დარეგისტრირდი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსზე ახალგაზრდებისთვის
ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, საქართველოს ბანკი, პარტნიორებთან ერთად, ახალ პროექტს - ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს იწყებს.
ინიციატივის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გამართავს.
შეხვედრა 21 თებერვალს, 13:00 საათზე, თამარ ჭოველიძის 7-ში, Lolita-ს მე-3 სართულის სივრცეში ჩატარდება. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკები გამოიცა
სხვა სიახლეები
ჩვენი ნიშა არის, რომ მაღალკვალიფიციური ტალანტები მივაწოდოთ საერთაშორისო ბაზარს - ICT Association of Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
19.02.2026.19:00
ICT Association of Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის კონკურენტული უპირატესობა მაღალკვალიფიციური ტალანტების მიწოდებაში უნდა იყოს. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა, ისეთი ქვეყნების ფონზე, როგორიცაა ინდოეთი, საქართველო მასშტაბით ვერ გაუწევს კონკურენციას, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს უნარიან კადრებზე, ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერებასა და ეკოსისტემის განვითარებაზე.
„უნდა გავაცნობიეროთ შემდეგი ფაქტორი, რომ როდესაც კონკურენციაში შევდივართ საერთაშორისო მასშტაბით, ანუ ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, მაგალითისთვის როგორიც არის ინდოეთი, რომელიც მასიურად მიმწოდებელი არის ტალანტების.
ჩვენი ნიშა არის, რომ მაღალკვალიფიციური ტალანტები მივაწოდოთ საერთაშორისო ბაზარს და იმ კომპანიებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიებში არიან. ანუ ჩვენი ნიშა უნდა დავიჭიროთ და შევინარჩუნოთ, და ამისათვის საჭიროა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ადგილობრივი მუშახელი, უფრო მეტი კვალიფიკაცია მივაწოდოთ და ასევე, გარდა იმ საერთაშორისო კომპანიებისა, ანუ უნდა წამოიზარდონ ქართული სტარტაპები. როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე, ასე ცალკე მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებს არ ვუყურებთ, ეს მთლიანი ეკოსისტემაა. და სწორედ ამიტომ ძალიან კარგი ცვლილება შევიდა სტარტაპების მიმართულებით, რომელიც იყო სტარტაპების სტატუსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს უკვე ქართულ სტარტაპებს საგადასახადო შეღავათით ისარგებლონ და გაიზარდონ და გარკვეულ ეტაპს მიაღწიონ. და რატომ? იმიტომ რომ იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიმკვიდროს თავისი თავი საერთაშორისო რუკაზე, საჭიროა ე.წ. იუნიქორნი (Unicorn). ანუ დღეს ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიური სექტორის ზრდაზე, ეს ძირითადად არის ეგრეთ წოდებული აუთსორსინგი, ანუ ექსპორტი გადის, თუმცა ეს ინტელექტუალური საკუთრება და ასე შემდეგ საქართველოში არ რჩება. იმისათვის, რომ ეს სექტორი სხვა ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა ეგრეთ წოდებული იუნიქორნი. მაგალითისთვის, როგორც ესტონეთს Skype ჰქონდა და ასე შემდეგ. ანუ რომელიღაცა სტარტაპმა უნდა მიაღწიოს საერთაშორისო აღიარებას და მილიარდიანი შეფასება ჰქონდეს, მიაღწიოს ამ შეფასებას და ამის შემდგომ კიდევ უკვე ეს სხვა ეტაპზე გადავალთ. როცა ვსაუბრობთ სხვა ეტაპზე, ჩვენი კომპანიების, სახელმწიფოს, საგანმანათლებლო სექტორის მიზანი და ამოცანა არის, რომ საქართველო იყოს ტექნოლოგიური ჰაბი. და ამის განმარტება ხუთი წლის წინ და ორი წლის წინ, ან თუნდაც ერთი წლის წინ სხვა იყო. როცა ჩვენ ამ ციფრულ ჰაბზე ვსაუბრობდით, იქ იყო ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლა, ვთქვათ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ინტერნეტის გაყვანა და ასე შემდეგ. დღეს უკვე ეს აღარაა საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ერაში და დღეს უკვე სხვა ნაბიჯებია ჩვენგან საჭირო იმისათვის, რომ ხვალ ის მოლოდინები შევავსოთ, რაც ამ ცვლილებებმა განაპირობეს ზოგადად ტექნოლოგიურ სექტორში“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.