მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.5
0.0109
flag
AZN 1.5849
0
flag
CNY 39.473
-0.0046
flag
EUR 3.1652
-0.0027
flag
GBP 3.642
0.0035
flag
KZT 58.2
0.0012
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0

დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლითაც ბუნებას იცავ

news image

საქართველოს უნიკალურ ბუნებაში მოგზაურობა დაუვიწყარი თავგადასავალია. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, გახდე იმ ცოცხალი სამყაროს მცველი, რომელსაც სტუმრობ.

ყოველი წლის 22 აპრილი, დედამიწის დღე, კიდევ ერთხელ გვახსენებს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას. 2026 წლის მთავარი გზავნილი – “ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა”, ზუსტად იმაზე მიგვითითებს, რომ პლანეტის გადარჩენა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ქმედებებით იწყება.

საქართველოს ბანკისთვის გარემოს დაცვა გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათ შორის, ბიო მრავალფეროვნების დაცვა. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან მხარს უჭერს ქვეყნის 18 დაცული ტერიტორიის შენარჩუნებასა და განვითარებას. ეს ათასობით წლის განმავლობაში ფორმირებული ეკოსისტემებია, რომელთა შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება შენც შეგიძლია. ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წესის დაცვაა საჭირო.

იმისთვის, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტი იყოს უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი, გაეცანით რამდენიმე მარტივ წესს:

1. იარე მხოლოდ მონიშნულ ბილიკზე

ტურისტული ბილიკიდან გადახვევა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებას არ ნიშნავს. ასეთი ქმედებით ზიანდება ნიადაგის საფარი და ითელება იშვიათი მცენარეები, რომლებიც, შესაძლოა, მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილას ხარობდნენ. ბილიკზე სიარულით შენ უნიკალურ ფლორას იცავ.

2. ნუ იფიქრებ, რომ ერთი ნარჩენით არაფერი შავდება

ბუნებაში არ არსებობს „უხილავი“ ნარჩენი. შეიძლება იფიქრო, რომ თუ ბუნებაში ერთი ნივთის დატოვება დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეკოსისტემა ასე არ მუშაობს. ის ერთი პლასტმასის ბოთლი თუ პოლიეთილენის პარკი გარემოში წლობით რჩება, აბინძურებს წყალს, ტყის ბინადრებისთვის კი ხშირად სასიკვდილო ხაფანგად იქცევა. იხელმძღვანელე პრინციპით “რაც მიგაქვს, ისევ უკან მოგაქვს“, რომ ველური ბუნება ხელუხლებელი შეინარჩუნო.

3. დაანთე ცეცხლი მხოლოდ ნებადართულ ადგილას

ბუნებაში მოგზაურობისას პიკნიკი და საღამოს დანთებული კოცონი დღის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. თუმცა, აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ ტყის ხანძრების უდიდესი ნაწილი სწორედ ადამიანის დაუდევრობით ჩნდება. ერთ ნაპერწკალს შეუძლია, ათასწლოვანი ტყე გაანადგუროს. ამიტომ კოცონის დასანთებად ყოველთვის მოძებნე სპეციალური, ნებადართული ადგილი. წამოსვლამდე კი კარგად დარწმუნდი, რომ ცეცხლი სრულად ჩააქრე და ხანძრის საფრთხე არ არსებობს.

4. იმოგზაურე დაცულ ტერიტორიებზე ოთხფეხა მეგობრების გარეშე

უწყინარი, შინაური ცხოველი თავისდაუნებურად, შეიძლება სტრესის წყარო გახდეს გარეული ცხოველებისთვის. მისმა სუნმა ან ხმამ შესაძლოა დააფრთხოს ტყის ბინადრები, აიძულოს საარსებო გარემოს დატოვება ან ხელი შეუშალოს გამრავლების პროცესში. ამასთან, ყოველთვის არსებობს დაავადებების გადადების რისკი შინაური ცხოველიდან გარეულზე და პირიქით, ამიტომ ამ წესის დაცვით გარემოზეც იზრუნებ და შენს ოთხფეხა მეგობარზეც. 

5. მოუსმინე ბუნების ხმებს და შეინარჩუნე ტყის სიმშვიდე

დაცულ ტერიტორიებზე ხმამაღალი მუსიკა და ყვირილი არღვევს ბუნებრივ ჰარმონიას. ხმაური განსაკუთრებით აფრთხობს ფრინველებს გამრავლების პერიოდში და შესაძლოა, მათ ბუდეებიც კი მიატოვონ. დატკბი ბუნების ხმებით და სხვებსაც მიეცი ამის საშუალება.

6. დატოვე ყველაფერი ისე, როგორც დაგხვდა

რაც უნდა მაცდურად ჟღერდეს სამახსოვროდ ლამაზი ქვის ან მცენარის წამოღება, გახსოვდეს, რომ ეკოსისტემაში ყველა დეტალს თავისი ფუნქცია აქვს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ელემენტიც კი შეიძლება იყოს რომელიმე ცოცხალი ორგანიზმის საკვები ან თავშესაფარი. დატოვე ყველაფერი ისე, როგორც დაგხვდა.

7. იმოგზაურე ფეხით

მოტორიზებული ტრანსპორტი, როგორიცაა მოტოციკლი ან კვადროციკლი, იწვევს ნიადაგის ეროზიას, აბინძურებს ჰაერს და ხმაურით არღვევს ველური ბუნების სიმშვიდეს. ფეხით მოგზაურობა საუკეთესო გზაა, რომ სრულად შეიგრძნო ბუნებასთან სიახლოვე და მინიმალური ზიანი მიაყენო გარემოს.

8. ნუ მოწევ დაცულ ტერიტორიაზე

გარდა ხანძრის გაჩენის უდიდესი რისკისა, სიგარეტის ნამწვი ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ნარჩენია. ის ნიადაგსა და წყალში გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წამლავს გარემოს.

შენი წვლილი პლანეტის მომავალში

ამ წესების დაცვით შენ არა მხოლოდ იცავ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობიანი არჩევანით უერთდები გლობალურ მოძრაობას, რომლის მიზანიც ჩვენი პლანეტის საერთო მომავლის შენარჩუნებაა.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს და გახდი ცვლილების ნაწილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image KiwiPost-ი საერთაშორისო გაფართოებას აგრძელებს - კომპანიამ ოპერირება უზბეკეთის ბაზარზე დაიწყო

22.04.2026.18:00

ქართული გადამზიდი კომპანია Kiwi Post • კივი პოსტი  უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა ქეთი შანიძემ განუცხადა.

„უზბეკეთის პროექტზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. 4 აპრილს კი ოფიციალურად შევედით უზბეკეთის ბაზარზე.

იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთის ბაზარი ბოლო პერიოდში აქტიურად იზრდება, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ არსებობს როგორც მოთხოვნა, ისე მზარდი ინტერესი.

უზბეკეთში მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია:

  • ამანათების ჩამოტანა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან;
  • პირადი მისამართები თითოეულ ქვეყანაში;
  • საკუთარი მობილური აპლიკაცია სრული თრექინგის ფუნქციით;
  • მარტივი და გამჭვირვალე შეკვეთის პროცესი;
  • მხარდაჭერა მიწოდების ყველა ეტაპზე;

სამომავლოდ, ქალაქში სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას ვგეგმავთ, რათა მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს “, - აცხადებს ქეთი შანიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა