დაესწარი ვებინარს და გაიგე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ სტიპენდიატებს ავლენს და მათ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კი საქართველოს ბანკი 19 სექტემბერს, 19:00 საათზე ონლაინ შეხვედრას მართავს.
CHEVENING-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი - ლუკა ხუნდაძე და CHEVENING-ის პროგრამის კოორდინატორი - ვიკა ზამთარაძე მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გაუზიარებენ. კერძოდ, ვებინარის მონაწილეები გაიგებენ:
• როგორ მოიპოვონ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში;
• როგორ მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის შესახებ;
• მოისმენენ რჩევებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: http://go.bog.ge/46uENpo
აპლიკაციის შევსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
სხვა სიახლეები
16.09.2025.18:00
გადამზიდავი კომპანია WeJet • ვიჯეთ-ი საქმიანობის არეალს აფართოებს და „ვიჯეთ ბიზნეს თრეველის“ სერვისს ამატებს. როგორც Business Insider Georgia-სთან WeJet-ის დირექტორმა, ლაშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, ახალი სერვისი ჩინურ ბიზნეს სამყაროს ახლოდან გაცნობას ითვალისწინებს და მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს უშუალოდ გაეცნონ ჩინურ ბიზნეს გარემოს და დაამყარონ პირდაპირი კავშირები. სერვისი განკუთვნილია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ასევე მსხვილი კომპანიებისა და სტარტაპებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალი პარტნიორობების დამყარებითა და საერთაშორისო კავშირების გაფართოებით.
WeJet მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს არა მხოლოდ ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, არამედ ბიზნესის განვითარების ახალ მიმართულებებსაც. „ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ შექმნილია იმისთვის, რომ ქართველ მეწარმეებს მისცეს შესაძლებლობა უშუალოდ გაეცნონ ჩინეთის ბაზარს, დაამყარონ ახალი ურთიერთობები და მიიღონ რეალური, პრაქტიკული სარგებელი.
„WeJet ბაზარზე პირველია, ვინც ეს სერვისი შემოიტანა. მოთხოვნა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენს მომხმარებლებს სურდათ ჩინეთში საქმიანი ვიზიტები. მათ სურდათ წასვლა, თუმცა არსებობდა გარკვეული ბარიერები. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაა, ენობრივი ბარიერი იმდენად დიდია, რომ ბევრი ფერხდება და უჭირს გადაწყვეტილების მიღება.
დღეისათვის ეს ადამიანები ონლაინ ყიდულობენ დანადგარებს და სხვადასხვა პროდუქციას, ახლა კი მათ ვთავაზობთ სრულ სერვისს: WeJet-ის მეშვეობით ბილეთის დაჯავშნიდან და ტრანსფერით დაწყებული ქარხნებსა და საწარმოებში ვიზიტებით, ადგილობრივი კომპანიების მენეჯმენტთან შეხვედრებითა და გამოფენებზე მიყვანით დასრულებული. ყველაფერი ორგანიზებული იქნება პროფესიონალი გიდების მეშვეობით.
ვინაიდან ჩვენ ვართ გადამზიდავები, ჩვენი ინტერესი არის ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება. შესაბამისად, ახალი სერვისის დამატება ემსახურება სწორედ ამ მიზანს როდესაც მომხმარებელი ჩინეთში რომელიმე პროდუქტით დაინტერესდება, ჩვენ ვიზრუნებთ მის ტრანსპორტირებაზე საქართველოში, იმ გზით, რომელიც მისთვის იქნება ყველაზე მოსახერხებელი: საჰაერო, საზღვაო თუ სარკინიგზო.
ამ სერვისს უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. ძალიან ბევრი მოთხოვნა შემოვიდა და ჯავშნებიც უკვე მივიღეთ. ჩინეთში „კანტონის“ გამოფენა 15 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე იმართება, და ამ გამოფენაზე წასასვლელად უკვე 10 სუბიექტის ჯავშანია დაფიქსირებული.
მომხმარებლების მხრიდან მიღებული უკუკავშირი დადებითია. გვეუბნებიან, რომ ჩინეთში საქმიანი ვიზიტის სურვილი მუდამ ჰქონდათ,“ - აცხადებს WeJet-ის დირექტორი.
WeJet-ის მაგალითზე, 2025 წელს ჩინეთიდან გადმოზიდვები 70%-იან ზრდას აჩვენებს. ჩინეთიდან გადმოზიდვებისთვის პიკური პერიოდი ნოემბერია, და როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ზრდა უკვე დაწყებულია.
გასულ წელთან შედარებით, WeJet-ს მომსახურების ტარიფების კორექტირება არ მოუხდენია.