მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი - უფასო თიბისი ბარათით

news image

ტრადიციულად, Black Friday ასოცირდება ფასდაკლებებთან, განსაკუთრებულ შეთავაზებებთან, ბევრ შენაძენთან და რა თქმა უნდა, უფრო მეტ ხარჯთან.

თუ გინდა, რომ Black Friday უბრალოდ ხარჯების დღე კი არა, დაზოგვისა და დაგროვების შესაძლებლობაც გახდეს, ახალი თიბისი ბარათი შენთვის შესაფერისი ბარათია.

რატომ უნდა აიღო უფასო თიბისი ბარათი 28 ნოემბრამდე?

• Black Friday-ს დიდ ფასდაკლებებს დაემატება უფასო თიბისი ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები;
• ერთდროულად შეძლებ რამდენიმე შეთავაზებით ისარგებლო და რაც მთავარია, გადახდილი თანხის ნაწილი უკან დაგიბრუნდება;
• შოპინგი უფრო მომგებიანი გახდება - რაც უფრო ხშირად გამოიყენებ ბარათს, მით მეტს დააგროვებ.

რას მიიღებ უფასო თიბისი ბარათით?

• ყოველ ჯერზე, როცა ბარათით გადაიხდი საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე, თანხის 0.5%-ს მომენტალურად დაიბრუნებ;
• თუ მობაილბანკში აირჩევ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს - სურსათს, ფარმაციას ან საწვავს, ორმაგს, ანუ 1% -ს დაიბრუნებ. არჩეული კატეგორიის შეცვლა კი, თვეში ერთხელ, მობაილბანკიდან შეგეძლება;
• ერთგულ ყულაბაში ქულების ნაცვლად პირდაპირ თანხას დააგროვებ, რომელსაც ნებისმიერ დროს გადაიტან შენს ანგარიშზე და გამოიყენებ სასურველი მიზნებისთვის;

არც ის დაგავიწყდეს, რომ თიბისი ბარათი მართლა სრულიად უფასოა და არ აქვს მომსახურების საკომისიო.

გარდა დაგროვების უპირატესობებისა, უფასო თიბისი ბარათით:

• უფასოდ გაანაღდებ თვეში 2000₾-ს საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან;
• საკომისიოს გარეშე გადაიხდი თვეში 5 კომუნალურს მობაილბანკიდან;
• თვეში 2000₾-ს უფასოდ გადარიცხავ სხვა ბანკში ან პირიქით, უფასოდ გადმორიცხავ სხვა ბანკიდან, თანაც მომენტალურად.

ბარათის ყველა უპირატესობას გაეცანი ბმულზე.

უფასო თიბისი ბარათის აღება მობაილბანკიდან 30 წამში შეგიძლია. მისი გამოყენება კი, მომენტალურად - ციფრულ საფულეში დამატებისთანავე.

აიღე უფასო თიბისი ბარათი მობაილბანკიდან და მოემზადე Black Friday-ს განსაკუთრებული შეთავაზებებისთვის.

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image  „ჩელთი“ საექსპორტო არეალს აფართოებს - ახალი კონტრაქტები და გეგმები

19.11.2025.14:00

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი საექსპორტო არეალის გაფართოებას განაგრძობს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩელთის“ კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი აცხადებს, რამდენიმე დღეში ახალი კონტაქტების გაფორმება იგეგმება ინგლისშიც, რის ხარჯზე ინგლისში „ჩელთის“ გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება.

„სულ ახლახან ვიყავით London Fashion Week-ის მხარდამჭერები, სადაც გვქონდა კოლაბორაცია ბევრ ცნობილ ადამიანთან. ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, აქამდე სხვა ქართული ღვინო არ ყოფილა London Fashion Week-ის ოფიციალური მხარდამჭერი. ახლა ლონდონში ჩავდივარ იმ მიზნით, რომ გავაფორმოთ ახალი ხელშეკრულებები და გავაფართოოთ არეალი. საკმაოდ ბევრი ადამიანი გავიცანით მოდის ინდუსტრიიდანაც და ზოგადად სხვადასხვა ივენთების ორგანიზატორიც. ბოლო პერიოდში ლონდონში თანდათან ვფართოვდებით - უფრო მეტ რესტორანში და ქსელში შევედით,“ - განმარტავს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

ანა მირიანაშვილის თქმით, წელს ინგლისში „ჩელთის“ გაყიდვები 25%-იან ზრდას აჩვენებს.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ბაზარზე ბევრად უფრო მაღალ მაჩვენებლებზე გავიდეთ და უფრო მეტი ზრდა გვექნება,“ - აცხადებს მეღვინეობის ერთ-ერთი მენეჯერი.

კომპანიის 2026 წლის ძირითად გეგმებში აშშ-სა და ჩინეთის ბაზრებზე გაფართოება შედის.

„2026 წელსაც აქტიურად ვაპირებთ გამოფენებში მონაწილეობას. ასევე ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს, როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ქვეყნებში. 2026 წელს ამერიკაში გაყიდვების გაფართოებაზე ვმუშაობთ. აშშ და ჩინეთი გვყავს აღებული სტრატეგიულ მიმართულებად. ჩინეთში 2025 წელს გავაკეთეთ საკუთარი საწყობი. თუ აქამდე საწყობი გვქონდა მხოლოდ გერმანიაში, ახლა უკვე გვაქვს ჩინეთშიც,“ - ამბობს ანა მირიანაშვილი.

გერმანიისა და ჩინეთის შემდეგ „ჩელთი“ საწყობების გაკეთებას განიხილავს აზიის ერთ-ერთ ქვეყანაშიც.

„ჩინეთიდან ექსპორტი არ ხდება სხვა აზიურ ქვეყნებში, ამიტომ თუ სადმე აზიაში დაემატება საწყობი, მაგალითად, ჰონგ კონგში - ის გახდება აზიაში რეექსპორტის პუნქტიც. თუმცა ეს ჯერ იდეის დონეზე გვაქვს.

ევროპაში კი პატარ-პატარა საწყობების გაკეთება უკვე დავიწყეთ. თუ არის გარკვეული ადგილები, სადაც გერმანიიდან მიწოდება ფერხდება, ახლა უკვე პატარა პუნქტი გვაქვს. შვეიცარიაში განვაახლეთ მიწოდება, ახალი იმპორტიორი გვყავს და ახალი პარტნიორები გავიჩინეთ,“ - ამბობს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ „ჩელთის“ პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე საკმაოდ მოთხოვნადია.

„ჩვენი ღვინოები მოთხოვნადია როგორც ევროპაში, ისე აზიაში და ასევე ამერიკაში. ამ ფონზე გარკვეულ ბაზრებზე გვსურს გაზრდა,“ - აცხადებს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა