დაიხარჯე - შეივსე - პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
კომპანია კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიასა და ფრანგულ გრანდ პარი სერ ჟენმენს შორის რეგიონული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა და 2026 წელს მასშტაბური სარეკლამო კამპანია დაიწყო რომლის მთავარი გზავნილია — დაიხარჯე შეივსე.

სარეკლამო კამპანიაში წყალი მთის, როგორც ბრენდი ბუნებრივი სისუფთავის, ხარისხის, განახლებისა და ენერგიის სიმბოლოა. წყალი მთის ბრომატის გარეშე შექმნილია აქტიური ადამიანებისთვის,რომლებიც მუდმივად მოძრაობენ და იციან რომ ენერგიის სრულად დახარჯვის შემდეგ აუცილებელია მისი შევსება .სწორედ ამ ფილოსოფიას იზიარებს ეს კამპანიაც. ვიზუალური გადაწყვეტა მთლიანად აგებულია მოძრაობასა და სიზუსტეზე.
წყალი მთის ბოთლის თითოეული გადაცემა მოძრაობა და პროდუქტის დაგემოვნება ერთიან და უწყვეტ დინებას ქმნის. მონტაჟი ინარჩუნებს რიტმს ისე, რომ არც ერთი წამი არ არის სტატიკური ენერგია მუდმივად მოძრაობაშია.

საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონიეროვნული თასისა და სუპერთასის მფლობელი, გამარჯვებული თასების მფლობელთა თასის და 2025 ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი კლუბის ფეხბურთელები კამპანიის მთავარი მოქმედი გმირები არიან.

კამპანიაში 2025მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები წლის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე, მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელების მესამე ადგილოსანი ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია დეზირე დუე და გონსალო რამოსი მონაწილეობენ.

სარეკლამო კამპანია კომპანია კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას ფლაგმან მთის ბრენდს ეძღვნება მთის ბრომატის გარეშე ნატურალური მინერალური წყალია და სისუფთავესთან ხარისხთან ბუნებრივ ენერგიასა და განახლების შეგრძნებასთან ასოცირდება. კამპანიის კონცეფციაც წყალი მთის, როგორც ენერგიის უწყვეტ ნაკადს ეფუძნება. სარეკლამო რგოლი გვაჩვენებს არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ იმ უხილავ ძალას რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. ამ ისტორიაში მთავარი გმირი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად წყალი მთის ბრენდია.

დაიხარჯე — შეივსე — წყალი მთის
ახალ სარეკლამო კამპანიაში მთის ბრომატის გარეშე ბრენდის პორტფელში არსებული პროდუქციის სრული ხაზია წარმოდგენილი:
წყალი მთის პეტ ბოთლი Paris Saint-Germain-ის ლოგოთი, როგორც
რეგიონული პარტნიორის ნიშნით
წყალი მთის შუშის ბოთლი — მომხმარებლისთვის უკვე კარგად
ნაცნობი შეფუთვით
სიახლე: გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი მთის
სამივე პროდუქტი სარეკლამო რგოლში ბრენდის სრულ დინამიკურ და თანამედროვე იმიჯს ქმნის.
2026 წლის კამპანიაში განსაკუთრებული ყურადღება ბრენდის ახალ ხაზს — გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს ეთმობა, რომელიც მთის
პორტფელს პრემიალურობასა და სიმდიდრეს სძენს. ახალ პროდუქტს ბუნებრივი და დახვეწილი გემო გამოარჩევს.
წყალი მთის — დაიხარჯე — შეივსე
სხვა სიახლეები
გლობალური კომპანიების ჩართულობით, მოვამზადეთ არქიტექტურული კონცეფციები და ვახორციელებთ ამ პროცესების ზედამხედველობას, რათა ინვესტორმა შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ნებართვები - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი
06.04.2026.19:20
კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის გოჩა კამკიას განცხადებით, კომპანია საერთაშორისო პრაქტიკების ანალიზის საფუძველზე ტრანსფორმირდა და ამჟამად თავს არ წარმოადგენს მხოლოდ უძრავი ქონების გამყიდველად, არამედ ბიზნეს-კონცეფციების შემთავაზებელ პლატფორმად, რომელიც ინვესტორებს ამზადებს სრულად განვითარებულ პროექტებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ გეგმებს. რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად ამცირებს ინვესტირების პროცესში საჭირო დროსა და ადმინისტრაციულ ბარიერებს.
„ამ საკითხს ორ ნაწილად დავყოფდი. პირველი ეხება ჩვენს სტრატეგიას - თუ როგორ წარვდგენილიყავით ამ უდიდეს საერთაშორისო კონკურენციაში. ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ საერთაშორისო სისტემები, მათ შორის აბუ-დაბის ADIA-ს (Abu Dhabi Investment Authority), ინდონეზიის სუვერენული განვითარების ფონდისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტივობები. ამ სამი მსხვილი კორპორაციის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოვახდინეთ ჩვენი კომპანიის სრული ტრანსფორმაცია და საერთაშორისო ასპარეზზე განახლებული სტრატეგიით წარვდექით.
რას გულისხმობს ეს? ჩვენ არ ვპოზიციონირებთ, როგორც უძრავი ქონების ან მიწის ნაკვეთების გამყიდველი კომპანია - ჩვენ ბიზნესკონცეფციების შემომთავაზებლები ვართ. ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ვანითარებთ მსოფლიოში უნიკალურ პროექტს, ხოლო, მეორე მხრივ, გვაქვს კონკრეტული ლოკაციები და მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნესგეგმები, რომლებიც დღეს საქართველოში ძალიან აქტუალურია.
გლობალური კომპანიების ჩართულობით, ჩვენ მოვამზადეთ არქიტექტურული კონცეფციები და ვახორციელებთ ამ პროცესების ზედამხედველობას, რათა ინვესტორმა შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ნებართვები. საბოლოო ჯამში, ჩვენ თითოეულ საერთაშორისო ინვესტორს ვუზოგავთ დაახლოებით ორ წელიწადს - იმ დროს, რაც, ჩვეულებრივ, ნებისმიერ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პროცედურებს სჭირდება“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია ინვესტორებს სთავაზობს გამარტივებულ, „მზა გადაწყვეტილებებზე“ დაფუძნებულ ბიზნეს-მოდელს, რომელიც ამცირებს Due Diligence-სა და ბაზარზე შესვლის დროს, ხოლო საქართველოს პოზიციონირებას ახდენს როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველ განვითარებად ბაზარს, სადაც დაბალი ბიუროკრატია და საგადასახადო გარემო კონკურენტულ უპირატესობას ქმნის.
„პირდაპირ გეტყვით, მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი იშვიათად მოიძებნება. ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ გვესმის ინვესტორების ენა და მათი მოლოდინები. ზუსტად ვიცით, რა ეკონომიკური თუ სამართლებრივი კითხვები უჩნდებათ მათ „დუ-დილიჯენსის“ (Due Diligence) პროცესში.
შესაბამისად, ჩვენ მათ მზა პასუხებითა და ე.წ. Off-the-shelf (უკვე რეგისტრირებული) კომპანიებით ვხვდებით. ვეუბნებით, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება სულ რაღაც ერთ დღეშია შესაძლებელი - ქვეყანაში, სადაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, მშპ-ის მაღალი ზრდა და ბიზნესმეგობრული გარემოა.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ განვითარებადი ბაზრის ქვეყანა ვართ და არა განვითარებული. აქ ორი კომპონენტი უნდა გამოვყოთ: ინვესტორს ხშირად განვითარებულ ბაზარზე ურჩევნია თანხის დაბანდება, რადგან იქ სისტემები და სპეციალისტები უკვე ჩამოყალიბებულია. თუმცა, განვითარებადი ბაზარი მისთვის ყოველთვის უფრო მიმზიდველია მოგების მაღალი მარჟის გამო.
რატომ იკავებენ ხოლმე ინვესტორები თავს? განვითარებად ბაზრებზე, როგორც წესი, მაღალია ბიუროკრატია და კორუფციის რისკი, ასევე იგრძნობა სპეციალისტებისა და ინტეგრირებული სისტემების ნაკლებობა. ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის სწორედ ის არის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველა ეს საკითხი მოგვარებულია. ჩვენი კომპანია აბსოლუტურად მზად არის - სამართლებრივი, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით - უმასპინძლოს მსხვილ ბიზნესს. ამ ტრანსფორმაციული სტრატეგიით შევქმენით კონკურენტული უპირატესობა, რაც განაპირობებს კიდეც იმ პროგრესსა და შედეგებს, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ“, - განმარტავს კამკია.