მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

მაღალი დატვირთულობა შენარჩუნდა მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის თვეებშიც გრძელდება - Clocks Hotel Tbilisi

news image

ჩვენი სტრატეგია გახსნის დღიდან ეფუძნება ბაზრების დივერსიფიკაციას, რასაც თანმიმდევრულად და წარმატებით ვახორციელებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბარში Clocks Hotel Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა, ანი მღებრიშვილმა განაცხადა. მის თქმით,  მაღალი დატვირთულობა შენარჩუნდა მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის თვეებშიც გრძელდება.

„2025 წლის ზაფხულის სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Clocks Hotel Tbilisi-სთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ივლისისა და აგვისტოს პერიოდი. წინა წლებისგან განსხვავებით, როცა მაისი-ივნისის პერიოდის დატვირთულობა პიკს აღწევდა, შემდგომი თვეები (ივლისი-აგვისტო) შედარებით მშვიდი იყო. წელს სრულიად სხვა შედეგი მივიღეთ - მაღალი დატვირთულობა შენარჩუნდა მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის თვეებშიც გრძელდება. ჩვენი სტრატეგია გახსნის დღიდან ეფუძნება ბაზრების დივერსიფიკაციას, რასაც თანმიმდევრულად და წარმატებით ვახორციელებთ. ვცდილობთ ვუმასპინძლოთ სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ქმნის სტაბილურ და მდგრად შედეგს. 

2026 წელსაც სწორედ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, ამავდროულად რაღა თქმა უნდა გავითვალისწინებთ და შევეცდებით მოვერგოთ ყველა იმ ახალ ბაზარს, სადაც საქართველო პოზიციონირდება როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება. მიმდინარე პერიოდიც საკმაოდ დატვირთულია. სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენს სასტუმროში ძირითადი დატვირთვა მოდის ევროპულ ტურისტულ ჯგუფებზე, თუმცა ამასთან ერთად უკვე იგრძნობა კორპორატიული სეგმენტის გააქტიურება ამ სეზონზე ფაქტობრივად თანაბარი წილი უჭირავთ ტურისტულ და ბიზნესს სეგმენტს, რაც პოზიტიური ტენდენციაა და ამსუბუქებს სეზონურობის გავლენას“, - აცხადებს ანი მღებრიშვილი.


Clocks Hotel Tbilisi-ს გენერალური მენეჯერის თქმით, ზამთრის სეზონზე სასურველი დატვირთულობის მისაღწევად აუცილებელია უფრო მეტი საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა.

„რაც შეეხება გამოწვევებს, ვფიქრობ, მაღალი სეზონის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად წელსაც დარჩება სასტუმროების დატვირთულობა. ეს თავის მხრივ იწვევს ფასების შემცირებას . სასტუმროების დატვირთულობის გაზრდის მიზნით მიმაჩნია, რომ ზამთრის პერიოდში აუცილებელია უფრო მეტი საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა - იქნება ეს კონფერენციები, ფორუმები, სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები. ასეთი ინიციატივები აუცილებლად მოიზიდავს დამატებით სტუმრების ნაკადს და საშუალებას მოგვცემს, დაბალი სეზონი გარდავქმნათ აქტიურ პერიოდად და განვავითაროთ ტურიზმის აქტივობა მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა Clocks Hotel Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

08.12.2025.18:17

„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა