მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7077.8
-0.0005
flag
AZN 1.5949
0.0008
flag
CNY 38.065
0.0016
flag
EUR 3.1863
0.0003
flag
GBP 3.6475
-0.0042
flag
KZT 49.99
-0.0005
flag
TRY 0.0654
0
flag
USD 2.7113
0.0003

დაჯავშნე ღონისძიება ოქტომბრის ბოლომდე და ისარგებლე „შუაგულის“ სპეციალური შეთავაზებით - ლანა ბლიაძე დეტალებზე

news image

დატვირთული ზაფხულის შემდეგ, „შუაგულში“ არანაკლებ აქტიური შემოდგომაა მოსალოდნელი.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში VNG GROUP-ის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლანა ბლიაძემ განაცხადა, უკვე კორპორატიული მიმართულება აქტიურდება, რის გამოც ცნობილ საღონისძიებო სივრცეს, ამ სეგმენტისთვის სპეციალური შეთავაზებები აქვს.

„კორპორატიული ღონისძიებების სეზონი მოდის და „შუაგული“ ამისთვის სათანადოდ მოემზადა. კომპანიებისთვის სპეციალური შეთავაზებებიც გვაქვს. გეტყვით, რომ „შუაგული“ კორპორატიულ სეგმენტში საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა და თითქმის ყველა წარმატებული ბრენდის კორპორატიული საღამოს დაგეგმილა „შუაგულში“. 

ბაზარზე წარმოდგენილი ვართ შემდეგი შეთავაზებით: ვინც ოქტომბრის ბოლომდე დაჯავშნის ღონისძიებას, ისარგებლებს სპეციალური პირობებით,“ - განმარტავს ლანა ბლიაძე.
მისი თქმით, 2025 წელი „შუაგულისთვის“ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

„ზაფხულში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სტუმრების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი. „შუაგულის“ არსებობის 6 წლის განმავლობაში, მიმდინარე წლის ზაფხული ყველაზე აქტიური იყო. წელს ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ზაფხული განსაკუთრებით დატვირთული იყო ქორწილების მიმართულებით. გარდა ამისა, წელს განსაკუთრებით აქტიური ალა-კარტის მომსახურებაც აღმოჩნდა“ - აცხადებს ლანა ბლიაძე.
„შუაგული“ ამ ეტაპზე აქტიურად ემზადება სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს, სტუმრებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.

დღეისათვის „შუაგული“ 7 სივრცისგან შედგება.

 
„შუაგული“ — ეს არის ამბავი, რომელიც დაიწყო სიყვარულით და თავგადასავლებით.

„მთავარია კარი შეაღოთ და სული შეგეკვრებათ … ზურმუხტისფერი ბალახი და საფირისფერი ცა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და სხვა განზომილებაში გადაჰყავხართ… სივრცე, რომელიც გიცოცხლებთ თბილ ემოციებს, სადაც სიყვარულის სიმფონიას კლასიკა იწყება და თანამედროვეობა ასრულებს.

,,შუაგული” გთავაზობთ სივრცეებს ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი დღისთვის. ჩვენი სივრცეები ერთნაირად მიმზიდველია, როგორც კლასიკური საღამოებისთვის, ასევე მყუდრო ოჯახური და სამეგობრო შეკრებებისთვის, ბავშვებთან ერთად სტუმრობისთვის, გარე ღონისძიებებისა და აუზის თემატიკისთვის. 

  • თბილისიდან სულ რაღაც 15 წუთში, ჩვენ დაგახვედრებთ: 
  • თქვენს სურვილებზე მორგებულ სივრცეებს;
  • უმაღლესი ხარისხის მომსახურებას;
  • ქართულ და ევროპულ გემრიელ კერძებს;
  • ქართულ არომატულ ღვინოს და მსოფლიოს გამორჩეულ კოქტეილებს; 
  • გემოვნებიან მუსიკალურ საღამოებს; 
  • ეკო ზონას ბავშვებისთვის; 
  • 300 მანქანაზე გათვლილ პარკინგს. 

ასეთია ადგილი, სადაც დრო ჩერდება და არსებობს მხოლოდ სიყვარული. 

„შუაგული” – ზღაპრული აღნიშვნის სამყარო“, - აღნიშნულია საღონისძიებო სივრცის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image EV Power - ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი საქართველოში

25.09.2025.23:57

EV Power  - ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი საქართველოში გაიხსნა. 

კომპანიის მიზანია EV მძღოლებს შესთავაზოს შესაძლებლობა დამუხტონ მათი ავტომობილები ნებისმიერ დროსა და ადგილზე - სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.

სერვისი მისაღებად მძღოლმა უნდა გადმოწეროს აპლიკაცია , გაიაროს რეგისტრაცია, აირჩიოს დამტენი სადგური და დატენოს ავტომობილი. 

“კომპანიის ისტორია, 2021 წლიდან და ევროპიდან იწყება რა დროსაც დაიბადა იდეა ჩვენი საერთაშორისო გუნდის ტექნიკური გამოცდილება მიგვემართა მდგრადი განვითარებისკენ. ზუსტად 1 წელიწადში კი ევროპის რუკაზე პირველი დამტენი სადგური გამოჩნდა. 2023 წელს ევროპის მასშტაბით 15-ზე მეტი სადგური გვქონდა. ამ რიცხვმა, 2024 წელს კი 70 წერტილს გადააჭარბა. 

 

დღეს EV Power არის ევროპული ჯგუფი Abio Green-ის ოფიციალური წევრი, რომელიც თავისი მდგრადი და განახლებადი გადაწყვეტებით ენერგეტიკული სფეროს გარდაქმნაში იღებს მონაწილეობას. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ვმართავთ ელექტრომობილების დამტენი სადგურების საერთაშორისო ქსელს. 

 

რადგან EV Power-ის დამფუძნებლები ქართველები ვართ, სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ევროპული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გადმოგვეტანა და ქართველი EV მძღოლებისთვისაც შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტების გამოცდილება და სერვისი.” - რატი ახვლედიანი - EV Power-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი 

დღეის მდგომარეობით საქართველოში დამონტაჟებულია 70-ზე მეტი დამტენი სადგური. ამ ეტაპზე დაფარულია თბილისის ყველა უბანი. გარდა ამისა, კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტები ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე, რათა უახლოეს მომავალში დაიფაროს მთელი საქართველო. 

ჩვენი მიზანია, რომ ელექტრომილების ქართველო მფლობელებსაც შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, რათა მათ სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად დამხტონ ავტომობილები და სულ მწვანეზე ევლოთ!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა