დავაანონსეთ ჩვენი პირველი სუბურბანული პროექტის ოფიციალური მშენებლობა - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ თავისი პირველი სუბურბანული პროექტის „მეტროპოლ ლისი“ ოფიციალურად დაანონსა. ამ დღის აღსანიშნავად კომპანიამ დიდი ღონისძიება გამართა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის დეტალები გააცნო. აღნიშნულ პრეზენტაციაზე გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა ისაუბრა.
„15 ივლისი, ჩვენთვის „მეტროპოლისთვის“ ისტორიაში ჩაიწერა იმიტომ, რომ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პირველი სუბურბანული პროექტის ოფიციალური მშენებლობა და ამ დღის აღსანიშნავად ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მიწის უკვე არსებულ მფლობელებთან ერთად, „მეტროპოლის“ გუნდთან ერთად და მედიის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნეთ ეს დღე. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საღამო შედგა, ჩვენ ვისაუბრეთ „მეტროპოლ ლისის“ დეტალებზე, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ „მეტროპოლის“ გრძელვადიან გეგმებზე, სტრატეგიაზე და რაც ჩვენი გუნდისთვის ყველაზე აღსანიშნავი იყო, საძირკველში უკვე არსებულ მაცხოვრებლებთან ერთად სიმბოლური კაფსულა განვათავსეთ და ჩვენთვის ერთგვარი ტრადიციასავით გახდა“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „მეტროპოლ ლისი“ ეს არის ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით. სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალი უბანი აერთიანებს დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს და მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმილ ჭკვიან დასახლებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მაცხოვრებლების საჭიროებებს.
პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 მ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფრასტრუქტურას:
• პადელის მოედანი
• ღია კინოთეატრი
• საბავშვო მოედანი
• ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები
• სავარჯიშო სივრცე
• მოსასვენებელი პავილიონი
• ველობილიკები
• დეკორაციული გამწვანება
• სასმელი წყლის შადრევნები.
„მეტროპოლ ლისი“ - იცხოვრე ჯანსაღ გარემოში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.07.2025.17:42