მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

დეპოზიტები „კრისტალისგან“ — მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და მოქნილი პირობებით

news image

 „კრისტალმა“ მომხმარებლებისთვის დეპოზიტების შეთავაზება დაიწყო. პროდუქტი მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ყველაზე კონკურენტული, მოქნილი პირობებითაა გამორჩეული. 

„კრისტალის“ დეპოზიტებით სარგებლობა მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, დაზოგილი თანხა შემოსავლის სტაბილურ წყაროდ აქციონ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიკრობანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში და შესაბამისად, ყველა დეპოზიტი დაზღვეულია, რაც პროდუქტის მიმართ სანდოობის ხარისხს ზრდის და მომხმარებლის დაცულობასაც უზრუნველყოფს.

კრისტალში“ დეპოზიტების გახსნა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ. რაც შეეხება კონკრეტულ პირობებს, დეპოზიტის მინიმალური თანხა 100 ერთეულია, მაქსიმალური კი — 30 000 ლარი, ან/და მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში ან/და ევროში. 

დეპოზიტის გახსნის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ მინიმუმ 3-თვიანი და მაქსიმუმ 24-თვიანი ვადით ისარგებლონ, პროცენტის დარიცხვა კი ყოველთვიურად, ვადის ბოლოს ან წინასწარი დარიცხვით არის შესაძლებელი, რაც „კრისტალის“ დეპოზიტის კიდევ ერთი უპირატესობაა. 

დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთები განსხვავებულია მაღალი სარგებლის, დარიცხვის პირობებისა და ვადიანობის მიხედვით. ამჯერად, ბაზარზე პირველი გამოჩენისას, სააქციიო პირობების მიხედვით პროდუქტი ასე გამოიყურება: ეფექტური ლარში — 14%, დოლარში — 7%, ევროში კი — 4,75 %, რაც “კრისტალში” გახსნილ დეპოზიტს მნიშვნელოვნად განასხვავებს სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან.  სააქციო პირობები 1 აგვისტომდე გაგრძელდება.  

სასურველი დეპოზიტის გახსნა „კრისტალის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

ბოლო წლების განმავლობაში  დეპოზიტებზე მოთხოვნა საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია. ამიტომ,  „კრისტალმა“ საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად მომხმარებლებს სწორედ დეპოზიტები შესთავაზა. მათი შემუშავებისას კი მაქსიმალურად გაითვალისწინა მათი ინტერესები და საჭიროებები.

აღსანიშნავია, რომ საბანკო საქმიანობის დაწყებამდეც მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ გამორჩეული საინვესტიციო პროდუქტით „მონეტა“, რომელიც მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ, ფართო შესაძლებლობებს, ხელსაყრელ პირობებსა და მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, თუმცა მისი მინიმალური ოდენობა 100 000 ლარიდან იწყება. დეპოზიტების შემთხვევაში კი ეს თანხა 100 ერთეულია, რაც  საკუთარი დანაზოგის ინვესტირების საშუალებას ნებისმიერი შემოსავლის მქონე  მომხმარებელს აძლევს. 

27 წლიანი ისტორია, მყარი რეპუტაცია, სანდოობა, გამჭვირვალობა, საერთაშორისო ინვესტორების ბაზა და ის არაერთი ჯილდო, რომელიც გამჭვირვალეობის და პასუხისმგებლობის მიმართულებით აქვს კრისტალს მიღებული როგორც ადგილობრივი, ასევე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ახალი პროდუქტების მიმართ ნდობას კიდევ უფრო მეტად ამყარებს.

„კრისტალმა“ პირველი საბანკო პროდუქტების შეთავაზება 16 ივნისიდან დაიწყო. კომპანიის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გახსნან საბანკო ანგარიშები და ისარგებლონ საბანკო გადარიცხვებით როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. 23 ივნისიდან კი მათ დეპოზიტების გახსნის შესაძლებლობაც აქვთ. ეტაპობრივად “კრისტალის” პროდუქტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, გაგრძელდება  საინტერესო და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და მოქნილი პირობების შეთავაზება, ციფრული მომსახურებების განვითარება და გამრავალფეროვნება უკვე სექტემბრიდან კი მომხმარებლები “კრისტალის” პლასტიკური ბარათებითაც შეძლებენ სარგებლობას.

 

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდოიმიჯით, 566 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბათუმში პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია - Galt & Taggart

19.08.2025.19:00

2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი. 

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. 

Galt & Taggart-ში აცხადებენ, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა