მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.2
0.0339
flag
AZN 1.5922
0.0045
flag
CNY 37.707
0.0084
flag
EUR 3.1532
0.0082
flag
GBP 3.6455
0.0018
flag
KZT 50.34
0.002
flag
TRY 0.0661
0.0001
flag
USD 2.7068
0.0068

დაიწყე ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე − საქართველოს ბანკის და ევექსის შეთავაზება

news image

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკი და ევექსი, ჯანდაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტს, Healthy Club-ს ახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, ევექსში სხვადასხვა სერვისზე 15%-დან 50%-მდე ფასდაკლება მიიღოს.

შეთავაზება ვრცელდება როგორც სხვადასხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციაზე, ისე კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ კვლევებზე, სხვა ამბულატორიულ სერვისებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.

მომხმარებლები სხვადასხვა ოდენობის ფასდაკლებას საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის ნებისმიერი სტატუსით (Starter, Bronze, Silver, Gold) მიიღებენ. სტატუსის გადამოწმება კი საქართველოს ბანკის მობილბანკში, მედლების სივრცეშია შესაძლებელი. 

მომხმარებელმა ევექსის სერვისებით სარგებლობისთვის ადგილზე პირადობის მოწმობა უნდა იქონიოს, ფასდაკლება კი საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას იმოქმედებს.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად და შეუკვეთეთ სასურველი ბარათი ონლაინ.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „მეტროპოლ ლისის“ მულტიფუნქციური პროექტი ხორციელდება

21.08.2025.16:47

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი დეველოპერული კომპანია მეტროპოლის პარტნიორია, რომელიც თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ახალ სუბურბანულ პროექტს ახორიცელებს. პროექტი 70 000 მ² ფართობზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეებს ითვალისწინებს. მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 15 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 9 150 000  ლარზე მეტია.

მეტროპოლ ლისის კონცეფცია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, თანამედროვე არქიტექტურასა და სრულად განვითარებულ ინფრასტრუქტურას ემყარება. ახალ უბანში 70-მდე ვილა აშენდება, რომელთა ნაკვეთის ფართობი 600 მ²-დან 1,500 მ²-მდეა. მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახლის ხუთი განსხვავებული არქიტექტურული დიზაინიდან სასურველი აირჩიონ, რომლის აშენებასაც კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს.

დასახლება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, მათ შორისაა: პადელის მოედანი, ღია კინოთეატრი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ველობილიკები და მოსასვენებელი ზონები, დეკორაციული გამწვანება და შადრევნები. პროექტი ასევე ჭკვიან სისტემებს მოიცავს.

„მეტროპოლი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მათ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტებს – უკეთესი ცხოვრებისთვის. მეტროპოლ ლისი კი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. იგი ლისის ტბის მიმდებარედ, თბილისის ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ უბანში მდებარეობს, მისი მაცხოვრებლები  კი კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცით ისარგებლებენ. გვინდა, დასახლების სრული ინფრასტრუქტურა თანამედროვე ცხოვრების სტილს მოვარგოთ“, - აღნიშნავს გიორგი მხეიძე, დეველოპერული კომპანია მეტროპოლის გენერალური დირექტორი.

“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ მეტროპოლ ლისი სწორედ ასეთი პროექტია და მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეს პროექტი მობინადრეებს გამორჩეულ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ბუნებასთან სიახლოვეს შესთავაზებს, ჩვენ კი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინტიტუტი არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, - აღნიშნავს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

დეველოპერული კომპანია მეტროპოლი 2022 წლიდან მომხმარებლებს საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული უძრავი ქონების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მეტროპოლი საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ წელს დასრულდა მეტროპოლ ბაგების მშენებლობა, რომელიც ასევე ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მეტროპოლი ამჟამად 2,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ კი საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებასა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას გეგმავს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა