მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

დაგეგმილი გვაქვს ზღვის პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს განვითარება - „ნიკორა ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე

news image

დაგეგმილი გვაქვს ზღვის პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს განვითარება, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად „ნიკორა ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით ურუშაძემ, მომავალი წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში პურ-ფუნთუშეულის ხაზის განვითარებაც შედის.

„ჩვენ მიმდინარე მომენტისთვის განხორციელებული გაქვს დიდი ინვესტიცია და შეძენილი გვაქვს მიწის ნაკვეთი, სადაც ვგეგმავთ, რომ ავაშენოთ რამდენიმე საწარმო. დაგეგმილი გვაქვს ზღვის პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს განვითარება, ასევე პურ-ფუნთუშეულის წარმოება. მიმდინარე პროექტი რაც გვაქვს, ეს არის დიდი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, რომელმაც უნდა გაზარდოს ჩვენი შიდა მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა და გაზარდოს მისი ინტეგრაციის ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში  საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად, უფრო იაფად მივაწოდოთ პროდუქტი ჩვენს მომხმარებელს“, - აღნიშნა დავით ურუშაძემ. 

აღსანიშნავია, რომ სს “ნიკორამ“, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 120 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი ტრანშის საზით 60 მილიონი ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთად სამ თვიან TIBR-ს პლიუს 3.50%, ხოლო ვადად 5 წელი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების ინვესტორერთა წრე მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს და საქართველოს საპენსიო ფონდს. ობლიგაციებით მოზიდულ სახსრებს კი კომპანია კაპიტალური დანახარჯებისთვისა და არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფში შემავალი სს„ნიკორა ტრეიდი“ არის პირველი კომპანია ვაჭრობის სფეროში, რომელმაც 2016 წელს, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები, ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით გამოუშვა.

„ნიკორა ჯგუფი არის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების მწარმოებელი, დიტრიბუტორი და რითეილერი კომპანა. ამ ბონდების ემისიით ჩვენ ვაფინანსებით იმ იმფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ჩვენი ჯგუფის შიგნით მიმდინარეობს. პროექტები შეეხება როგორც ზრდას საწარმოო რესურზებში ასევე ლოგისტიკური კუთხით ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობას. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის 120 მლნ-იანი ინვესტიციის პირველი ტრანში. პირველი ტრანშით ძირითადად ხდება წინარე ემიტირებული ბონდების რეფინანსირება და ნარჩენი ნაწილით ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ხოლო მეორე ტრანშით, რომელიც მომდევნო წლებში გაქვს დაგეგმილი, მოხდება ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა“, - განაცხადა ნიკორა ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილემ. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას - „მარაქა“

07.10.2025.14:00

მარაქა არის კომპანია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულით ამზადებს მრავალფეროვან ტკბილეულს. მეტი ინფორამციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს მაია მუჩიაშვილს ესაუბრა.

„საქმიანობა 2022 წელს დავიწყე, USAID ქალთა გაძლიერების პროგრამის ხელშეწყობით. კომპანიის სახელწოდების ინსპირაციაც ამ პროექტმა მომცა.
სიტყვა "მარაქა" - ს განმარტება გახლავთ - ქალთა გაერთიანება ლხინში და მე, როგორც ქალთა გაძლიერების პროგრამის მონაწილემ ჩემი კომპანიის სახელად ეს სიტყვა შევარჩიე. შემდგომ უკვე პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენს ლოზუნგად დამკვიდრდა ფრაზა „ჯანსაღი ცხოვრების ტკბილი გემო" “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„მარაქას“ ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ ტკბილეულს.

„ჩემი წარმოება მოიცავს ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ ტკბილეულს, უშაქრო, უგლუტენო, ულაქტოზო ვეგანურ ხაზს, ჯანსაღ სნექებს, პროტეინ ბარებს, სადღესასწაულო ტორტებსა და ნამცხვრებს.


ტკბილეული და კარგი დესერტი ყველას უყვარს, ამიტომ განურჩევლად ყველას, მიუხედავად ზოგიერთი კვებითი შეზღუდვებისა თუ ჩვევებისა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა მიირთვას გემრიელი და ჯანსაღი ტკბილეული. ჯერჯერობით მცირე წარმოება მაქვს, გაყიდვებით მხოლოდ ონლაინ შემოვიფარგლები. საქმიანობაში მხოლოდ ოჯახის წევრები ვართ ჩართულნი.
საკმაოდ დიდია გამოწვევები, უმთავრესად ფინანსების მხრივ და კარგი იქნება თუ უფრო მეტი პროექტი და გრანტი იქნება „მარაქას“ მსგავსი ბიზნესების წასახალისებლად “, - აცხადებს მაია მუჩიაშვილი.

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა წარმოებაში ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებაა.

„დღესდღეობით მზარდია მოთხოვნა ჯანსაღ საკვებზე, უშაქრო, უგლუტენო, ულაქტოზო, ვეგანურ ტკბილეულზე. ვფიქრობ ჩემი საქმიანობა გარკვეულწილად სოციალური პასუხისმგებლობაცაა. ვინაიდან, მსგავსი ტიპის საკვებზე მოთხოვნა მხოლოდ „ტრენდი“ არ არის, არამედ ხშირ შემთხვევაში საჭიროებაა.
ჩვენს კონკურენტუნარობას ისიც ჰმატებს ფასს, რომ წარმოებაში მაქსიმალურად ვიყენებთ ადგილობრივი წარმოების ნედლეულს. ვთანამშრომლობთ ქართველ ფერმერებთან “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.


„მარაქა“ სამომავლოდ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვინაიდან მსგავსი ტიპის ტკბილეულის წარმოება და შემდგომ სარეალიზაციო ფასი შედარებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ტკბილეულის, ამიტომ ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს წარმოებაში დაგვემატება პატარა სადღესასწაულო ტორტები, ე.წ. ბენტო ტორტები, რათქმა უნდა უშაქრო, უგლუტენო, ულაქტოზო, ვეგანური.


ახალ წელს შევხვდებით ჩვენი ჯანჯაფილის ორცხობილებით. აქამდე მხოლოდ ხელით მოხატული ვერსიები გვქონდა. ახლა უკვე გვექნება შესაბამისი პრინტერი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ორცხობილებზე და ბენტო ტორტზე დავიტანოთ სასურველი ნახატი, რომელიც იქნება უშაქრო, უგლუტენო, ვეგანური, აგრეთვე ქაშერული და ჰალალი, ვინაიდან პრინტერს, რომელიც მსოფლიო პროექტების ორგანიზაციის გრანტის მოპოვების შემდგომ შევიძინეთ გააჩნია აღნიშნული სერტიფიკატი.

სამომავლო გეგმებში გვაქვს ჩვენი ჯანსაღი სნექების დაბრენდვა და სპორტ დარბაზებში, სასკოლო კვების სივრცეებში, კაფეებში, დრაივ მარკეტებში შეტანა.

ცნობისთვის, პროდუქტი მზადდება შეკვეთის საფუძველზე. საჭიროა დაკავშირება მინიმუმ ორი დღით ადრე მოხდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა