ComCom-მა „მაგთიკომი“ „მაგთი კინოს“ ეთერში პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი" ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა.
2023 წლის ივნისში, კომისიაში მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება, რომელიც „მაგთიკომის" კუთვნილი ავტორიზებული მაუწყებლის, „მაგთი კინოს" ეთერში 21:00 საათზე გასულ სექსუალური სცენის შემცველ ფილმს ეხებოდა. აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ComCom-მა „მაგთი კინოს" ეთერში განთავსებული პროგრამის მონიტორინგი განახორციელა.
მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის" და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევები.
კერძოდ, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას არასრულწლოვნები საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან, სწორედ ამიტომ, ეკრძალება 6 საათიდან 24 საათამდე დროის მონაკვეთში ისეთი პროგრამების განთავსება, რომლებიც შეიცავენ სექსუალური სცენებისა და სიშიშვლის გრაფიკულ გამოსახულებებს, ვინაიდან, აღნიშნულმა პროგრამებმა შესაძლოა, ზიანი მიაყენონ მოზარდის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
გამომდინარე იქიდან, რომ „მაგთიკომის" მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა, ComCom-მა კომპანია წერილობით გააფრთხილა.
სხვა სიახლეები
16.09.2025.16:00
Roamingo • როუმინგო, რომელიც ბაზარზე პოზიციონირებს როგორც ყველაზე იაფი, სწრაფი და ხარისხიანი eSIM ინტერნეტის მიმწოდებელი, თანდათან ფართოვდება და სერვისების ჩამონათვალს ზრდის.
როგორც Business Insider Georgia-ს Roamingo-ში განუცხადეს, კომპანიამ დაიწყო ახალი კამპანია Roamingo for Startups, რომლის მიზანიც სტარტაპერების მხარდაჭერაა.
„Roamingo ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქართველი სტარტაპერების მხარდაჭერას, ვისაც გლობალური მიზნები აქვთ. Roamingo for Startups - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც საერთაშორისო ბიზნესმოგზაურობებისთვის დამფუძნებლებს უზრუნველყოფს უწყვეტი კავშირით,“ - განმარტავენ Roamingo-ში.
„ფრენები, შეხვედრები, ზარები, სპონტანური ფიჩები, side event-ები - ყველაფერი სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ასეთ პირობებში ინტერნეტი არ უნდა იყოს კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სტარტაპერს ენერგიის დახარჯვა მოუწევს,“ - აცხადებს Roamingo-ს ბიზნეს დეველოპერი, ომარ ხოფერია.
Roamingo-სთვის ეს კამპანია უბრალო შეთავაზებაზე გაცილებით მეტია, ის ეფუძნება პირად გამოცდილებებს.
„როცა ჩვენ ვიწყებდით, მხარი დაგვიჭირა სტარტაპ ეკოსისტემამ, ასევე ბრენდებმა, რომლებიც დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან — მაგალითად: Visa, Bank of Georgia, TBC, Aldagi და ბევრი სხვა.
ახლა ჩვენი ჯერია, იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც თავიანთი იდეებით საზღვრებს სცდებიან და სჯერათ, რომ გლობალურ სცენაზე საქართველო შეუძლიათ წარადგინონ,“ — ამბობს ომარ ხოფერია.
როგორ ჩაერთო კამპანიაში?
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/y1x1jcr65bhRxnuJ7
ფორმის შევსების შემდეგ, დამფუძნებელი მიიღებს უნიკალურ კოდს, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს საერთაშორისო საქმიანი მოგზაურობის დროს.