დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
სილქნეტის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის ქსელში პორტირებისას, მომხმარებელი 1 წლის განმავლობაში მიიღებს ავტომატურად გაგრძელებადი პირობით, 50%-იანი ფასდაკლებას შემდეგ ულიმიტო პაკეტებზე:
• ყველაფერი ულიმიტო – 27.5₾ (ნაცვლად 55-ისა)
• ულიმიტო ინტერნეტი – 16₾ (ნაცვლად 32-ისა)
• ულიმიტო წუთები – 11₾ (ნაცვლად 22-ისა)
პაკეტების ნახევარ ფასად გააქტიურება შესაძლებელია: კოდით *025# ან MySilknet აპლიკაციით.
აქცია ძალაშია 12 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით. ონლაინ პორტირებისას, მომხმარებელი თბილისის მასშტაბით SIM ბარათს მიიღებს უფასოდ, რეგიონებში კი მიწოდების ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ ლოკაციაზე. ასევე, პორტირება შესაძლებელია სილქნეტის ნებისმიერ მომსახურების ცენტრში, მეტრო სადგურებსა და მოლებში განთავსებულ მომსახურების ობიექტებში.
აღმოაჩინე სილქნეტის იუბილესთან დაკავშირებული სხვა აქციები კომპანიის შეთავაზებებში.
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.