Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.
ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ.გამარჯვებულის ვინაობის გასაგებად და მათი ფინალური დავალებების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.youtube.com/@argacherde
ინფორმაციისთვის, პროექტის გამარჯვებულის გამოვლენა ჟიურისა და მაყურებლების შეფასების შედეგად მოხდა.
მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს აფასებდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ და ახალ დავალებებს აძლევდნენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავდა მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებდა და დავალების შესრულებაში ეხმარებოდა.
„ბოლო წლებში YouTube საქართველოში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და იზრდება ინტერესი როგორც მაყურებლების, ისე ბრენდების მხრიდან. სწორედ ამ ტენდენციაზე პასუხად, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შეიქმნა პირველი ქართული YouTube რეალითი შოუ Creator. პროექტის რვა ეპიზოდის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაეცნო საინტერესო მონაწილეები, გაეზიარებინა ცნობილი კრეატორების გამოცდილება და მიეღო პრაქტიკული რჩევები კონტენტის შექმნის შესახებ,“ - აღნიშნავს აჩი ცენტერაძე, Creator-ის პროექტის თანაავტორი.
“საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს ქართული YouTube ეკოსისტემის გაძლიერებას და კრეატორების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პროექტი Creator-ი, რომელმაც დამწყებ კრეატორებს მისცა შესაძლებლობა, მენტორებისა და ჟიურის წევრების დახმარებით პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგათ კონტენტის შექმნის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ Creator-ი იქცა დამატებით ინსპირაციად ადამიანებისთვის და მალე YouTube ეკოსისტემაში კიდევ უფრო მეტ ახალ, საინტერესო კრეატორს ვიხილავთ“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
შთამბეჭდავი რიცხვები, საერთაშორისო წარმატება და ახალი პროდუქტები - 2025 წელი Self.HR-ში
02.02.2026.10:00
Self.HR ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2021 წლიდან ქმნის ინოვაციურ, ციფრულ პლატფორმას HR პროცესების ავტომატიზაციისა და გამარტივებისთვის. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის თანადამფუძნებელს, ნინო ფეიქრიშვილს ესაუბრა.
როგორ აფასებთ 2025 წელს?
Self.HR ქართული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის. ჩვენი მისია მარტივია: ტექნოლოგიების დახმარებით გავუმარტივოთ ორგანიზაციებს ბიზნეს პროცესების მართვა და შევამციროთ რუტინულ დავალებებზე დახარჯული დრო და ფინანსური რესურსი.
სწორედ ამ ხედვამ და ბაზრის საჭიროებებზე მუდმივმა ფოკუსმა განსაზღვრა Self.HR-ის განვითარების ტემპი 2025 წელს. ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს იყო ბიზნესის ზრდის წელი, რაზეც მეტყველებს ჩვენი რიცხვითი მაჩვენებლებიც.
2025 წელს ჩვენი პორტფელი 860 კომპანიიდან 1200 კომპანიამდე გაიზარდა. MRR-ის ზრდა კი 45% გვქონდა. ამასთან, რამდენიმე ახალ ქვეყანაში დაიწყეს ჩვენი სისტემით სარგებლობა, რაც მომავალში ვფიქრობთ, საგრძნობლად გაზრდის ამ მაჩვენებლებს. დინამიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში და რეგიონში ბიზნესის ავტომატიზაციის ტექნოლოგიურ ხელსაწყოებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ჩვენც ახალი პროდუქტების შექმნით ვცდილობთ ვუპასუხოთ ბაზრის ახალ საჭიროებებს.
2025 წელს ორი უმსხვილესი და კომერციულად ძალიან წარმატებული პროდუქტი ჩავუშვით - Self Recruit და Self Payroll.
სწორ დროს სწორი ადამიანების აყვანა დღეს ყველა ბიზნესის მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ 2025 წელს შევქმენით Self Recruit-ი, რომელიც ეხმარება კომპანიებს AI-ის დახმარებით მარტივად მართონ კანდიდატთა შერჩევის პროცესი, სწრაფად იპოვონ საუკეთესო თანამშრომლები და აქვე, იმავე სისტემაში დაიწყონ მათი ონბორდინგი.
სულ რაღაც 6 თვეში Self Recruit-ს უკვე 130-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია იყენებს, მათ შორის, ისეთი მსხვილი კომპანიები როგორებიცაა: გალფი, ავერსი, მაგნიტი, დრესაპი, არდი, სპარი, ისიპარი, GMT ჰოსპიტალითი და სხვა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ Self Recruit წლის ყველაზე წარმატებული პროექტია.
მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტა, რომელიც ბიზნესს პროცესების გასამარტივებლად შევთავაზეთ, არის ხელფასების ავტომატიზაციის პროდუქტი - Self Payroll.
დამეთანხმებით, ძალიან რთული და რუტინული პროცესია კომპანიებში ხელფასების სწორი პოლიტიკის შემუშავება, ხელფასების დათვლა და ანაზღაურების უშეცდომოდ ჩარიცხვა. ვფიქრობთ, 2025 წელს კომპანიებისთვის ისეთი პროდუქტი შევქმენით, რომელიც თითის ერთი შეხებით ითვლის თანამშრომელთა ხელფასებს და ამზადებს ჩასარიცხ ფაილს.
Self Payroll მარტივად ითვლის:
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისტემა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, სისტემაში თვითონ განსაზღვრონ ხელფასის დაანგარიშების ფორმულები და გამოთვლის ლოგიკები და უშეცდომოდ, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ჩარიცხონ თანხები.
2025 წელს განახლების შემდეგ არაერთმა ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ საერთაშორისო ფეიროლ პლატფორმებიდან ქართულ პროდუქტზე Self Payroll-ზე გადმოინაცვლა, რაც ჩვენთვის დიდი ნდობისა და განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველოში შესაძლებელია შევქნათ ციფრული პროდუქტები, რომლებიც არა თუ ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქტებს, არამედ იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. დღეს Self Payroll-ით 300-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.
არ მინდა გამომრჩეს ჩვენი 2025 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. Self.HR გახდა პირველი ქართული HR აპლიკაციაა, რომელიც სამ საერთაშორისო ISO სერტიფიკატს ფლობს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. 2025 წელს განვაახლეთ ISO/IEC 27001 სერტიფიკატი და გადავედით მის უახლეს ვერსიაზე - ISO/IEC 27001:2022 და დავიმატეთ კიდევ ორი საერთაშორისო სერტიფიკატი - ISO/IEC 27017 და ISO/IEC 27018.
2025 წლის დასაწყისში რიცხვებთან ერთად ერთი მთავარი ამოცანა დავისახეთ. ამ წელს კომპანიების HR მენეჯერებისთვის დამატებით 20%-ით უნდა შეგვემცირებინა რუტინულ საქმეებზე დახარჯული დრო, ხოლო კომპანიებისთვის 30%-ით საოპერაციო ხარჯი. ვფიქრობ, ეს მიზანიც მიღწეულია.
როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების / სერვისების ზრდის მიმართულებით?
2026 წელს ჩვენი ტექნიკური გუნდი აგრძელებს მუშაობას ჩვენს მთავარ პროექტზე, AI ტრანსფორმაციაზე, რაც გულისხმობს Self.HR სისტემის ყველა მოდულში ხელოვნური ინტელექტის ჩაშენებას. ჩვენი ამოცანაა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გავამარტივოთ დიდი მონაცემების დამუშავება, ანალიტიკა და მნიშვნელოვნად შევამციროთ HR გუნდისთვის რუტინულ დავალებებზე დახარჯული დრო.
დღეს AI უკვე ჩაშენებულია Self.HR-ის რამდენიმე მოდულში და 2026 წლის ბოლომდე თითქმის ყველა მოდულს მოიცავს. ვფიქრობ, ეს HR პროფესიონალებისთვის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად შეცვლის.
ასევე, აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე ახალ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროდუქტზე. დეტალებს ცოტა მოგვიანებით გაგიმხელთ. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ 2026 წლიდან ჩვენი კომპანია მხოლოდ HR ტექნოლოგიებით აღარ შემოიფარგლება და ბევრად გასცდება HR სფეროს ფარგლებს.
და ბოლოს, ჩვენთვის, როგორც საერთაშორისო მიზნების მქონე კომპანიისთვის, 2026 წლის მთავარი ამოცანაა, 20%-მდე გავზარდოთ ჩვენს პორტფელში შემავალი უცხოური კომპანიების წილი.