მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

„დეილი“ „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენი) აქციების 100%-ს ყიდულობს

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) FMCG და სასმელების წარმოების ბაზარზე კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება  - შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“100%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე მეორე შემთხვევაში - შპს „დეილის“ მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას.

შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ კონცენტრაციასთან დაკავშირებით,  GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, 2023 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. ბაზრის სრული მოცულობა შეადგენდა 11,983 მლრდ. ლარს. განსახილველი კონცენტრაციების განხორციელებამდე ბაზრის ყველაზე მსხვილი მონაწილის წილი არ აღემატებოდა 13%-ს.

არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) შეადგენს 461 ერთეულს, რომელიც კონცენტრაციის განხორციელების შედეგად იზრდება 581 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.

რაც შეეხება შპს „დეილისა“ და სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენი) საქმეს - კონცენტრაციაში მონაწილე მხარეები და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტები წარმოდგენილნი არიან როგორც წარმოების, ასევე საბითუმო დისტრიბუციისა და საცალო რეალიზაციის დონეზე. შესაბამისად, სააგენტომ ბაზარზე კონცენტრაციის დონე შეისწავლა სამივე მიმართულებით.

სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული პროდუქციის სეგმენტაციიდან გამომდინარე სააგენტოს მიერ ყურადღება გამახვილდა ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზეც. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2023 წელს, მოქმედებდა 215 კომპანია,  ბაზრის მოცულობა შეადგენდა 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი(HHI) - 2 590-ს. სააგენტოს პოზიციით, ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს და იგი სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მდგომარეობით არ არის განპირობებული.

რაც შეეხება ლუდის ბაზარს, ამავე წელს, ბაზარზე მოქმედებდა 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 90 532 597 ლიტრს, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 1888 (ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია). სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა  6 264 342 157 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსმა (HHI) 518.02 ერთეული, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცენტრაციის მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, განსახორციელებელი კონცენტრაციები არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე არ მოახდენს.

ინფორმაციისთვის: 2024 წელს,  GCCA-ის მიერ 47 644 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, 11 კონცენტრაციაზე  გაიცა თანხმობა. ამ დროისათვის, 3 კონცენტრაციაზე  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასება მიმდინარეობს, ხოლო 6 კონცენტრაციის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Roamingo სტარტაპერებს საერთაშორისო მოგზაურობებში უწყვეტ კავშირს სთავაზობს

16.09.2025.16:00

Roamingo • როუმინგო, რომელიც ბაზარზე პოზიციონირებს როგორც ყველაზე იაფი, სწრაფი და ხარისხიანი eSIM ინტერნეტის მიმწოდებელი, თანდათან ფართოვდება და სერვისების ჩამონათვალს ზრდის.
როგორც Business Insider Georgia-ს Roamingo-ში განუცხადეს, კომპანიამ დაიწყო ახალი კამპანია Roamingo for Startups, რომლის მიზანიც სტარტაპერების მხარდაჭერაა.

„Roamingo ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქართველი სტარტაპერების მხარდაჭერას, ვისაც გლობალური მიზნები აქვთ. Roamingo for Startups - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც საერთაშორისო ბიზნესმოგზაურობებისთვის დამფუძნებლებს უზრუნველყოფს უწყვეტი კავშირით,“ - განმარტავენ Roamingo-ში.

„ფრენები, შეხვედრები, ზარები, სპონტანური ფიჩები, side event-ები - ყველაფერი სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ასეთ პირობებში ინტერნეტი არ უნდა იყოს კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სტარტაპერს ენერგიის დახარჯვა მოუწევს,“ - აცხადებს Roamingo-ს ბიზნეს დეველოპერი, ომარ ხოფერია.

Roamingo-სთვის ეს კამპანია უბრალო შეთავაზებაზე გაცილებით მეტია, ის ეფუძნება პირად გამოცდილებებს.

„როცა ჩვენ ვიწყებდით, მხარი დაგვიჭირა სტარტაპ ეკოსისტემამ, ასევე ბრენდებმა, რომლებიც დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან — მაგალითად: Visa, Bank of Georgia, TBC, Aldagi და ბევრი სხვა.
ახლა ჩვენი ჯერია, იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც თავიანთი იდეებით საზღვრებს სცდებიან და სჯერათ, რომ გლობალურ სცენაზე საქართველო შეუძლიათ წარადგინონ,“ — ამბობს ომარ ხოფერია.

როგორ ჩაერთო კამპანიაში?

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/y1x1jcr65bhRxnuJ7
ფორმის შევსების შემდეგ, დამფუძნებელი მიიღებს უნიკალურ კოდს, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს საერთაშორისო საქმიანი მოგზაურობის დროს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა