მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.5
-0.0023
flag
AZN 1.5994
-0.002
flag
CNY 39.556
0.0038
flag
EUR 3.1376
0.004
flag
GBP 3.6311
0.0025
flag
KZT 56.33
-0.0033
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.7189
-0.0034

ComCom-ი: ევროპის ქვეყნებში 2022 წლის მონაცემებით კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებელი - EBITDA მარჟა საშუალოდ 35%-ია, მაგთიკომის კი ორჯერ მეტი - 75%

news image

მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ბაზარი არაკონკურენტულია, რის შედეგადაც მომხმარებლები ზარალდებიან. არაკონკურენტულ გარემოს არსებობაზე არაერთი ფაქტორი მიანიშნებს, ერთ-ერთი ასეთი კი, 2022 წლის მონაცემების მიხედვით ქართული ოპერატორების საგანგაშოდ მაღალი მოგების მაჩვენებელი - EBITDA მარჟაა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე), რომელიც ევროპის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.  ევროპის ქვეყნებში საშუალო მოგების ეს მაჩვენებელი 35%-ია, ხოლო „მაგთიკომისთვის“ 75%-ს უტოლდება, რაც სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ოპერატორის მნიშვნელოვან ძალას ადასტურებს.

2022 წლის მონაცემების მიხედვით, მაშინ, როდესაც ეს მოგების EBITDA მარჟის მაჩვენებელი ევროპის  საშუალოდ 35%-ს უტოლდება, „სელფი მობაილისთვის“ - 45%-ს; „სილქნეტისთვის“ – 61%-ს, ხოლო „მაგთიკომისთვის“ კი ორჯერ მეტს – 75%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „მაგთიკომი“ ტელეკომ ინფრასტრუქტურის განვითარებაში შემოსავლების იგივე პროცენტულ მაჩვენებელს დებდა ინვესტიციაში, როგორც საშუალოდ ევროპის ქვეყნების ოპერატორები. შესაბამისად, მოგების EBITDA მარჟის აღნიშნული სხვაობა ევროპული ოპერატორებისა და „მაგთიკომის“ შორის ადასტურებს, რომ „მაგთიკომი“ გაცილებით მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლის ფონზე პროცენტულად გაცილებით ნაკლებ ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ ინფრასტრუქტურაში, ვიდრე ამას ევროპაში მოქმედი ოპერატორები აკეთებენ.

სხვაობა ასევე მნიშვნელოვნად დიდია „მაგთიკომსა“ და ქართულ ბაზარზე არსებულ ოპერატორებს შორის არსებულ მარჟებს შორის, რაც აჩენს პოტენციურად მომხმარებლისთვის დამაზიანებელ და არაკონკურენტულ გარემოს - იმოქმედოს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორმა კონკურენტებისა და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად. ასეთი შემთხვევა კი 2021 წელს უკვე დაფიქსირდა, როდესაც “მაგთიკომმა” ხმოვანი ტარიფები მნიშვნელოვნად გააძვირა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტ კომპანიას იმავე სერვისებზე გაცილებით დაბალი ტარიფები ჰქონდა. შედეგად, მომდევნო წლის განმავლობაში, ხმოვანი სერვისებიდან მაგთიკომის შემოსავლები 10.1%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც მომხმარებლების რაოდენობა და ტრაფიკი წინა წლებთან შედარებით უცვლელი იყო.

კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია კვლევის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.  ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

17.03.2026.18:54

ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.

SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა