუკა იმედაშვილი.
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. „მეტროპოლი გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს – უკეთესი ცხოვრებისთვის.
თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ბაგები“, ამჟამად პროექტების - „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთან ერთად, „მეტროპოლის“ სუბურბანული პროექტების – მეტროპოლ ლისისა და შინდისის მშენებლობა დაიწყო. ბათუმში, აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები – „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.07.2025.20:00
მინდა აღვნიშნო, რომ „მეტროპოლ ლისის“ დაწყება პირდაპირ ეხმიანება ჩვენი კამპანიის სტრატეგიას და დაპირებას, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „მეტროპოლის“ სურვილია, რომ საკუთარ მომხმარებლებს ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება შესთავაზოს.
„ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მიზანია და ჩვენი სურვილია, რომ ვიყოთ დეველოპერული კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის უძრავ ქონებას. ანუ უფრო გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს, რომ უძრავი ქონება შეიძინოს იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, თუ საინვესტიციო აპარტამენტი, თუ სახლის ზღვის პირას და ახლა უკვე სუბურბანული პროექტი, რა თქმა უნდა კომერციული და საოფისე ფართები - შეუძლიათ მიმართონ „მეტროპოლის“ გაყიდვების ოფისებს, რომელიც გვაქვს საბურთალოზე და ორთაჭალაში და მიიღონ დეტალური ინფორმაცია მისთვის საინტერესო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
ვიდრე „მეტროპოლ ლისის“ დეტალებზე გესაუბრებით ძალიან მოკლედ მინდა გაგიზიაროთ თვითონ როგორ მოხდა ამ ლოკაციის შერჩევა. ის, რომ „მეტროპოლს“ ჰქონოდა სუბურბანული პროექტი ეს თავშივე გვქონდა მიზნად. თუმცა, როდესაც მოვხვდით ჩვენ ამ ლოკაციაზე, პირველივე ასვლის დროს ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ლოკაციაზე „მეტროპოლს“ უნდა განეხორციელებინა პროექტი. 3 ძირითადი რამ იყო რამაც მოგვხიბლა. პირველი იყო ის, რომ ამ ლოკაციაზე ქალაქის ცენტრიდან 10 წუთში აღმოვჩნდით, რაც ძალიან მიმზიდველი და მომხიბლავი იყო. მეორე - ეკოლოგიურად სუფთა გარემო. და მესამე იყო ძალიან მაგარი, ლამაზი და სასწაული ხედები თბილისზე და ლისის ტბაზე. თან შებინდებული იყო, ქალაქი, რომ ნათდება ამ დროს და სასწაულებრივად მოვიხიბლეთ და ჩავიფიქრეთ, რომ განგვეხორციელებინა ეს პროექტი და პრინციპში რამდენიმე თვეში ეს პროექტი რეალობადაც ვაქციეთ. რაც შეეხება კონკრეტულად პროექტს, პროექტი განთავსებულია 7 ჰა ტერიტორიაზე, სადაც 70 მიწამდე იქნება განთავსებული. აქ აუცილებლად იქნება რეკრეაციული სივრცეები, პადელის, ფეხბურთის, კალათბურთის მოედნები. აუცილებლად იქნება გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის და არამხოლოდ ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვისაც იქნება სოციალიზაციის სივრცეები, კერძოდ ღია კინოთეატრი“, - აცხადებს მამუკა იმედაშვილი.
მისივე თქმით, „მეტროპოლ ლისი“ იქნება ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თან იცხოვრონ და თან დაისვენონ.
„ჩვენი ჩანაფიქრი ამ პროექტით რაც გვინდა, რომ მომავალ მობინადრეებს გადავცეთ არის ის, რომ „მეტროპოლ ლისი“ იქნება ადგილი, სადაც ადამიანს შეეძლება იცხოვროს და თან დაისვენოს“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „მეტროპოლ ლისი“ ეს არის ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით. სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალი უბანი აერთიანებს დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს და მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმილ ჭკვიან დასახლებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მაცხოვრებლების საჭიროებებს.
პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 მ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფრასტრუქტურას:
• პადელის მოედანი
• ღია კინოთეატრი
• საბავშვო მოედანი
• ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები
• სავარჯიშო სივრცე
• მოსასვენებელი პავილიონი
• ველობილიკები
• დეკორაციული გამწვანება
• სასმელი წყლის შადრევნები.
„მეტროპოლ ლისი“ - იცხოვრე ჯანსაღ გარემოში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.