მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7077.8
-0.0005
flag
AZN 1.5949
0.0008
flag
CNY 38.065
0.0016
flag
EUR 3.1863
0.0003
flag
GBP 3.6475
-0.0042
flag
KZT 49.99
-0.0005
flag
TRY 0.0654
0
flag
USD 2.7113
0.0003

დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

news image

28 სექტემბერს, წალკის რაიონის დაბა ბედიანი ცოცვის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიება ბედიანის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება.

ცოცვის ფესტივალზე შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება - 8-10 და 11-13 წლის მოზარდებს შორის. თუმცა, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ფესტივალის ფარგლებში, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.

ამასთან, ფესტივალმა საფუძველი ჩაუყარა სპორტული ცოცვის პირველი ბანაკის არსებობას, რაც სპორტსმენებს საშუალებას აძლევს ივარჯიშონ და იზრუნონ საკუთარ სპორტულ კარიერაზე.

ფესტივალში მონაწილეობით, თიბისი მხარს უჭერს ახალი თაობის სპორტით დაინტერესებას და სპორტის ამ სახეობის - ცოცვის პოპულარიზაციას. მითუმეტეს, რომ ცოცვა სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ხელს უწყობს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

გელოდებით - ფესტივალის კარი დაბა ბედიანში კვირას, 28 სექტემბერს, 12:00 საათიდან გაიღება. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 9%-ითაა გაზრდილი

26.09.2025.00:01

ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 9%-ითაა გაზრდილი. სახელმწიფო ელექტროსისტემის (gse) საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქართლის ქარის ელ.სადგურის გამომუშავებამ 56,54 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 51,68 მლნ კვტ/სთ.

მიმდინარე წელს ელექტროსადგურმა ყველაზე მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში მოახერხა, სულ 9,04 მლნ კვტ/სთ.

რაც შეეხება ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის წლიური სტატისტიკა ასე გამოიყურება:

2023 წელი - 86,12 მლნ კვტ/სთ

2022 წელი - 87,49 მლნ კვტ/სთ

2021 წელი - 83,4 მლნ კვტ/სთ

2000 წელი - 90.8 მლნ კვტ/სთ

2019 წელი - 84.7 მლნ კვტ/სთ

2018 წელი  - 84.3 მლნ კვტ/სთ

2017 წელი - 87.8 მლნ კვტ/სთ.

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა გამომუშავება 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ორ თვეში 9.0 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლის რეგიონში, გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი სიმძლავრე 20,7 მგვტ-ია. ქართლის ქარის ელექტროსადგური​ს მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 6 იანვარს გაიცა, ხოლო დასრულდა 2019 წლის 19 სექტემბერს.

ინვესტიციის მოცულობამ 29.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის განმახორციელებელია კომპანია „ქართლის ქარის ელექტროსადგური“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა