მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7048.5
-0.0059
flag
AZN 1.6157
-0.0006
flag
CNY 38.063
0.0275
flag
EUR 3.1105
-0.0062
flag
GBP 3.6643
0.0077
flag
KZT 53.42
0.0031
flag
TRY 0.0711
-0.0001
flag
USD 2.7473
-0.0004

CosmoSim - ახალი ქართული პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში სამოგზაურო ინტერნეტის სერვისს სთავაზობს

news image

საზღვარგარეთ მოგზაურობისას ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მოგზაურებს არსებული მობილური ოპერატორების „როუმინგის ინტერნეტის“ პარალელურად უკვე შესაძლებელია ქართული კომპანიების მიერ eSIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გლობალური ინტერნეტითაც ისარგებლონ.
ამ მხრივ კი ბაზარზე კონკურენცია იზრდება. რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე მოგზაურობისას სწრაფი ინტერნეტის მიმწოდებელი Cosmosim • კოსმოსიმი გამოჩნდა. Cosmosim-ის მფლობელი შპს "სითი ტელეკომი" კი ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს.

როგორია Cosmosim-ის პოზიციონირება ბაზარზე და რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა Business Insider Georgia
"სითი ტელეკომი" გაყიდვების მენეჯერს თათია ქურდოვანიძეს ესაუბრა.ა

- რამდენი ხანია რაც Cosmosim-ი ბაზარზეა და რამდენად მზარდია თქვენი მომხმარებლებს რაოდენობა?

- CosmoSim —არის ახალი ქართული პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სამოგზაურო ინტერნეტის სერვისს მთელ მსოფლიოში. Cosmosim სრულად eSIM ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტია, რაც ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. ბრენდი ბაზარზე 2025 წლის იანვრიდან გამოჩნდა და წარმატებით იმკვიდრებს ადგილს, რადგან მომხმარებელთა რაოდენობა კვირიდან კვირამდე სტაბილურად იზრდება. ჩვენთან ყოველდღიურად იზრდება კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც ირჩევენ ხარისხიან და სწრაფ ინტერნეტს მოგზაურობისთვის.

რა სერვისებს და პაკეტებს სთავაზობს CosmoSim მომხმარებლებს?

- CosmoSim - ამ ეტაპზე მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტ სერვისს ყველა კონტინენტზე,  ჩვენი მიზანია, აპლიკაცია მუდმივად განვითარდეს და გადაიქცეს მრავალფუნქციურ პლატფორმად, სადაც მოგზაურებს შეეძლებათ ერთ სივრცეში მიიღონ ყველა საჭირო სამოგზაურო სერვისი, ამ მიმართულებით უკვე აქტიურად ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში მომხმარებლები სიახლეებსაც გაეცნობიან.

ინტერნეტ პაკეტების მხრივ, CosmoSim მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს. ხელმისაწვდომია როგორც რეგიონული პაკეტები — რომლებიც გეოგრაფიული სიახლოვის მიხედვითაა დაყოფილი და განისაზღვრება მოცემული მეგაბაიტების ოდენობით — ასევე ლოკალური პაკეტები, გათვლილი კონკრეტულ ქვეყნებსა და მიმართულებებზე. ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებელს შევთავაზოთ დიდი არჩევანი, რათა შეძლონ მათ საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული პაკეტის შერჩევა.

- არსებული დაკვირვება რას გიჩვენებთ, რა ტიპის პაკეტებზეა უფრო გიფიქსირდებათ მოთხოვნა?

 - ამ დროისთვის ყველაზე მაღალი მოთხოვნა რეგიონალურ პაკეტებზე ფიქსირდება. ისინი განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ მოგზაურებისთვის, ვისაც ერთ მოგზაურობაში რამდენიმე ქვეყნის მონახულება აქვს დაგეგმილი. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს აღარ უწევს ყოველი საზღვრის გადაკვეთაზე ახალი ინტერნეტ პაკეტის შეძენა ან eSIM-ის ხელახლა ინსტალაცია — ერთიანი რეგიონული პაკეტი ინტერნეტს უწყვეტად უზრუნველყოფს მთელ მოგზაურობის განმავლობაში, რაც მაქსიმალურ კომფორტს იძლევა.

ასევე საინტერესოა, რომელ ქვეყნებში, ან რომელ რეგიონებზე უფრო არის მოთხოვნა?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე დიდი მოთხოვნა რეგიონალურ პაკეტებზე ფიქსირდება, განსაკუთრებით ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ზონები ქართველი მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარულია.

რა არის CosmoSim-ის კონკურენტული უპირატესობა? 

- CosmoSim-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა — ინტერნეტის სისწრაფე, სანდოობა და მოქნილობა. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან ოპერატორებთან, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და სწრაფ კავშირს მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში. სიჩქარისა და ხარისხის გარდა CosmoSim გთავაზობთ ხელმისაწვდომ ტარიფებს და მრავალფეროვან ინტერნეტ პაკეტებს — რეგიონულ და ლოკალურ დონეზე. ეს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, აირჩიოს ზუსტად ის პაკეტი, რომელიც მის მარშრუტსა და საჭიროებებს შეესაბამება.განსაკუთრებული კომფორტისთვის გვაქვს მარტივი და კომფორტული აპლიკაცია, რომელიც აადვილებს როგორც პაკეტის შეძენას, ისე eSIM-ის ინსტალაციას. სწრაფი კავშირი, გამჭვირვალე პირობები, ხელმისაწვდომი ფასები და ტექნოლოგიური სიმარტივე — სწორედ ეს ქმნის CosmoSim-ის რეალურ უპირატესობას კონკურენტებთან შედარებით.

- რას აპირებს კომპანია იმისთვის, რომ მომხმარებლების რაოდენობა გაზარდოს და შესაბამისად ბაზრის წილიც?

ჩვენი მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა კამპანიებზე, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს პროდუქტის ცნობადობა.

ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე მსხვილ ბრენდთან და წარმატებული კოლაბორაციების გამოცდილება გვაქვს. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს ახალი კამპანიები და აქციები, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ძალიან მალე გაიგებენ. ეს  არა მხოლოდ გააძლიერებს მომხმარებელთა ინტერესს, არამედ ხელს შეუწყობს CosmoSim-ის ბრენდის კიდევ უფრო მყარ პოზიციონირებას ბაზარზე.

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში მოისმინა

06.05.2025.17:28

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს.

„საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის დადგენილებით „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა, რომელიც 4 ქვეპროგრამას მოიცავს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება; ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა", რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა", რომლის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ 2020-24 წლებში სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში 73 507 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, ინდივიდუალური კონსულტაცია კი - 116 919 პირს გაეწია. ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე 86 151 სოციალურად დაუცველი პირისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, შესაბამისი კონსულტაციის და ინფორმაციის გაცნობა მოხდა.
მინისტრის მოადგილემ შრომითი მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრის მიზნით, 2023 წლიდან სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის ახალი ნორმების და მექანიზმების დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და შესაბამისი პროგრამა მომზადდა, რომელიც აქტიურად ხორციელდება.
კომიტეტმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროგრამები დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

სხდომაზე კომიტეტის წევრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიშებს გაეცნენ, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ტელეკომუნიკაციის სივრცეში არსებული ჯანსაღი კონკურენცია.

კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები ცნობად მიიღო.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა