Creator Summit 2025 იწყება - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Creator Summit 2025-ის მხარდამჭერია.
Creator Summit კრეატორების ეკოსისტემისა და ეკონომიკის განვითარებისთვის შექმნილი ღონისძიებაა, რომელიც Creator Academy-ის მიერ ხორციელდება.
სამიტი თავს უყრის ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ბრენდის წარმომადგენლებს და ქმნის სივრცეს, სადაც ისინი მონაწილეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას პრეზენტაციების, პანელური დისკუსიებისა და ვოქრშოპების ფორმატში უზიარებენ.
„საქართველოს ბანკი აქტიურად უწყობს ხელს თანამედროვე ციფრული ინდუსტრიების განვითარებას, YouTube ეკოსისტემის გაძლიერება კი ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით კი სხვადასხვა ინიციატივებს ვახორციელებთ, წელს კი Creator Summit 2025-ის მხარდამჭერები ვართ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ საქართველოში YouTube კომუნის გაძლიერების პროცესში, რადგან გვჯერა, რომ ქვეყანაში კრეატორობის კულტურის განვითარების დიდი პოტენციალია. ამიტომ, მოვიწოდებთ დაინტერესებულ პირებს, დაესწრონ ღონისძიებას და განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
“ეს არის პირველი ღონისძიება საქართველოში, რომელიც კრეატორებს პროფესიულ სივრცეში აერთიანებს და აძლევს შესაძლებლობას, გაცვალონ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და აღმოჩენები. ამ პროცესის ნაწილად ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც თითოეული კრეატორის, ისე მთლიანი ინდუსტრიის წინსვლისთვის.სამიტზე კრეატორებს საშუალება მიეცემათ, იპოვონ პასუხები მათთვის საინტერესო პროფესიულ შეკითხვებზე და გაიზიარონ როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური გამოცდილება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვიპოვოთ თანამოაზრეები, ვისთან ერთადაც უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევძლებთ ქართული კრეატორ ეკოსისტემის განვითარებას”, - აღნიშნავს გიორგი დანელია, კრეატორ სამიტის ორგანიზატორი.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
ცვლილებები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს სებ-ში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი წევრები - Money Movers-ის დირექტორი
11.12.2025.14:10
ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Money Movers-ის დირექტორი კახაბერ საკანელაშვილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით წერს. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გახდნენ.
„პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტი.
ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია – გვეძლევა შესაძლებლობა, ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გავხდეთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ბანკებზე.
ცვლილებები მნიშვნელოვან საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს, ეროვნულ ბანკში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და პირდაპირი წევრები.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სექტორის ინსტიტუციური გაძლიერების, კონკურენციის ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ“, - წერს კახაბერ საკანელაშვილი.