CO2-ის ემისიების შემცირებაზე ვმუშაობთ, რადგან ტურისტი მიდის იქ, სადაც პასუხისმგებლიანი ბიზნესია - ვალერი ჩეხერია
მიმაჩნია, რომ საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის ბევრი გაკეთდა, მათ შორის ამ მიმართულებით აქტიურია Rooms Hotel-ი, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია.
ჩეხერია ამბობს, რომ მდგრადი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ისიც, რომ დღეს Rooms Hotel-ში CO2-ის ემისიების შემცირების მიზნით, არ ხდება ბუმებრივი აირის გამოყენება.
„Rooms Hotel-ში მთლიანად ელექტროენერგიას ვიყენებთ, უარი ვთქვით ბუნებრივი აირის გამოყენებაზე. ასევე რეგენერაციული ფერმა, რომელიც ჩვენს ჯგუფში შედის, ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია ევროპაში და 20 ათას ჰა-ზეა გაშენებული. სწორედ ამ ფერმიდან საკვები ჩვენს რესტორნებს პირდაპირ მიეწოდება. ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება.
სამაგალითო ვართ სხვა ბიზნესებისთვის და ძალიან ბევრმა კომპანიამ ახლა დაიწყო CO2-ის ემისიების შემცირებაზე საუბრები. როდესაც Rooms-ს ბონდების გამოშვებაზე ვსაუბრობთ, უკვე შეგვიძლია თამამად დავგეგმოთ მწვანე ბონდების გამოშვება, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს გაძლევს, რომ კარგი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ და მწვანე ბონდები EBRD-ზე, ADB-ზე, ანუ იმ ორგანიზაციებზე გავყიდოთ, რომლებიც ამ მიმართულებით იჩენენ ინტერესს და აქტიურად მუშაობენ. იმდენად მიმზიდველია ეს მიმართულება, რომ ჩვენი Rooms-იც პოპულარული გახდა და თანხების მოზიდვის თვალსაზრისით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თავადვე გვაკავშირებენ სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი ქმნის ჩვენს მდგრადობას - ენერგოეფექტურობა იქნება თუ ძველი ხის მასალების გამოყენება ჩვენს ფასადებში, პლასტმასის მაქსიმალურად ჩანაცვლება შუშით და სხვა“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ Rooms Hotel-ი ჯერჯერობით საკვების Zero waste-მდე არ მისულა, თუმცა მზაობა არის და ამაზე აქტიურად მუშაობს.
„საქართველოს კანონმდებლობაც უკვე შეცვლილია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი შესაძლებლობა გვექნება, რომ ეს ყველაფერი თავადვე დავნერგოთ და დარჩენილი საკვებით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს დღეს სჭირდება. რასაც დღეს სამწუხაროდ ვერ ვაკეთებთ“, - აცხადებს ჩეხერია.
ირკვევა, რომ მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენების გამო Rooms Hotel-ის კომუნალური ხარჯები, 50%-ით მეტია, ვიდრე სასტუმროების ქსელს ბუნებრივი აირის გამოყენების პირობებში მოუწევდა.
„ეს დათვლილი გაქვს და თავიდანვე, როცა ვაპროექტებდით ვიცოდით და მოწონებულიც იყო. ბუნებრივი აირის გამოყენების შემთხვევაში ხარჯების 50-60%-იანი დანაზოგი გვექნებოდა,“ - აცხადებს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.
მისი თქმით, კომპანია სწავლობს და განოხილავს განახლებადი ენერგიების სისტემების მონტაჟის შესაძლებლობასაც.
„ვსწავლობთ, ვაკვირდებით. სიმართლე, რომ გითხრათ ამ მიმართულებაზე EBRD-სთანაც ვიმუშავეთ და მათ ამ ნაწილში გარკვეული გრანტებიც აქვთ გამოყოფილი. თუ შევჯერდებით ისეთ პროექტებზე რომელიც გრძელ ვადიან პერიოდშიც ეკონომიას მოგვიტანს და ეს აუცილებლად ასეც იქნება. გამახლებადი ენერგიის გამოყენება უპირველეს ყოვლისა მოიყვანს უფრო მეტ ტურისტს. რადგან ტურისტი უფრო მეტად მიდის მასთან, სადაც უფრო პასუხისმგებლობიანი ბიზნესია“, - აღნიშნავს ჩეხერია.
ირკვევა, რომ მდგრადობის მიმართულებით Rooms Hotel-ი სხვა პროექტებზეც მუშაობს.
„ვიწყებთ ასევე მუშაობას რამდენიმე მიმართულებით. უნიფორმები და თეთრეული, რომელიც ძალიან ხშირად იცვლება, შეძლებისდაგვარად ძველსაც გამოვიყენებთ ეს იქნება ძაფი, ქსოვილი თუ სხვა.
გეტყვით, რომ ერთ-ერთი დიდი მიმართულება, რომელიც ამ ემისიებს ქმნიან სამკერვალოებიცაა და გვინდა, რომ ვიყოთ აქაც აქტიურები და ვიმუშაოთ იმაზე, რომ შემდეგი უნიფორმები იყოს მრავალჯერადი გამოყენების.
მაგალითად, თეთრეული წერტილიც თუ გაუჩნდა მოხმარებიდან ვიღებთ. შესაძლებელია, რომ ამ ნაჭრებისგან თუნდაც ხელსახოცები დამზადდეს. მით უმეტეს, რომ ჩვენ რესტორნებში სულ ნაჭრის ხელსახოცებს ვიყენებთ“, - აღნიშნა ჩეხერიამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს Saguramo Hills 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
01.01.2026.14:00
Saguramo Hills არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ვილების მშენებლობაზე. Saguramo Hills -ის გაყიდვების მენეჯერი ნათია გადელია Business Insider Georgia -სთან 2025 წელს აჯამებს და 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.

„2025 წელი Saguramo Hills-ისთვის წარმატებული და დინამიკური აღმოჩნდა. მომხმარებელთა გამორჩეული ინტერესის სტაბილურობა მიუთითებს, რომ სუბურბანული საცხოვრებელი გარემო რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად.
პროექტის 22 ვილიდან მხოლოდ 5 დარჩენილი ერთეულის გაყიდვის პროცესი ასახავს ბაზრის ჯანსაღ მდგომარეობას და Saguramo Hills-ისადმი ნდობას.
2025 წელს განსაკუთრებულად გამოიკვეთა სამი ტენდენცია:
• მომხმარებლების მზარდი მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ საცხოვრებელ სივრცეებზე;
• ქალაქთან ახლო, მაგრამ ბუნებაში განთავსებული ვილების პოპულარობა;
• ენერგოეფექტურ და ინოვაციურ სამშენებლო სტანდარტებზე ორიენტაციის გაძლიერება.
დარჩენილი ვილები წარმოადგენს პროექტის საბოლოო ეტაპს და ყველაზე მოთხოვნად პროექტს.
Saguramo Hills 2026 წელს გააგრძელებს იმ მთავარი ღირებულებების შენარჩუნებას, რომლებმაც პროექტი წარმატებული გახადა — მაღალი ხარისხი, გამორჩეული ბუნებრივი გარემო და თანამედროვე საცხოვრებელი სტილი, რომელიც მყიდველებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს ჯანსაღი და მშვიდი ცხოვრების ფორმირებისთვის “, - აცხადებს ნათია გადელია.
ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შემდეგ ნომერზე შეუძლიათ დაკავშირება : 598 449 933.