დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
თუ ხარ VII-XI კლასის მოსწავლე, 30 ნოემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე, გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.
• STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
• STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
• საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.
ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები
30.10.2025.16:30
Ევროობლიგაციების Ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში.
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც ყველაზე მსხვილი ემისიაა ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში.
5-წლიანი ობლიგაციები განთავსდა ირლანდიის ბირჟაზე, წლიური 7.5%-იანი განაკვეთით, რაც ბოლო წლებში კერძო კორპორატიული ემიტენტის ყველაზე კონკურენტუნარიან მაჩვენებელს წარმოადგენს.
ემისიის პროცესს ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, ხოლო თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და Oppenheimer.
"ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.