დესერტების თანამედროვე სივრცე თბილისში – რას სთავაზობს მომხმარებელს კაფე „ფენქეიქი“
ადგილობრივ ბაზარზე უკვე ექვსი წელია ოპერირებს კაფე "ფენქეიქი“, რომელიც მომხმარებლებს ტკბილეულისა და სწრაფი დესერტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ანა კალანდაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კაფე "ფენქეიქი“ უკვე 6 წელია ოპერირებს თბილისის ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ტკბილეულისა და სწრაფი დესერტების თანამედროვე კონცეფციას. ჩვენი ფილიალები მდებარეობს ალექსანდრე ყაზბეგის 37 და ვასილ ბარნოვის 94 ნომრებში, სადაც სტუმრებს ვუმასპინძლდებით ცხელი, არომატული და უნიკალური დესერტებით.

„ფენქეიქში“ მზადდება უგემრიელესი კრეპები, ფენქეიქები და ბელგიური ვაფლები – მრავალფეროვანი კომბინაციებით და ახალი, ხარისხიანი ინგრედიენტებით. ყველა პროდუქტი მზადდება შეკვეთის მიღებისთანავე, რათა მომხმარებელმა ყოველ ჯერზე მიიღოს მაქსიმალურად ცხელი, ახალი და გემრიელი დესერტი. ჩვენ ვემსახურებით როგორც ადგილზე მოსულ სტუმრებს, ასევე მიტანის სერვისის მომხმარებლებს, რაც მათ საშუალებას აძლევს საყვარელი დესერტები მარტივად შეუკვეთონ ონლაინ.
როგორია Pancake-ის მიმდინარე ასორტიმენტი?
კაფე Pancake-ის მენიუში წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი პროდუქციის კატეგორია:
• ფენქეიქები სხვადასხვა ტოპინგებით (შოკოლადი, ბანანი, მარწყვი, კარამელი და სხვა);
• კრეპები სხვადასხვა შიგთავსით (შოკოლადი, ბანანი, მარწყვი, ნიგოზი, ვანილის კრემი და სხვა);
• ბელგიური ვაფლები;
• მილქშეიკები და ნატურალური წვენები;
• ცხელი და ცივი სასმელები (ყავა, ცივი ყავა, გაზიანი სასმელები და სხვა).

გარდა ამისა, მრგვალ ბაღთან არსებული ფილიალში მომხმარებლებს ვთავაზობთ უგემრიელეს საუზმეს. ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია დილა დაიწყოს კრეპით – პეპერონით, ქათმითა და ტკბილ-ცხარე სოუსით, კრეპი „კარბონარათი“ და სხვა ვარიანტებით. ასევე, მენიუში წარმოდგენილია რამდენიმე სახის ინგლისური საუზმე და სენდვიჩები.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა:
• პროდუქციის სპეციალიზაცია – ფენქეიქებზე, კრეპებსა და ვაფლებზე ფოკუსირებული კონცეფცია. მენიუ შედგენილია ჩვენი შეფ-მზარეულის მიერ და თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურად არის შექმნილი;
• ხარისხიანი ინგრედიენტები და ადგილზე მომზადებული პროდუქტი. ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარიახის იტალიურ პროდუქციას, ნატურალურ რძეს, კარაქს და ა.შ.
• ხელმისაწვდომი ფასები და სწრაფი მომსახურება;
• მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება;
• მოქნილი გაყიდვის არხები (ადგილზე მომსახურება და ონლაინ შეკვეთები).
ეს ფაქტორები საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს განსხვავებული გამოცდილება შევთავაზოთ და ბაზარზე სტაბილური მოთხოვნა შევინარჩუნოთ.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს ახალი ფილიალების გახსნას, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ჩვენი პროდუქციის დაგემოვნების. მრგვალ ბაღთან მდებარე ფილიალი ორი თვის წინ გავხსენით, თუმცა ამ მოკლე დროშიც უკვე მოვიპოვეთ არაერთი მომხმარებლის სიყვარული და ნდობა.
ასევე მუდმივად ვზრუნავთ ასორტიმენტის განვითარებასა და გაფართოებაზე. ახლო მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა სახის ტკბილი ბოქსების დამატებას, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს.

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო მიზანია ბრენდის განვითარება და ცნობადობის გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვყავს ბევრი ერთგული მომხმარებელი, მათი ნდობა მოვიპოვეთ ხარისხიანი და გემრიელი პროდუქციის შექმნით. მომავალში კი ვგეგმავთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და მარკეტინგულ კამპანიებს, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია და მივაწოდოთ ინფორმაცია „ფენქეიქის“ გემრიელობების შესახებ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge