მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

Cosmo მომხმარებელს ახალ საზაფხულო კოლექციას სთავაზობს

news image

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Cosmo • კოსმო საკუთარ მომხმარებელს სიახლეებით მუდმივად ანებივრებს. ბრენდმა მიმდინარე ასორტიმენტს ახალი, საზაფხულო კოლექცია დაამატა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა განუცხადა.

„ჩვენი, ახალი საზაფხულო კოლექცია გვინდოდა, რომ ყოფილიყო ფერადი და შინაარსიანი, ზაფხულის თემატიკით. როდესაც გუნდი დავსხედით და დავიწყეთ იდეების გენერირება, დავფიქრდით იმაზე, თუ რა არის ის, რაც ყოველთვის გვაკლია და რაც მუდმივად ჩვენს გულშია. ასე მივედით თემაზე აფხაზეთი. სწორედ მას მივუძღვენით ჩვენი წლევანდელი საზაფხულო კამპანია.
ტრადიციულად, ზაფხულში ვქმნით ჩანთებს საზაფხულო თემატიკით. თუმცა, წელს ჩანთებთან ერთად მომხმარებლებს შევთავაზეთ დამხმარე პროდუქტები: პარეო, საზაფხულო სარაფანი და სხვა აქსესუარები. ყველაფერი შექმნილია იმ თემატიკაზე დაყრდნობით, რომელსაც მთლიანი ჩვენი კამპანია ეძღვნება.

ამ პროცესში მონაწილეობდნენ ჩვენი გუნდის სამი უნიჭიერესი დიზაინერი. მათთან ერთად ვიმუშავეთ იდეაზე, თუ როგორ შეგვექმნა კოლექცია, რომელიც ვიზუალურადაც მიმზიდველი იქნებოდა და შინაარსობრივადაც და მნიშვნელოვან გზავნილს გადასცემდა ფართო აუდიტორიას. თითოეულმა დიზაინერმა საკუთარი ხედვა გადმოსცა ნამუშევრებში და საბოლოოდ ეს ყველაფერი აისახა კოლექციაში. შედეგად მივიღეთ უნიკალური საზაფხულო კოლექცია, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის თემის აღქმას ახალ თაობაში. კოლექციის სახელწოდებაა "დაბრუნება", რომლის შეთავაზებასაც მომხმარებლებისთვის მთელი ზაფხულის განმავლობაში ვაპირებთ. “, - ამბობს სოფი მუხულიშვილი.

აღსანიშნავია, რომ "კოსმომ" გადაიღო ვიდეორგოლი სახელწოდებით "როცა გნახავ, მერე გეტყვი", რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა, ვიდეოს 5 მილიონამდე ნახვა აქვს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა ვალდებულებები ემატებათ ძაღლსაშენებს

25.07.2025.23:00

კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.


როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და  ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.


„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.


მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.


„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან. 

ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა