მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.3
-0.0079
flag
AZN 1.5546
-0.0004
flag
CNY 38.907
0.0005
flag
EUR 3.0144
0.0021
flag
GBP 3.5221
0.0192
flag
KZT 55.71
0.0054
flag
TRY 0.0566
0
flag
USD 2.6424
-0.0007
news banner

დავით ნარმანია | ელექტროენერგიის იმპორტი/ექსპორტი ქვეყნების მიხედვით და საყოფაცხოვრებო ტარიფი

news image
mbc image

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Vaziani Company ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს

03.07.2026.16:00

Vaziani Company ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის Berlin Wine Trophy-ის ფარგლებში სპეციალურ შეთავაზებას ამზადებს. ინიციატივა საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის გამარტივებასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსმა, აურიკა კროიტორმა, განუცხადა.

რაოგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის სპეციალური შეთავაზება მოვამზადეთ. ის მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს როგორც Berlin Wine Trophy-ში, ისე Asia Wine Trophy-ში მონაწილეობისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი ის არის, რომ კონკურსებზე ნიმუშების ტრანსპორტირების ხარჯს მთლიანად ორგანიზატორები დაფარავენ.

Berlin Wine Trophy Group წელიწადში სამ საერთაშორისო კონკურსს ატარებს - ორს ბერლინში და ერთს სამხრეთ კორეაში. წელს ზაფხულის კონკურსი ბერლინში გაიმართება, სადაც ქართული ღვინის ნიმუშები გაიგზავნება. ამის შემდეგ კი იმავე ნიმუშების ტრანსპორტირება ორგანიზატორების დაფინანსებით სამხრეთ კორეაში განხორციელდება, სადაც Asia Wine Trophy ნოემბრის დასაწყისში გაიმართება.

შეთავაზების ფარგლებში ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, კლასიკური და ქვევრის ღვინის კატეგორიებიდან ორ-ორი ნიმუში სპეციალური პირობებით წარადგინონ. შემდგომ ნიმუშებზე კი ფასდაკლება გავრცელდება, რაც მონაწილეობის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის. Berlin Wine Trophy გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსია, რომლის მედლები და შეფასებები საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს. კონკურსზე მიღებული ჯილდოები და ქულები მწარმოებლებს საკუთარი ღვინის, ჭაჭისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებასა და პოპულარიზაციაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

როგორ აფასებთ დღეს ქართული ღვინის მიმართ საერთაშორისო მოთხოვნას?

ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ღვინის მოხმარების გარკვეული კლება შეინიშნება, რაც თითქმის ყველა ბაზარზე აისახა. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და რუსეთში ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა კვლავ მზარდია.

ამჟამად, დაახლოებით 20 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, ასევე მაღალალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის ჭაჭას. ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის, სადაც ტრადიციულად ყველაზე მაღალი მოთხოვნა ადგილწარმოშობის ნახევრად ტკბილ ღვინოებზე, მათ შორის ქინძმარაულსა და ხვანჭკარაზე, ფიქსირდება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ღვინის საერთაშორისო ბაზარი დღეს ძალიან დინამიკურია, ამიტომ გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს, პროცესები მუდმივად მოვარგოთ არსებულ ვითარებას და ოპტიმიზაციის პარალელურად გავზარდოთ საქმიანობის მასშტაბი. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, რიგ ბაზრებზე მოთხოვნის ზრდა გვაძლევს საფუძველს, რომ საერთაშორისო მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და ქართული ღვინის პოზიციები გავაძლიეროთ.

ცნობისთვის, მეღვინეობა კახეთში, ქ. თელავში მდებარეობს, რომელიც 1982 წელს დაფუძნდა და მისი რესტრუქტურიზაცია 2012 წელს მოხდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა