დაიწყე ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე − ისარგებლე საქართველოს ბანკის და ევექსის შეთავაზებით
ჯანმრთელობაზე ზრუნვა მოცემულობაა, რომელიც ყოველ ჩვენგანს მშვიდი ცხოვრებისთვის სჭირდება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ბანკისა და ევექსის პარტნიორობის ფარგლებში, სხვადასხვა შეთავაზებებით ისარგებლონ.
Healthy Club − თუ შენთვის ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია
უკვე წლებია, რაც ევექსი საქართველოს ბანკთან ერთად Healthy Club-ის პროექტს ახორციელებს იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. ამ შეთავაზების ფარგლებში ევექსის სხვადასხვა სერვისზე 15%-დან 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება.
იმისთვის რომ და ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციოთ, შეგიძლიათ Healthy Club-ის პროექტში ჩაერთოთ.
აღსანიშნავია, რომ Healthy Club-ის პირობებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც დაზღვეულ, ისე – დაუზღვეველ პირებს, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე.
ფასდაკლებები და შეთავაზებები
ევექსში ფასდაკლების მისაღებად საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათი უნდა გქონდეთ. ასევე, ლოიალურობის სტატუსი − Starter, Bronze, Silver ან Gold. რაც უფრო ხშირად გადაიხდით ბარათით და მეტი საბანკო პროდუქტით ისარგებლებთ, სტატუსსაც აიმაღლებთ. შესაბამისად, მეტი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობაც გექნებათ.
შეთავაზება ვრცელდება როგორც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კონსულტაციებზე, ისე კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ კვლევებზე, სხვა ამბულატორიულ სერვისებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზეც
ჯანმრთელობის ახალი კონცეფცია ევექსისგან
რადგან დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პოტენციური რისკების მართვა, ევექსმა ჯანმრთელობის ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც პრევენციულ მედიცინასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას ეფუძნება.
ამ ხედვის ფარგლებში კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და თბილისში 2 კლინიკა განაახლა − სულხან ცინცაძის N24-ში და ვაჟა-ფშაველას 40-ში. დიზაინის ცვლილებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება პრევენციასა და დროულ დიაგნოსტიკას დაეთმო.
ჩაერთეთ Healthy Club-ის პროექტში
გახდით Healthy Club-ის წევრი და გახადეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო ხელმისაწვდომი. პირობებისა და ფასდაკლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე ან დაუკავშირდეთ ევექსის კლინიკას ნომერზე: (0 32) 2 55 05 05
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
24.04.2025
სურნელოვანი სანთლების მწარმოებელი კომპანია Tsimtsimi • ციმციმის პროდუქციის შეძენა მომხმარებელს უკვე სითი მოლშიც შეუძლია. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის პარტნიორმა ნანა დავითაძემ განუცხადა. მისივე თქმით, კომპანია "ციმციმისა" და "ჩაიმანიას" კოლაბორაცია მოხდა და პროდუქცია გაყიდება "ჩაიმანიას" ქსელებში.
"ჩაიმანიასთან" კოლაბორაციით ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მივიღეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღში გამართულ საკურას ფესტივალში. ჩვენს, ასორტიმენტში შედის სანთლები საკურას არომატით, რომელიც ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს. "ჩაიმანიას" კი აქვს საკურას ჩაი და სწორედ ამ იდეით დაიწყო ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა და იდეაც აქედან დაიბადა ვინაიდან, ერთი და იგივე პროდუქტი გვქონდა. ესე შევამხანაგდით და გამოვედით გამოფენაზე. შემდეგ კი გადავწყვიტეთ რომ "ჩაიმანიასთან" ერთად ჩვენი პროდუქციაც განთავსებულიყო მათ ქსელებში. რეალიზაციის მხრივ ამ მცირე დროში დადებითი დინამიკა შეინიშნება ", - აცხადებს კომპანიის პარტნიორი ნანა დავითაძე.
ცნობისთვის, „ციმციმი“ ქართული კომპანიაა, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და აწარმოებს 100%-ით ნატურალურ სოიოს ცვილისგან დამზადებულ სურნელოვან სანთლებს. პროდუქცია გარდა იმისა, რომ სასარგებლო და ნატურალურია, ასევე ხასიათდება დამატენიანებელი ეფექტით. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მრავალფეროვანი სასაჩუქრე ბოქსების შეძენის, რომელშიც შედის როგორც სანთლები, ასევე საპნები.