დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომები, მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივება - ეს, თიბისის, როგორც რეგიონის ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სწორედ, ამ მიზნით განხორციელებულ ინიციატივებს შორისაა წლის შემაჯამებელი დემო დღე, რომელიც თავისი შინაარსითა და მიზნობრიობით, მართლაც გამორჩეული ღონისძიებაა.
ამ დღეს, თიბისის ეჯაილ გუნდები იკრიბებიან; კოლეგებსა და დაინტერესებულ მხარეებს საინტერესო და ღირებულ ინკრემენტებს უზიარებენ. ასევე, იღებენ მნიშვნელოვან უკუკავშირს. ღონისძიების შემაჯამებელი ნაწილი კი, გამარჯვებულების გამოვლენას ეთმობა.
„დემო დღე გვეხმარება, კიდევ უფრო უკეთესად დავინახოთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს თიბისიში და როგორ მუშაობს თითოეული ჩვენგანი იმისთვის, რომ საბოლოოდ, მომხმარებელმა საუკეთესო გამოცდილება მიიღოს. ამ დღეს ყველაზე ნათლად ჩანს, თუ როგორ სრულდება ჩვენი მთავარი მისია - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. დემო დღის არსებობა თიბისიში მნიშვნელოვნად აძლიერებს გამჭვირვალობას, თანამშრომლების ჩართულობასა და საერთო კმაყოფილებას“ - ამბობს ნინო მასურაშვილი, თიბისის რისკების მართვის დირექტორი.
წლევანდელი გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
გამარჯვებული გუნდი - Transfers PAT
გამარჯვებული გუნდები - Currency Exchange Service & Operations Development
გამარჯვებული გუნდები - FCL Mobile; FCL Development; FCL Mobile; FCL Commercial; TBC Credit
საკრედიტო ბარათი.
გამარჯვებული გუნდები: Credit Cards and Overdrafts; TSYS; BNPL& Credit cards;
გამარჯვებული გუნდები - ბიზნეს სეგმენტის მართვის ლიგა და დატა ანალიტიკა.
თითოეულ გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად 5000 ლარი გადაეცა.
დემო დღის არსებობით, თიბისი აგრძელებს უწყვეტ განვითარებაზე ფოკუსირებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებას. ასევე, რა თქმა უნდა, ღიად აღინიშნება გუნდების შრომა და მიღწევები, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციული ღირებულებების კიდევ უფრო გამყარებას.
სხვა სიახლეები
TaoFood - მა ახალი ფილიალი გახსნა
04.12.2025.14:00
თევზის, ძაღლისა და კატის ნატურალური საკვები პროდუქტების ბრენდმა TaoFood - მა მომხმარებელს პროდუქციის ახალი ხაზი შესთავაზა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის მმართველმა მენეჯერმა, ბექა მჭედლიშვილმა განუცხადა.
„დავამატეთ სამი ახალი პროდუქტი პრემიუმ ხაზში: ორი, ზრდასრული ძაღლებისთვის (ერთი საქონლის ხორცით, ერთი ქათმის ხორცით), ხოლო მესამე სტერილური კატის საკვები, რომელიც პირველად საქართველოში ჩვენი ინიციატივით იწარმოება.
გარდა ამისა, გავხსენით ფიზიკური ფილიალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც ძაღლების, ასევე კატებისა და ლეკვების პროდუქტები “, - ამბობს ბექა მჭედლიშვილი.
მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა და ინტერესი TaoFood - ის პროდუქციის მიმართ მზარდია.
„მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ქართულ პროდუქტებზე ინტერესმა მკვეთრად იმატა. ჩვენს სოციალურ ქსელებში უფრო მეტი შეტყობინება შემოდის: მომხმარებლები აქტიურად კითხულობენ პროდუქციის შემადგენლობებს და სურთ დარწმუნდნენ ხარისხში. სრული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ბევრი მათგანი იღებს გადაწყვეტილებას და ყიდულობს ჩვენს პროდუქტებს. შედეგად, გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით 30–40%-ით მოიმატა, ხოლო მომდევნო წელს კიდევ უფრო დიდ ზრდას ველოდებით “, - აღნიშნავს მმართველი მენეჯერი.
კომპანია სამომავლოდ ასროტიმენტის ზრდას და ახალი ფილიალის დამატებას გეგმავს.
სამომავლოდ ვგეგმავთ ქსელურ გაფართოებას, ასევე დამატებითი ფილიალის გახსნას გაზაფხულის პერიოდში. გვსურს თბილისის გარკვეული რაიონების ათვისება.
ხარისხის მიმართულებით ყოველდღიურად ვმუშაობთ: მომხმარებლების უკუკავშირისა და ჩვენი გამოცდილების საფუძველზე ვახდენთ პროცესების დახვეწას. ასევე, ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, რათა არჩევანი მრავალფეროვანი იყოს “, - აცხადებს ბექა მჭედლიშვილი.
ცნობისთვის, TaoFood - ის ახალი ფილიალი ნუცუბიძის ქუჩაზე, 95 ნომერში მდებარეობს.