მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7100.5
0.0107
flag
AZN 1.5746
-0.0006
flag
CNY 38.769
-0.0013
flag
EUR 3.1566
-0.0126
flag
GBP 3.6109
-0.0242
flag
KZT 54.37
-0.0032
flag
TRY 0.0612
0
flag
USD 2.6769
-0.0009

დაფარვის არეალს ვაფართოვებთ, გამოვჩნდებით იმ ქალაქებში, სადაც მანამდე არ ვიყავით - იუსტიციის სახლის თავმჯდომარე

news image

იუსტიციის სახლის გაფართოება და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება უახლოესი პერიოდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სახლი სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს და მისი განვითარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

ვახტანგ ჟვანიას განცხადებით, ტექნოლოგიების გარეშე სწრაფი და ეფექტიანი განვითარება უკვე წარმოუდგენელია. 

„იუსტიციის სახლი არის დაწესებულება, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის და ზოგადად სახელმწიფოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი - თითოეულ ჩვენგანზე პირდაპირ პროპორციულად აისახება. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, სახელმწიფოში ეკონომიკა ვიტარდება, უმუშევრობის დონე მცირდება და ბუნებრივია ამ პროცესს იუსტიციის სახლიც ვერ ჩამორჩება. იუსტიციის სახლი ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულად არის განწყობილი და ამას თავისი საფუძვლებიც გააჩნია. პირველ რიგში ის, რომ ბიზნესს სჭირდება სერვისებზე წვდომა,მე საუბარი მაქვს სახელმწიფო სერვისებზე და რაც უფრო მარტივად აქვს მას ეს წვდომა ბიზნესიც მარტივად ვითარდება ანუ სიახლეებს სწრაფად ნერგავს.

აქედან გამომდინარე ჩვენი სამომავლო გეგმები ეფუძნება სხვადასხვა მიმართულებებს. რაოდენობრივად გავიზრდებით - დაფარვის არეალს ვაფართოვებთ. გამოვჩნდებით იმ ქალაქებში, სადაც მანამდე არ ვიყავით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს სახლთან ახლოს, ბევრად უფრო მარტივად ექნება წვდომა იმ 500-მდე სერვისზე, რომელიც დღეს ამ მომენტისთვის იუსტიციის სახლში არის ხელმისაწვდომი. ასევე, შეუძლებელია ჩვენ არ ვიმუშაოთ ყოველდღიურ რეჟიმში ხარისხზე, იმიტომ, რომ სადაც იუსტიციის სახლია პირველ რიგში უნდა გვახსენდებოდეს და ვფიქრობდეთ ხარისხიან სერვისზე. აქედან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ჩვენი თანამშრომლების პროფესიული განვითარება და ეს ბუნებრივია უწყვეტად გაგრძელდება. 

დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე გადავდგათ სწრაფი ნაბიჯები. ამიტომ 2026 წელი იქნება სელი, როცა საზოგადოებას ძალიან ბევრ სიახლეს შევთავაზებთ, რომელიც ეხება სერვისების გაცემის პროცესში თანამედროვე, უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებას“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია პირველი ქართული ჟელიბონის მწარმოებელი კომპანია „ჟელიუსის“ სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა

20.02.2026.12:00

Jellius • ჟელიუსი ნატურალურ პროდუქტზე დამზადებული ჟელიბონების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ერთი წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. Business Insider Georgia მეტი ინფორმაციისთვის კომპანიის დამფუძნებელს თათია გოგრიჭიანს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ბაზარზე პირველად ერთი წლის წინ, იანვარში გამოვჩნდით. რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი შეკვეთა მივიღეთ და დავამზადეთ, თუმცა მოგვიწია საქმიანობის შეწყვეტა. წელს მუშაობა განვაახლეთ და იმედი გვაქვს, აქტიურად გავაგრძელებთ ოპერირებას.

მომხმარებელს ვთავაზობთ ნატურალურ ჟელიუსებს/ჟელიბონებს ყოველგვარი ქიმიის, ემულგატორების, კონსერვანტების, ფერის ან გემოს გამაძლიერებლების გარეშე.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენი ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. არაერთი ცდისა და ექსპერიმენტის შედეგად შევიმუშავეთ განსხვავებული და გამორჩეული გემოები.

გვაქვს თითქმის ყველა სახეობის ხილი, ასევე შოკოლადი მრავალი შიგთავსით, მათ შორის „რაფაელო“ და „ბაუნტი“. გვაქვს სრულიად უშაქრო პროდუქციაც. გარდა ამისა, ვამზადებთ თაფლსა და ყურძენს ნიგვზით ან თხილით. უფროსებს კი ვთავაზობთ ყავისა და ალკოჰოლის სხვადასხვა სახეობას.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა პროდუქციის ნატურალურობა და სიჯანსაღეა. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია პირველია ბაზარზე, რომელმაც ქართული ჟელიბონი შექმნა.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?

ახლო მომავალში ვგეგმავთ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას. სამომავლოდ კი თუ ან სპონსორი გამოჩნდა ან თავად მოვახერხეთ  გვაქვს გაფართოების სურვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა