მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

დარეგისტრირდი CODE IT-ზე - შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს

news image

საქართველოს ბანკის, ICT ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტი Code IT ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს.

ამისათვის, პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 22 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

სასწავლო კურსი პროგრამირებით დაინტერესებული 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, სწავლა სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ.

პროექტის განმავლობაში, შეხვედრები საქართველოს 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) ტარდება.

პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს - მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო.

Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ასევე ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით.

სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:

• HTML & Css

• JavaScript & Responsive Page

• React

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა - განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის

20.04.2026.11:52

სილქნეტი მომხმარებლებს განახლებულ ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს. პლატფორმები: Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა და შეიქმნა ახალი ერთიანი ციფრული სივრცე, სადაც მაყურებელს მრავალფეროვან კონტენტზე აქვს წვდომა. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც აპლიკაციის, ისე ვებ ვერსიის გამოყენებით.

განახლებული Silk Go აერთიანებს ტელევიზიას, ვიდეოებს, ფილმებს, სერიალებსა და თავად მომხმარებლების მიერ შექმნილ კონტენტს (UGC). განახლებული ინტერფეისი და ინოვაციური ფუნქციები პლატფორმის გამოყენებას მაქსიმალურად ამარტივებს.

Silk Go-ს მომხმარებლებს წვდომა აქვთ HD ხარისხის სტრიმინგზე, რომელიც მოიცავს 150-ზე მეტ ქართულ და უცხოურ შემეცნებით, გასართობ, საინფორმაციო, სპორტულ და კინო არხს. მათ შორის Euronews Georgia-ს, Silk-ის ყველა არხს, Silk Sport-ის არხებს, სადაც მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, თვალი ადევნოს წამყვან სპორტულ ღონისძიებებს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ლიგას, ლა ლიგას, NBA-ს და სპორტის სხვა სახეობის ჩემპიონატებს.

სატელევიზიო არხების გარდა, აპლიკაციაში უფასოდ ხელმისაწვდომია სილქ ტივის ვიდეოთეკა: „National Geographic საქართველოს“ ლექციების ჩანაწერები და „NG საქართველოს“ რჩეული სტატიების აუდიოვერსიები.

განახლებული Silk Go მომხმარებლებს ახალ ინტერაქტიულ შესაძლებლობასაც სთავაზობს- შექმნას საკუთარი საავტორო ვიდეოები, რომლებსაც უფასოდ ატვირთავს პლატფორმაზე და გაუზიარებს აუდიტორიას. მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მოძებნონ თემატური კატეგორიები, არხები და კრეატორები, გამოიწერონ სასურველი გვერდები, შექმნან ბრენდირებული არხები, პირდაპირი ეთერის დროს ჩაერთონ დისკუსიებში, დატოვონ კომენტარები, მიიღონ რეკომენდაციები და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება სხვა მომხმარებლებს.

განახლებული Silk Go უკვე ხელმისაწვდომია — მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ აპლიკაცია ან  ვებ ვერსიით მიიღონ მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი კონტენტი ერთ სივრცეში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა