მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

CrystalOne.ge — კრისტალის” ონლაინკაბინეტს ახალი სერვისები დაემატა

news image

მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ კრისტალი აქტიურად აგრძელებს დისტანციური მომსახურების არხებისა თუ სერვისების განვითარებას. კომპანია მომხმარებლებს ამჯერად ონლაინკაბინეტის ახალ პლატფორმაზე CrystalOne.ge -ზე, ახალ სერვისებს სთავაზობს.

პლატფორმის დახმარებით, კომპანიის დისტანციური სერვისების მიღება კრისტალის არსებული მომხმარებლების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია. მათ საშუალება აქვთ გაიარონ რეგისტრაცია კრისტალის ონლაინ კაბინეტის პლატფორმაზე, გახდნენ კრისტალის მოხმარებლები  და ისარგებლონ სასურველი დისტანციური მომსახურებით.

აღნიშნული სერვისი მომხმარებლებს  შესაძლებლობას აძლევს, ფილიალში ვიზიტის გარეშე, დისტანციურად მოითხოვონ ავტოსესხი და ავტოლომბარდი, წარადგინონ სესხის და ლიზინგის განაცხადი და ასევე დისტანციურად მიიღონ მათზე პირველადი პასუხები. ამას გარდა, ონლაინკაბინეტის პლატფორმა “კრისტალში” არსებული აქტიური ვალდებულებების — სესხების, განვადების,  ლომბარდის, საინვესტიციო პროდუქტის გრაფიკისა და ხელშეკრულებების რეალურ რეჟიმში კონტროლის საშუალებასაც იძლევა.

საგულისხმოა, რომ CrystalOne.ge-ზე რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კრისტალის ციფრულ არხში (AKIDO) დამტკიცებული ნებისმიერი პროდუქტის განაცხადის ხელშეკრულებებზე ხელმოწერა ელექტრონულად, რაც კიდევ უფრო ზოგავს მის დროს, მეტად კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის კომპანიის სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობის პროცესს.

ონლაინკაბინეტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი  მომხმარებლისთვის. პლატფორმის განვითარებაზე მუშაობა გრძელდება და მას ეტაპობრივად სხვა დისტანციური პროდუქტები, სერვისები და სასარგებლო შეთავაზებები დაემატება.

დისტანციური მომსახურების არხების გამრავალფეროვნება, სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, დახვეწა და განვითარება “კრისტალის” ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. მისი პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.

კრისტალისთვის მნიშვნელოვანია საბანკო პროცედურებსა და სტანდარტებს მაქსიმალურად მოერგოს, რათა მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს სერვისებითა და პროდუქტებით, მათ შორის თანამედროვე და მრავალფეროვანი დისტანციური არხებით, ზედმიწევნით უპასუხოს.

#შენი შესაძლებლობების ბანკი

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image UNIDELTA- ინოვაცია და სანდოობა იტალიური სტანდარტით

08.05.2025.15:27

51 წელი ბიზნესში და ექსპორტი 90-ზე მეტ ქვეყანაში - ეს უნიდელტაა. კომპანია  1973 წელს დაარსდაიტალიაში, ქალაქ ვესტონეში და თავდაპირველად სპეციალიზირდებოდა პოლიეთილენის მილების წარმოებაში. დღეს უნიდელტა  ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომელიც გამოიყენება სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებში, გათბობის სისტემებში და სხვა საინჟინრო ქსელებში.

კომპანიამ მალევე მოიპოვა წარმატება და დღეს მისი პროდუქცია გამოიყენება მთელ მსოფლიოში. Unidelta-ს პროდუქცია იტალიაშია დამზადებული და აკმაყოფილებს ISO 9001:2015 ხარისხის სტანდარტებს. უნიდელტა იმ ბრენდების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებისთვისაც ხარისხი უპირველესია, შესაბამისად, თითოეული პროდუქტი ჩვენთან მოსვლამდე უამრავ შემოწმებას გადის. პროდუქცია სრულად და ექსკლუზიურად იწარმოება მათ საწარმოებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოებული პქოდუქცია იტესტება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება მომხმარებლებს.

უნიდელტას ბრენდის ქვეშ შეხვდებით ისეთ მნიშვნელოვან მასალას, როგორიცაა მეტალოპლასტმასის შეფუთული მილი. ის მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ცენტრალური გათბობის სისტემის გაკეთებისას. მისი გამოყენება უსაფრთხოა, არის პრაქტიკული და მარტივად დასამონტაჟებელი.

 

 

პროდუქციის უპირატესობებია:

  • 5 ფენიანი მილი;
  • ფენები გამოირჩევა მაღალი ხარისხის წებოვნებით;
  • თითოეული ფენა გამოირჩევა მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადობით;
  • არის ანტიკოროზიული;
  • ინარჩუნებს ყველა თვისებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში;
  • შეიცავს მაღალი ხარისხის ალუმინის ორ ფენას;

 

უნიდელტას პროდუქცია 90-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს და კომპანია რეგულარულად მონაწიელობს ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა ISH Frankfurt და WETEX Dubai. 

გორგია უნიდელტასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნული ბრენდის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია გორგიას ყველა ფილიალში, ონლაინ- GORGIA.GE-ზე და ახლა უკვე აპლიკაციაშიც.

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა