მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
-0.0082
flag
AZN 1.5923
-0.0003
flag
CNY 38.07
-0.0005
flag
EUR 3.1342
-0.0025
flag
GBP 3.5514
-0.0085
flag
KZT 52.22
0.0022
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7073
-0.0005

დაესწარი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსის- AI სტიპენდიის შესახებ და გაიგე როგორ მოიპოვო 100% იანი დაფინანსება საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- AI სტიპენდია შეიქმნა. 

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი. 

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის  30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სწორედ ამ კურსებთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და პარტნიორი აკადემიების წარმომადგენლები გამართავენ ონლაინ შეხვედრას, სადაც დაინტერესებულ  ქალებს დეტალურად მოუყვებიან პროექტის შესახებ. 

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ  რეგისტრაცია ბმულზე:  

რაც შეეხება ბანკის პარტნიორ აკადემიებს, რომლებიც ჩართული არიან ამ სასტიპენდიო პროგრამაში,  სია  ასე გამოიყურება: 

  • სმარტ აკადემია – Smart Academy;
  • თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
  • ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
  • ეჯაილ სქული – AgileSchool;
  • სქილვილი – Skillwill;
  • სქეილაფი – ScaleUp.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომხმარებლებს ვთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ისინი ყოველ შენაძენზე აგროვებენ თანხას ან იღებენ დამატებით ფასდაკლებებს - Felino - milano

20.11.2025.12:00

“ფელინო - მილანო” იტალიური სამკაულების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელსა და Art დირექტორს, თათა ენუქიძეს ესაუბრა.


„კომპანია „ფელინო მილანო" არის იტალიური სამკაულების მაღაზიათა ქსელი, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან და ამ დროისთვის წარმოდგენილია თბილისში 4 ლოკაციაზე :

• ი.აბაშიძის 38 -ვაკის შოურუმი ;
• თბილისი მოლი ;
• საბურთალოს სითი მოლი;
• გლდანის სითი მოლი.

ჩვენი სამკაულები იტალიაში მზადდება. გვაქვს ოქროს და ვერცხლის VIP-კოლექციები, რომლებიც ექსკლუზიურია და ასევე ბრილიანტის სერთიფიცირებული მოდელები. სამკაული გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებისთვის.

F E L I N O Milano აერთიანებს ყველა სახის სამკაულს − ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ქალბატონებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ „ფელინოს" კოლექციები გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ქარხნული დამუშავებით, ოქროს ნაკეთობებში - ფილიგრანული და ალმასური დამუშავებით; ვერცხლის სამკაულში კი გამოყენებული თვლები სხვადასხვა პოპულარული ბრილიანტისებრი, წახნაგური ჭრებითაა შესრულებული, რომელიც დამატებით ეფექტს იძლევა და უნიკალურს ხდის ჩვენს სამკაულს. "ფელინოს" კოლექციების შერჩევა ევროპული ტრენდების მიხედვით ხდება. მომხმარებლებს ფოტოსესიებისა თუ სხვადასხვა პოსტის მეშვეობით ვთავაზობთ პოპულარულ Look-ებს, რაც დამეთანხმებით, დამატებითი კომფორტია.

მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენი მომხმარებელი „ფელინოს" მეგობარი ხდება. მათ აქვთ საშუალება, საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ ორიგინალური სამკაული ჩვენი კოლექციიდან. F E L I N O Milano-ს აქსესუარები ჩვენს მომხმარებელს გამორჩეულს ხდის. მუდამ ვთავაზობთ მათ ბენეფიტებს და ინოვაციებს. სწორედ ასეთია ჩვენი ლოიალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ყოველ შენაძენზე აგროვებენ თანხას ან დამატებით ფასდაკლებებს. მსგავსი არცერთ საიუვილერო ქსელს არ გააჩნია და ამით ძალიან კმაყოფილია მომხმარებელი.

ჩვენს თანამშრომლებს, გავლილი აქვთ არაერთი ტრენინგი და კურსი, არიან გამორჩეულები საკუთარი ცოდნითა და მომხმარებელთან განსაკუთრებული მიდგომით. ისინი ცდილობენ, ჩვენთან მოსულ თითოეულ ადამიანს თავი აგრძნობინონ განსაკუთრებულად.

მომხმარებელს ვაცნობთ და ვუხსნით სამკაულის ყველა მახასიათებელს, რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობთ, მათი საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას. ასევე, აქტიურად ვმართავთ სოციალურ მედიაგვერდებს და ვცდილობთ საინტერესო კონტენტი შევქმნათ.

სამომავლოდ, ვგეგმავთ რამდენიმე ფილიალის დამატებას თბილისსა და რეგიონებში. ასევე, შემოგვთავაზეს წარმომადგენლობა უცხოეთში, რაზეც ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ “, - აცხადებს თათა ენუქიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა