დავით ნარმანიამ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ენერგეტიკისა და ეკონომიკის საფუძვლები გააცნო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია ქ. თბილისის N98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობას, სემეკის თავმჯდომარემ მოსწავლეებს ეკონომიკისა და ენერგეტიკის საფუძვლები გააცნო, ამასთანავე, განუმარტა ქვეყნის ეკონომიკისთვის ენერგეტიკის სექტორის მუდმივი განვითარების მნიშვნელობა, მიაწოდა ინფორმაცია განახლებადი ენერგიების წყაროების, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის, ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებებისა და ენერგეტიკული ბიზნესის მართვის შესახებ.
დავით ნარმანიას თქმით, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება და მათი ცოდნის დონის ამაღლება ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც სემეკისთვის, ასევე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისთვის.
„ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ უმნიშვნელოვანეს დარგს, აქედან გამომდინარე, სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, სკოლის მოსწავლეები მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ეკონომიკის საფუძვლების, ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ შემდგომ ეტაპზე პროფესიის არჩევისას. დღემდე, სემეკის ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა სკოლის მოსწავლეებისათვის და ინფორმაციის დროულმა მიწოდებამ განაპირობა ის, რომ პროექტის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა მომავლის პროფესიად ენერგეტიკა აირჩია, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.
სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. პროექტების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს, ეკონომიკის საფუძვლებს, ენერგეტიკული ბიზნესის მათვისა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.18:00
BlueSky Apart-Hotel წარმოადგენს პრემიუმ კლასის აპარტოტელს, რომელიც განთავსებულია BlueSky Tower - ის 7-36 სართულებზე. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორმა გიორგი დოლიძემ განაცხადა, თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსი აერთიანებს ორ ბლოკს, რომელთაგან ‘A’ ბლოკში უახლოეს მომავალში 795 მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტი გაიხსნება. აღნიშნულ ბლოკში ასევე დაგეგმილია საერთაშორისო ბრენდის – Holiday Inn Resort-ის გახსნა, რომელიც მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი.
„კომპლექსის ‘B’ ბლოკში განთავსებულია დაახლოებით 1,300 მაღალი დონის საცხოვრებელი რეზიდენცია. სამომავლოდ კი დაგეგმილია ობიექტის გაერთიანება ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა: კაზინო, კომერციული ზონები. სასტუმროს ნაწილში კი რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა.
Blue Sky Apart-Hotel გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე და მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მდებარეობას, პრემიუმ მომსახურებას, დაუვიწყარ ხედებსა და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების აპარტამენტებს. აქ ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სტუმარმა ბათუმში ყოფნის განმავლობაში იგრძნოს სიმშვიდე, კომფორტი და ხარისხი.
HSC Group Hospitality-ს დირექტორის თქმით, აპარტოტელი მიმართულია საშუალო და მაღალი სეგმენტის დამსვენებლებზე – ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ოჯახებზე და ბიზნეს ვიზიტორებზე. კომპლექსში წარმოდგენილია აპარტამენტების სხვადასხვა კატეგორიები:
- Studio Alley & Sea View
- One-Bedroom Suite Alley & Sea View
- Studio Yard View
- One-Bedroom Suite Yard View
აპარტამენტების ფართობი მერყეობს 30-70 კვ.მ-მდე, რაც სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება, ხედითა და სართულით.
ობიექტის ლოკაცია ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: Blue Sky Apart-Hotel მდებარეობს გმირთა ხეივანზე, შავი ზღვის თაღის მიმდებარედ. პლაჟამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საკმარისი, 2 წუთში შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის სტადიონს, 1 წუთის სავალზეა Black Sea Mall, ხოლო იუსტიციის სახლამდე მისასვლელად მხოლოდ 3-4 წუთი დაგჭირდებათ. ეს ხელსაყრელი მდებარეობა სტუმრებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ წვდომას ბათუმის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან.
Blue Sky Apart-Hotel შედის წარმატებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია LikeHouse - ის ჯგუფში, რომლის პორტფოლიოშიც არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია. Blue Sky Tower წარმოადგენს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას და გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, მდგრადობითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით. უშუალოდ Blue Sky Apart-Hotel - ში საშუალოდ დასაქმებული იქნება 150 ადამიანი.
HSC Group Hospitality პროექტს Pre-Opening-სა და პროექტის საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს.