Coca-Cola Rewards Georgia — მუსიკალური გათამაშება დაუვიწყარი პრიზებით
„კოკა-კოლა“ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან გათამაშებებს, განსაკუთრებულ პრიზებსა და ინტერაქტიულ გამოცდილებებს. სწორედ ამ მისიას ემსახურება „კოკა-კოლა-ს“ ლოიალობის აპლიკაცია — Coca-Cola Rewards Georgia, რომელიც ერთგულ მომხმარებლებს ყოველდღიურად ანიჭებს შესაძლებლობას, კოკა-კოლას დალევა ორმაგად სასიამოვნო გახადონ და მოიგონ უამრავი საჩუქარი.
აპლიკაციას უკვე ჰყავს 400 000 მდე რეგისტრირებული იუზერი, ხოლო ყოველდღიურად ასობით ვაუჩერი იცვლება. პლატფორმა 2024 წლის ბოლოს გაეშვა თავისი პირველი მასშტაბური საახალწლო გათამაშებით, რომელშიც 270,000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა და გათამაშდა გრანდიოზული პრიზები: საგზური ლაპლანდიაში, ვესპა, გეიმინგ სეტაპი და სხვა დაუვიწყარი საჩუქრები.
საახალწლო გათამაშების დასრულების შემდეგ, აპლიკაცია მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. დღეს უკვე დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია პარტნიორი ბრენდების მრავალფეროვან შეთავაზებებზე, ხოლო ყოველთვიური თემატური ლიდერბორდი კი დამატებით შესაძლობლობას აძლევს მონაწილეებს მოიგონ განსაკუთრებული პრიზები.
ამჯერად, „კოკა-კოლამ“ დაიწყო ახალი მუსიკალური გათამაშება!
- 1 აგვისტოდან 29 სექტემბრის ჩათვლით მომხმარებლებს საშუალება უმარტივესად ჩაერთონ გათამაშებაში და მოიგონ დაუვიწყარი პრიზები.
- საკმარისია შეიძინოთ Coca-Cola Classic, Zero ან Cherry და ყვითელი თავსახურის შიდა მხარეს განთავსებული 10-ნიშნა კოდი უნდა შეიყვანოთ აპლიკაციაში Coca-Cola Rewards Georgia .
- გახსოვდეთ, ყოველი კოდი წარმოადგენს ერთ ბილეთს და მოგების შანსს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 30 სექტემბერს, 20:00 საათზე, პირდაპირ ეთერში — Coca-Cola Bottlers Georgia-ს Facebook Live-ზე. ლაივის მსვლელობისას წამყვანი პირდაპირ ეთერში, შემთხვევითობის პრინციპით, დოლურიდან ამოიღებს გამარჯვებულ ბილეთებს და სატელეფონო ზარით დაუკავშირდება იღბლიან მომხმარებლებს.
პრიზები გათამაშდება შემდეგი მიმდევრობით:
რატომ არის ეს პრიზი გამორჩეული?
ლედი გაგა — მუსიკის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, რომლის ტურნეები მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ფუტურისტული შოუებით, დაუვიწყარი კოსტიუმებით და უნიკალური სცენოგრაფიით. მისი თითოეული კონცერტი არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ სრულფასოვანი ვიზუალური სპექტაკლია.
The Mayhem Ball საკონცერტო ტურის ფარგლებში. რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროზე, ლედი გაგას კონცერტს 2.5 მილიონი ადამიანი ესწრებოდა, რაც გახდა ქალი არტისტის ყველაზე მასშტაბური სოლო კონცერტი ისტორიაში. სწორედ ასეთი მასშტაბური შოუს ნაწილი გახდება პარიზში გამარჯვებული, რომელიც მოიპოვებს საგზურს Coca-Cola Rewards-ის გათამაშებაში.
ეს ყველაფერი არ არის!
1 აგვისტოდან 29 სექტემბრამდე აპლიკაციში შეყვანილი ყოველი კოდი მომხმარებლებს დამატებით სახალისო ინტერაქტიული თამაშიში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. ყოველ ორ კვირაში ერთხელ ყველაზე აქტიური მოთამაშე, რომელიც ლიდერბორდის პირველ ადგილს დაიკავებს დაჯილდოვდება iPhone 16 Pro-ით.
გახსოვდეთ, რომ „კოკა-კოლა“ მუდმივად გიმზადებთ სახალისო და სასიამოვნო სიახლეებს! ამიტომ აუცილებლად გადმოწერეთ აპლიკაცია, ჩაერთეთ გათამაშებაში და დაიწყეთ მუსიკალური მოგზაურობა კოკა-კოლასთან ერთად.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.09.2025.18:00
ვმუშაობთ ჩვეულ რიტმში და ვემზადებით მოსავლის აღებისთვის. ჩვენთან რთველი სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს ჭოტიაშვილის ღვინის სახლის თანადამფუძნებელმა კახა ჭოტიაშვილმა განუცხადა.
„ჩვეულ რიტმში ვმუშაობთ. ვემზადებით მოსავლის აღებისთვის. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დაიწყება ჩვენთან რთველი “, - ამბობს კახა ჭოტიაშვილი.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის ღვინის ბარში და ასევე რესტორანში.
გარკვეული პერიოდის წინ ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე შვეიცარიაში. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ობიექტს, რესტორანს თუ ღვინის ბარს ვესტუმრეთ, სადაც ჩვენი ღვინო იყო წარმოდგენილი. ჩვენ არ ვართ დიდი წარმადობის საწარმო და სწორედ ამიტომ ჩვენი ღვინოები ჯერ კიდევ იშვიათადაა ხელმისაწვდომი მაღაზიებსა და რესტორნებში. მიუხედავად ამისა, ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით, რადგან ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდა, მივიღეთ ახალი შეკვეთები.
უკვე არსებულ, ექსპორტზე გატანილ ღვინოებთან ერთად, რამდენიმე ახალი სახეობაც წარვადგინეთ, რომლებიც იქამდე ბაზარზე არ არსებობდა. დეგუსტაციების შედეგად ახალი შეკვეთებიც მივიღეთ. გარდა ამისა, რამდენიმე ახალ ობიექტშიც განთავსდა ჩვენი ღვინო.
დაინტერესება არ წყდება. ყოველდღიურად ვიღებთ შეკითხვებსა და გამოხმაურებებს არა მხოლოდ ბიზნეს პარტნიორებისგან, არამედ მომხმარებლებისგანაც, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრი მათგანი ქართულ ღვინოს, ტრადიციულ ტექნოლოგიასა და ჩვენი ქვეყნის ღვინის ისტორიას პირველად გაეცნო ჩვენგან, რამაც დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
„ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“ წარმოებაში 14 სახეობის ყურძენს იყენებს. წლიური წარმადობა დაახლოებით 50 000 ბოთლია.
„ჩვენ მხოლოდ საკუთარ ყურძენს ვიყენებთ. წარმოებაში ამჟამად 14 სახეობა გვაქვს, დანარჩენი კი უფრო ექსპერიმენტული ხაზის ნაწილია. წლიური წარმადობა საშუალოდ 50 000 ბოთლია, საიდანაც ძირითადი ნაწილი ექსპორტზე მიდის. ყველაზე დიდი წილი იაპონიასა და ამერიკაში იგზავნება, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებში და უკრაინაში. აქ საუბარია მუდმივ ექსპორტზე, რადგან თუ ორ წელიწადში ერთხელ ხდება მიწოდება, ამას სრულფასოვან ექსპორტად აღარ მივიჩნევთ.
ასევე გაგვიგზავნია ღვინო ახალ ზელანდიასა და კორეაში მცირე პარტიებით და ასევე უფრო შორეულ ბაზრებზე. სიახლეა ისიც, რომ ვგეგმავთ საცდელი პარტიის გაგზავნას სამხრეთ ამერიკაში. პროცესი შედარებით ხანგრძლივია, რადგან იქ განსხვავებული სისტემა მოქმედებს, თუმცა ვცდილობთ ახალ წლამდე გავგზავნოთ შემდეგ კი ადგილზეც ჩავიდეთ. სამხრეთ ამერიკაში რთველი თებერვლის ბოლოს იწყება და ბევრი ღვინის ფესტივალი იმართება. მათაც საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი ტრადიციული ტექნოლოგია მათ ყურადღებას მიიპყრობს. საცდელი ნიმუშები უკვე გავაგზავნეთ და პოზიტიური გამოხმაურებაც მივიღეთ “, - აცხადებს კახა ჭოტიაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია ქმნის ტრადიციულ მეღვინეობას. ყველაფერი მზადდება ხელით, ეტიკეტებზე წარწერებიც კი ხელით ივსება. ღვინის მაღაზია თბილისში, ფარნავაზ მეფის 22 ნომერში მდებარეობს