დაიწყე ბიზნესი უფრო მარტივად — საქართველოს ბანკის ფილიალიდან
ბიზნესის დაწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იღებს. თუმცა, მეწარმეობის გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმა ბევრს აშინებს. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ბიზნესის რეგისტრაცია ხანგრძლივ, ბიუროკრატიულ პროცესებს უკავშირდება. თუმცა, ეს ასე აღარაა. საქართველოს ბანკმა პროცედურები მომხმარებლების საჭიროებებსა და კომფორტზე მორგებული გახადა. შედეგად, ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის პროცესი საქართველოს ბანკის ფილიალებშია ხელმისაწვდომი.
თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და გსურთ ინდ. მეწარმის სტატუსის მიღება ან შპს-ს დარეგისტრირება, ამის გაკეთება საქართველოს ბანკის უკვე ხუთ ფილიალშია შესაძლებელი.
ბიზნესის რეგისტრაცია — თქვენთან ახლოს
ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია თბილისში, საქართველოს ბანკის შემდეგ ფილიალებში შეგიძლიათ:
• ქეთევან წამებულის გამზ. №50/18;
• წერეთლის გამზ. №99;
• გლდანი, ვასაძის ქ. №3;
• ლეონიძის ქ. №2;
• ვაჟა-ფშაველას გამზ. №42-44.
სამუშაო საათებია:
ორშაბათი – პარასკევი: 09:30 – 19:00
შაბათი: 10:00 – 14:00
დაიბრუნე რეგისტრაციის საფასური — 31 დეკემბრამდე
საქართველოს ბანკი ბიზნესის რეგისტრაციის სერვისით სარგებლობისას მომხმარებლებს დამატებით ბენეფიტებსაც სთავაზობს. 31 დეკემბრის ჩათვლით, თუკი ბიზნესს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებთ, ქეშბექის სახით რეგისტრაციის საფასურსაც მიიღებთ:
• ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულებს საკომისიო სრულად დაუბრუნდებათ;
• შპს-ს შემთხვევაში კი მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ;
ბიზნესის რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლები ანგარიშის გახსნას მარტივად, ონლაინ ან ადგილზე შეძლებენ და სასტარტო ბიზნეს ნაკრების ბენეფიტებითაც ისარგებლებენ. ეს მოიცავს:
• ბიზნეს ანგარიშს;
• ბიზნეს ბარათს;
• ტერმინალს — 3 თვე მომსახურების საკომისიოს გარეშე;
• ონლაინ გადახდებს — საკომისიოს გარეშე;
ეს არის კომპლექტი, რომელიც ბიზნესის დასაწყებად საჭირო ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტებს აერთიანებს.
ბიზნესის რეგისტრაციისთვის წინასწარ ფილიალში ვიზიტის დაჯავშნაც ხელმისაწვდომია. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია, პროცესი სრულად საკუთარ განრიგს მოარგოს.
გაიგეთ მეტი ბიზნესის ფილიალში რეგისტრაციის შესახებ ამ ბმულიდან.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge