მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს, მზად ვართ, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე - პრემიერი

news image

ჩვენ მზად ვართ, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება.

„დავიწყებ საწვავით, სადაც შედარებით მსუბუქია მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფასები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არსებობს ფასების შემსუბუქების რესურსი. მედიკამენტების ნაწილში არის ერთგვარი შუალედური მდგომარეობა. აქ, ორიოდე წლის წინ შემოღებული იქნა ე.წ. რეფერენტული ფასები, რამაც შეამცირა ფასები რამდენიმე ათასი სახეობის მედიკამენტზე. თუმცა აქაც მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება. 

ყველაზე რთული მდგომარეობა არის სურსათის მიმართულებით. ბევრად უფრო ძვირია საქართველოში პროდუქტი ევროპულ ფასებთან შედარებით. კონკრეტულ პროდუქტებზე არის მაგალითად 50%-ით უფრო მაღალი ფასები საქართველოში, 2-ჯერ, ზოგჯერ 3-ჯერ მაღალიც არის ფასები, მაშინ, როდესაც ხელფასი შესაბამის ქვეყნებში შეიძლება, იყოს ორჯერ და სამჯერ მეტი. არის კონკრეტული პრობლემები, რაც განაპირობებს მაღალ ფასნამატს დისტრიბუციის და შემდეგ ქსელების დონეზე. ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კონკრეტულ კარტელურ გარიგებებს, ესეც იქნება ჩვენი შესწავლის საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის პარალელურად იმუშავებს პარლამენტის შესაბამისი კომისია.

„საზოგადოებას შეეძლება ზუსტი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მაღალ ფასებს და შესაბამისად, რამდენად არსებობს ჩარევის და ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ მზად ვართ, რომ საზოგადოებასთან ერთად და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს, მზად ვართ, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე - პრემიერი

08.02.2026.22:49

ჩვენ მზად ვართ, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება.

„დავიწყებ საწვავით, სადაც შედარებით მსუბუქია მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფასები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არსებობს ფასების შემსუბუქების რესურსი. მედიკამენტების ნაწილში არის ერთგვარი შუალედური მდგომარეობა. აქ, ორიოდე წლის წინ შემოღებული იქნა ე.წ. რეფერენტული ფასები, რამაც შეამცირა ფასები რამდენიმე ათასი სახეობის მედიკამენტზე. თუმცა აქაც მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება. 

ყველაზე რთული მდგომარეობა არის სურსათის მიმართულებით. ბევრად უფრო ძვირია საქართველოში პროდუქტი ევროპულ ფასებთან შედარებით. კონკრეტულ პროდუქტებზე არის მაგალითად 50%-ით უფრო მაღალი ფასები საქართველოში, 2-ჯერ, ზოგჯერ 3-ჯერ მაღალიც არის ფასები, მაშინ, როდესაც ხელფასი შესაბამის ქვეყნებში შეიძლება, იყოს ორჯერ და სამჯერ მეტი. არის კონკრეტული პრობლემები, რაც განაპირობებს მაღალ ფასნამატს დისტრიბუციის და შემდეგ ქსელების დონეზე. ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კონკრეტულ კარტელურ გარიგებებს, ესეც იქნება ჩვენი შესწავლის საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის პარალელურად იმუშავებს პარლამენტის შესაბამისი კომისია.

„საზოგადოებას შეეძლება ზუსტი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მაღალ ფასებს და შესაბამისად, რამდენად არსებობს ჩარევის და ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ მზად ვართ, რომ საზოგადოებასთან ერთად და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა