Communal Hotels - თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
ბუტიკ სასტუმროს კონცეფცია მცირე ზომის, ინდივიდუალური ხასიათის მქონე სასტუმროს გულისხმობს, რომელიც სტანდარტულ, ქსელურ მოდელს არ მიჰყვება და სტუმარს არა უბრალოდ განთავსებას, არამედ უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ასეთი სასტუმროები გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით, რომელიც ხშირად კონკრეტულ ისტორიას, იდეას ან ადგილობრივ კონტექსტს ეყრდნობა.
კომუნალ ბუტიკ სასტუმროების კონცეფციაც ასეთია: თბილისის ისტორიულ უბნებში, თელავსა და ქუთაისში მდებარე ოთხივე მათგანს ინდივიდუალური სტილი, იმ ქალაქისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა და სამზარეულო აქვს.
როდესაც სტუმარმასპინძლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა და 2017 წელს, საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა, კაწა სამსონაძემ ზუსტად იცოდა, რომ ერთ სასტუმროზე არ გაჩერდებოდა.
„ჩემი და მეუღლის ჩანაფიქრი თავიდანვე იყო, რომ საქართველოს საუკეთესო კუთხეებში life style, ბუტიკ სასტუმროები მოგვეწყო. იმ პერიოდში, მსგავსი ნიშა არ არსებობდა და ჩვენი წამოწყებაც მოთხოვნადი აღმოჩნდა. როდესაც პირველი სასტუმროს კარი სტუმრებისთვის გაიღო, ბაზარმა გვაჩვენა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“, -გვიყვება კაწა, რომელიც კომუნალის თითოეული სივრცის კონცეფციის დამუშავებაში დიდ ენერგიას დებს. ამიტომაა, რომ ყველა მათგანი ერთი მხრივ ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, მეორე მხრივ კი, ბრენდის საერთო ხედვის ნაწილია.
კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი - Communal Hotels თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი და მესამე ადგილის მფლობელი გახდა ნომინაციაში- „საუკეთესო პროდუქტი “. „ერთია, როგორ გაფასებენ სტუმრები და მეორეა - პროფესიონალი ჟიურის თვალით დანახული შენი ბიზნესი. ნამდვილად საინტერესო გამოწვევა და გამოცდილება იყო. კარგი შანსი აღმოჩნდა სხვა კუთხით დაგვენახა ის პროდუქტი, რომელსაც ვქმნით“,- ამბობს კაწა.
ფრაზა და ემოცია,რომელსაც სტუმრები ყველაზე ხშირად იმეორებენ კი ისაა, რომ მათ თავი სახლში იგრძნეს. ადამიანი კი მხოლოდ სახლში გრძნობს თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ. დაბრუნებაც ხომ ასეთ ადგილას გინდება? ფაქტიც ასეა: უცხოელი თუ ქართველი სტუმრებიც კვლავ უბრუნდებიან კომუნალის სასტუმროს.
„პატარა სივრციდან გამომდინარე, ადამიანები ერთად დიდ დროს ატარებენ. საუბრობენ, აზრებს ცვლიან. ეს კამერულობა ურთიერთობებს ქმნის. თუ ვინმესთან კომუნიკაცია არ გსიამოვნებს, კომუნალი ნამდვილად ვერ გახდება შენთვის საყვარელი ადგილი“.
კომუნალის ისტორია აჩვენებს, რომ მკაფიო ხედვა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა ბუტიკსასტუმროს კონცეფციას რეალურ ღირებულებად აქცევს. ეს არის ბრენდი, რომელიც ზრდას სიჩქარით კი არა, ხარისხით ზომავს. თავადაც ამბობენ, რომ ყოველი მომდევნო პროექტი წინასთან შედარებით უკეთესია.
წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.