Coca-Cola Bottlers Georgia-მ ზაფხულის მთავარ სიახლე Coca-Cola Cherry გამოუშვა
Coca-Cola Bottlers Georgia წარმოგიდგენთ ზაფხულის მთავარ სიახლეს Coca-Cola Cherry. ეს არ არის უბრალოდ ახალი არომატი, ეს არის კიდევ ერთი ემოციური თავგადასავალი, ბრენდის მუდმივად სიახლისკენ სწრაფვის ნათელი გამოხატულება. Coca-Cola ყოველთვის იყო სიახლეებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული. ბრენდისთვის პრიორიტეტია სიამოვნების გაზიარება და მომხმარებელზე დაუღალავი ზრუნვა. Coca-Cola Cherry სწორედ ამ ღირებულებების გაგრძელებაა. ის იქმნებოდა უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, რათა ალუბლის საოცარი გემო სრულად შერწყმოდა კლასიკური Coca-Cola-ს არომატთან. ალუბლის არომატმა უკვე მოიპოვა გულშემატკივრებში ძალიან დიდი სიმპატია. ახლა Coca-Cola Cherry საქართველოშიც არის და ეს მხოლოდ ახალი არომატი არ არის, ეს არის გემო, რომელსაც ასე ელოდით და გემო, რომელიც შთაგაგონებს და გაგაღიმებს პირველივე ყლუპიდან.
„ივლისის თვეში Coca-Cola Bottlers Georgia-მ დაიწყო ახალი გემოს წარმოება, რაც არის კლასიკური Coca-Cola ალუბლის შეფუთვაში. ეს გემო არ საჭიროებს ბევრ შესავალს, ნაცნობი და მოთხოვნადი გემო იყო, ჩვენს მომხმარებელს შორის. Coca-Cola Cherry, როგორც მთლიანად მსოფლიოში ქართველ მომხმარებელში ძალიან მოთხოვნადი და ქართველი მომხმარებლებისთვის საინტერესო გემო იყო. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ივლისში შემოგვეტანა და ჩამოგვესხა ახალი გემო“, - აცხადებენ კომპანიაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.19:00
„ბიზნეს ასისტენტი” - ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ირკვევა, ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში და ასევე სერვისის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა.
„თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიზნესისთვის იუსტიციის სახლთან ურთიერთობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე მგონი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საჯარო სერვისებთან ერთად ბიზნეს სერვისებსაც ვყიდით. ეს იქნება დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს. აქედან გამომდინარე, ის პაკეტები, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს ბიზნესს მორგებულია მათ ინტერესებზე. შეიძლება ბიზნესმა ისარგებლოს 3 თვიანი პაკეტით. 3 თვიანი, 6 თვიანი, 1 წლიანი, ასევე შესაძლებელია რაღაც სერვისების დამატება ან ამოკლება, ანუ ბიზნესს შეუძლია თავიდან ბოლომდე გადახედოს თავის საჭიროებებს, თავის ინტერესებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
„ბიზნეს ასისტენტი“, ეს არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.