დააგროვეთ 5-ჯერ მეტი PLUS ქულა City Mall-ში
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მის პარტნიორ City Mall-თან ერთად, PLUS ბარათის მფლობელებს 30 მაისს სპეციალურ შეთავაზება მოუმზადა.
შეთავაზების ფარგლებში, სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანის ნებისმიერ ობიექტში, PLUS ბარათით მინიმუმ 50 ლარის გადახდის შემთხვევაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ 5-ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვონ. (მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულა)
თუ ჯერ არ გაქვთ PLUS ბარათი, მისი შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ. საქართველოს ბანკის მობილბანკში, ფიზიკური ბარათის შერჩევის შემთხვევაში, მას ბანკის სასურველ ფილიალში მიიღებთ, ციფრული PLUS ბარათის გააქტიურება კი წამებში, მობილბანკიდან არის შესაძლებელი.
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სითი მოლის მისამართები:
სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70;
სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).